პროეტის ფარგლებში, „გურჯაანის მუნიციპალიტეტში ბავშვთა ნევროლოგიური
მომსახურების დანერგვა და მათი ფუნქციონირების ხელშეწყობა“ გურჯაანის
ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ოჯახის ექიმებთან შეხვედრა გაიმართა.
პროექტს ევროკავშირი აფინანსებს, რომლის მიზანიც 3-დან 6 წლამდე
ასაკის ბავშვებში ქრონიკული ნევროლოგიური დაავადებებისა და
ნეიროგანვითარებითი დარღვევების დროული გამოვლენა და სწორი
დიაგნოსტიკაა.
-„პროექტს ახორცილელებს ორი ორგანიზაცია, „ქალები რეგიონიდან
საზოგადოების განვითარებისთვის“ და „საქართველოს ქრონიკული
ნევროლოგიური დაავადებების სამედიცინო აუდიტი“, რომელიც ნევროლოგიის
ინსტიტუტის ბაზაზეა შექმნილი. დღეს ოჯახის ექიმებს შევხვდით, მანამდე
კი საბავშვო ბაღის პედაგოგებს. შევხვდებით ასევე სკოლის
მასწავლებლებსა და მშობლებსაც“- აღნიშნა „ქალები რეგიონიდან
საზოგადოების განვითარებისთვის“ ხელმძღვანელმა მარინა
კაკიაშვილმა.
პროექტი მარტში დაიწყო და ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება.
-„დღევანდელი შეხვედრის მიზიანი ოჯახის ექიმების გათვითცნობეირება,
სათანადო სქემების მიწოდება და ახალი რეკომენდაციების გაცნობაა. გარდა
ამისა, აღნიშნული პოროექტის ფარგლებში 3-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებს
ნევროლოგიური პროფილით უფასოდ გავსინჯავთ, თუკი მშობელს ამის სურვილი
ექნება. პათოლოგიის შემთხვევაში კი მათ სათანადო დახმარება გაეწევათ.
ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს რეგიონში ბავშვთა
ასაკის ნევროლოგიურ მომსახურებას. ჩვენ ვიცით საქართველოს რომელ
რეგიონში ამ კუთხით რა პრობლემაა.“- გვითხრა „საქართველოს ქრონიკული
ნევროლოგიური დაავადებების სამედიცინო აუდიტის“ პრეზიდენტმა სოფიო
კასრაძემ.
ამავე თემაზე:
გურჯაანში 3-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მათი
მშობლებისთვის ფსიქოლოგების უფასო კონსულტაციები გაიმართება
მასალის გამოყენების პირობები