speqtri.ge კახეთის რვავე მუნიციპალიტეტის მერის ქონებასა და
შემოსავლებს გაგაცნობთ.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის ჯონდო მდივნიშვილის
მეუღლის ნინო ჩალაძის სახელზეა რეგისტრირებული ერთი ბინა თბილისში და
ერთი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში, ასევე მსუბუქი
ავტომანქანა toyota estima, რომელიც 2015 წელს 4 900 დოლარად შეიძინა.
ჯონდო მდივნიშვილს დეკლარაციის შევსების დროს დანაზოგი 17 500 ლარი
ჰქონდა, ხოლო მის მეუღლეს ნინო ჩალაძეს 6000 ლარი.
მერმა შესრულებული სამუშაოსთვის გასული წლის პირველი იანვრიდან 31
დეკემბრის ჩათვლით 4290, 475 ლარი მიიღო. 2016 წელს ნინო ჩალაძემ 115
000 ლარი სესხი აიღო შპს „ახალი კრედიტიდან“, ჯონდო მდივნიშვილმა
ამავე წელს 22 000 ლარი სამომხმარებლო სესხი გამოიტანა „საქართველოს
ბანკიდან“. მერმა გასულ წელს ორი გზავნილი მიიღო, 1 343 დოლარისა და
32 650 რუბლის ოდენობით.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის არჩილ
ხანდამაშვილის მეუღლე თამარ ქადაგიშვილი ფლობს მსუბუქ ავტომანქანა
NISSAN JUKE-ს რომელიც დეკლარაციის მიხედვით 2017 წელს 8 000 დოლარად
არის შეძენილი. 2016 წელს მერს სესხი აქვს აღებული ხელფასის
უზრუნველყოფით 2 1436 ლარის ოდენობით. დეკლარაციაში არ არის
მითითებული არც მერის გასული წლის ხელფასი და არც მისი მეუღლის,
რომელიც გურჯაანის #4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგია.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის იოსებ ქარუმაშვილის
სახელზეა რეგისტრირებული 2007 წელს ახმეტაში 5 500 დოლარად შეძენილი
მიწის ნაკვეთი და 2007 წელს 14 000 დოლარად ნაყიდი ყოფილი საწარმოს
შენობა, ასევე ერთი ნაკვეთი და ერთი საცხოვრებელი სახლი ახმეტაში.
(შეძენის ფორმაში მითითებულია ჩუქება.) დედამისის ნელი ბაკურაძის
სახელზეა რეგისტრირებული 5 მიწის ნაკვეთი, ავტოფარეხი და ბინა
თბილისში.
ახმეტის მერის მფლობელობაშია ავტომანქანა FORD TRANZIT, როემლიც 2011
წელს 6 200 დოლარად შეიძინა. იოსებ ქარუმაშვილის მეუღლე მანანა
პატარკაციშვილი ახმეტის კულტურის ცენტრის მთავარი სპეციალისტია,
მანგასულ წელს 4 800 ლარი ხელფასი აიღო, მერის ხელფასმა კი გასულ წელს
4 290 ლარი შეადგინა. ახმეტის მერმა 2017 წელს საქართველოს ბანკიდან
10 000 ლარი სესხი აიღო და მის დასაფარად 2055, 92 ლარი
გადაიხადა.
ნიკოლოზ ჯანიაშვილს დეკლარაცია 2017 წლის პირველ მაისს აქვს
შევსებული, მაშინ, როდესაც დედოფლისწყაროს
მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობას იკავებდა. მამამისის თამაზ
ჯანიაშვილის სახელზეა რეგისტრირებული საცხოვრებელი სახლი და მიწის
ნაკვეთი დედოფლისწყაროში, მეუღლე მაკა მეტრეველი ფლობს ბინას თბილისსა
(2011 წელს 75 000 ლარადაა შეძენილი) და ქუთაისში (2007 წელს 15 000
ლარად იყიდა).
თელავის მუნიციპალიტეტის მერის შოთა ნარეკლიშვილის
სახელზეა რეგისტრირებული ქალაქ თელავში მდებარე საცხოვრებელი სახლი,
რომელიც 2007 წელს მემკვიდრეობით მიიღო. მეუღლე თინათინ თვალიაშვილი
თი ბი სი ბანკის ბექ ოფისის მენეჯერია. მან გაწეული სამუშაოსთვის
გასულ წელს 11 400 ლარი მიიღო. შოთა ნარეკლიშვილი მერის
თანამდებობამდე საქართველოს ფოსტის კახეთის რეგიონული კოორდინატორის
პოზიციას იკავებდა, რისთვისაც 16 875 ლარი ხელფასი აიღო.
მუნიციპალიტეტის მერის სამუშაოს შესრულებისთვის 2017 წლის 13
ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებულმა შემოსავალმა კი 4452,38
ლარი შეადგინა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერს გიორგი გოგილაშვილს
ქონებრივი დეკლარაცია გასული წლის სექტემბერში აქვს შევსებული, მაშინ,
როდესაც სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთობის“
თავმჯდომარე იყო. ის ფლობს მიწის ნაკვეთსა და საცხოვრებელ სახლს
სიღნაღში, რომელიც 2013 წელს მემკვიდრეობით აქვს მიღებული.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის როსტომ სესიაშვილის
სახელზეა რეგისტრირებული 1 ბინა თბილისში, 1 არასაცხოვრებელი ფართი
ყვარელში და 6 მიწის ნაკვეთი. მან 2017 წელს 16 500 აშშ დოლარად
ავტომანქანა toyota Qamry შეიძინა.
ის შპს "სესიაშვილი“-ს 51%-იანი წილის მფლობელია, 33%-იანი წილი აქვს
შპს "მეტალო“-ში, 25%-იანი წილი ეკუ
თვნის შპს intourist Group-ში ხოლო შპს "ღვინტესტის“ 50%-იანი
მეწილეა.თუმცა დეკლარაციის მიხედვით ამ ოთხ შპს-ს წინა წლის პირველი
იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით არანაირი შემოსავალი არ მიუღია. გასულ
წელს ყურძნის რეალიზაციიდან მერმა 60 000 ლარი მიიღო.
დეკლარაციის შევსების დროს როსტომ სესიაშვილს ნაღდი ფულის სახით 6 000
ლარი ჰქონდა, ხოლო თი ბი სი ბანკის ანგარიშზე 40 065 ლარი
ერიცხებოდა.
მერმა შესრულებული სამუშაოსთვის ( ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი)
გასულ წელს 4 328 ლარი მიიღო, მისმა მეუღლემ ლიკა დენტოშვილმა
(თბილისის არქიტექტურის სამსახურის კანცელარიისა და საკონსულტაციო
განყოფილების სპეციალისტი) 15 294,30 ლარი, ხოლო დედამისმა ირმა
ბერიაშვილმა ( შპს ავერსი ფარმას ყვარლის აფთიაქის მენეჯერი) 18 087
ლარი.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა 2016 წელს შეღავათიანი აგროკრედიტით
ისარგებლა და თი ბი სი ბანკიდან 18 000 აშშ დოლარი სესხი გამოიტანა.
მის დასაფარად გასულ წელს 9 000 დოლარი შეიტანა. მას იმავე ბანკში
აქვს 4 000 აშშ დოლარი აგრობიზნეს სესხი, რომლის დასაფარად 2017 წელს
2 110 აშშ დოლარი გადაიხადა.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის გიორგი
ერბოწონაშვილის მფლობელობაშია მიწის ნაკვეთი საგარეჯოში. მეუღლის მაია
უსუფაშვილის სახელზეა რეგისტრირებული მსუბუქი ავტომანქანა აუდი,
რომელიც 2015 წელს 15 000 დოლარადაა ნაყიდი. დეკლარაციის შევსების
დროს მას ნაღდი ფულის სახით 15 000 ლარი და 7 800 დოლარი ჰქონდა.
მერი 35,2%-იან წილს ფლობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ
ნინოწმინდაში მდებარე შპს „კახეთი 3000“-ში. საწარმოს კაპიტალი 1 250
000 ლარია. საწარმოს საქმიანობით მიღებულმა შემოსავალმა გასულ წელს 80
000 ლარი შეადგინა. ასევე, გიორგი ერბოწონაშვილი სამი შპს-ს წილის
მფლობელია, თუმცა საწარმოს გასულ წელს შემოსავალი საერთოდ არ
მიუღია.
მეუღლე მაია უსუფაშვილი სააქციო საზოგადოება საქრუსენერგოს ქონების
მართვის და კორპორატიული ურთიერთობების სპეციალისტია, გაწეული
საქმიანობისთვის მან გასულ წელს 19 319,8 ლარი მიიღო. მერის ხელფასმა
კი გასულ წელს 16 40,48 ლარი შეადგინა, ხოლო მისი შვილის ხელფასმა,
რომელიც დაცვის თანამშრომელია 5050, 8 ლარი.
მასალის გამოყენების პირობები