ინგლისელ კომედიური მსახიობსა და რეჟისორს ჩარლი სპენსერ ჩაპლინს დღეს
129 წელი შეუსრულდებოდა. ის 1889 წლის 16 აპრილს ოლვორთში, ლონდონში
დაიბადა.
მშობლები-მამა ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი უფროსი და დედა-ჰანა ჩაპლინი
მიუზიკ-ჰოლის (ბრიტანული თეატრი 1850-1960) მსახიობები იყვნენ. დედა
სცენაზე ლილი ჰარლის სახელით გამოდიოდა . სწორედ მშობლების პროფესიამ
აზიარა ჩარლი მუსიკას და სცენას ადრეული ბავშვობიდანვე. ჩარლი ჯერ
კიდევ 3 წლის იყო, როცა მისი მშობლები ერთმანეთს დასცილდნენ.
ჩარლი სცენაზე პირველად 1894 წელს, 5 წლის ასაკში ავიდა, როცა
დედამისს სიმღერის დროს მოულოდნელად ხმა წაერთვა. მისმა გამოსვლამ
დიდი მოწონება დაიმსახურა და წარმოდგენა ჩავარდნისაგან იხსნა. ის
ცეკვავდა ბავშვთა ჯგუფში The Eight Lancashire Lads. 1903 წელს უკვე
“მუდმივი” სამსახურიც იშოვნა, მუშაობა დაიწყო მსახიობად და მიიღო როლი
სპექტაკლში “შერლოკ ჰოლმსი”. ჩარლის არ ჰქონდა არავითარი განათლება და
ეშინოდა, ეს სამსახურიც არ დაეკარგა, რადგან გამართულად კითხვაც კი არ
შეეძლო. როლის სწავლაში მას თავისი ძმა დაეხმარა.
1908 წლიდან დაიწყო ჩარლის სამსახიობო კარიერა - მან მსახიობის როლი
მიიღო ფრედ კარნოს სამსახიობო დასში, რომელთან ერთადაც 1910-12 წლებში
გაემგზავრა ამერიკის ტურნეში. ჩარლით დაინტერესდა მაკ სენეტი. ამ
უკანასკნელმა 1913 წლის 23 სექტემბერს გააფორმა კონტრაქტი ჩარლისთან
და მიიწვია თავის სტუდიაში, "კისტოუნში" გადასაღებად. ჩარლის პირველი
ფილმი იყო "ცხოვრების სახსარი". მალევე მან თავი დაანება "კისტოუნს"
და გადავიდა "ესენეის სტუდიაში".
1921 წელს მოაწყო ევროტური. მეორე ტური ევროპაში 1931 წელს დაიწყო
პრემიერით “City Lights” (”დიდი ქალაქის ჩირაღდნები”). ხოლო მესამედ
ევროპაში იყო 1936 წელს ფილმით “Modern Times”1922 წელს ჩაპლინმა
აიშენა ბინა ბევერლი ჰილსში, მანამდე ის მეგობრებთან, ნაცნობებთან
ცხოვრობდა…ჩაპლინის პირველი ხმოვანი ფილმია “The Great Dictator”,
რომლის პრემიერაც იყო 1940 წლის 15 ოქტომბერს… ეს ფილმი ჩაპლინის
უკანასკნელი ფილმია, სადაც ის მონაწილეობას იღებს როგორც ღატაკი და
მაწანწალა …1952 წელს ჩაპლინმა შექმნა ფილმი “Limelight”… ხელოვან
ადამიანზე და საერთოდ ხელოვნებაზე…
ცხოვრების მანძილზე, ჩაპლინმა მიიღო კინომატოგრაფიული ხელოვნებისა და
მეცნიერების აკადემიის სამი ჯილდო. კინოაკადემიის პირველ ცერემონიაზე,
რომელიც ჩატარდა 1929 წლის 16 მაისს, ჩაპლინმა მიიღო საპატიო ორდენი
სცენარის ავტორობის, რეჟისურის, პროდიუსერობისა და მსახიობობისთვის
ფილმში ცირკი (1928), 1972 წელს იგი დაბრუნდა აშშ-ში, რათა მიეღო
შემდგომი საპატიო წოდება, ამ შემთხვევაში კინოსამყაროში მიღწეული
საერთო წარმატებისთვის. მომდევნო წელს ჩაპლინის რამპის ჩირაღდნების
მუსიკამ მიიღო კინოაკადემიის ჯილდო ნომინაციაში "საუკეთესო მუსიკა
ფილმისთვის". მიუხედავად ოცი წლის გასვლისა, რამპის ჩირაღდნები
ლოს-ანჟელესშიარ გამოცემულა 1972 წლამდე, შესაბამისად, კინოაკადემიის
დაჯილდოებას არ ჰქონდა უფლება აქამდე წარედგინა იგი ცერემონიაზე. 1940
წლის ოსკარის ცერემონიაზე, ჩაპლინი ნომინირებული იყო კატეგორიებში
საუკეთესო მსახიობი მამაკაცი და საუკეთესო სცენარი ფილმისთვის დიდი
დიქტატორი, ხოლო 1947 წელს მესიე ვერდუს სცენარისთვის.
1964 წელს ჩაპლინმა გამოსცა თავისი მემუარები, რომლის საფუძველზეც
შეიქმნა ბიოგრაფიული ფილმი „ჩაპლინი“ (გადაღებული 1992 წელს).ჩაპლინი
გარდაიცვალა 1977 წლის 25 დეკემბერს, თავის სახლში, ვევეში.
მასალის გამოყენების პირობები