შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესის
შესაბამისად, სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე - police.ge
ვიდეოჯარიმის ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნება დაიწყო.
2017 წლის 1 ნოემბერს ამოქმედებული რეგულაციის თანახმად:
-სამართალდამრღვევს, ჯარიმის დაფიქსირებისთანავე, დარღვევის შესახებ
მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ეცნობება;
საგზაო უსაფრთხოების სფეროში ჩადენილ სამართალდარღვევასთან
დაკავშირებით ვიდეოჯარიმის შესახებ ინფორმაციის მოკლე ტექსტური
შეტყობინების (sms) საშუალებით მიღების შემდეგ, ჯარიმის 10
კალენდარული დღის განმავლობაში გადახდის შემთხვევაში, პირი სარგებლობს
20%-იანი შეღავათით;
-თუ პირი ვიდეოჯარიმას მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის
ვადაში არ გადაიხდის, საჯარიმო ქვითარი, რეგისტრაციის ადგილის
მიხედვით, მას ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება;
-ვიდეოჯარიმის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ჩაუბარებლობის
შემთხვევაში, 30-დან 60 დღის ვადაში, პირს ვიდეოჯარიმა განმეორებით
ეგზავნება;
-საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში,
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საჯარიმო
ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებას ოფიციალურ ვებ-გვერდზე:
www.police.ge;
-საჯარიმო ქვითარი გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს შესაბამისი პირისთვის
ჩაბარებულად მიიჩნევა;
-ვიდეო ან ფოტოფირზე დაფიქსირებული სამართალდარღვევისთვის
განსაზღვრული ჯარიმა მოქალაქემ უნდა გადაიხადოს საჯარიმო ქვითრის
ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. გადაუხდელობის შემთხვევაში, მას
დაერიცხება საურავი, რომლის გადაუხდელობის შემთხვევაში - ამოქმედდება
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი იძულებითი აღსრულების წესი;
-ვიდეოფირსა და ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევასთან
დაკავშირებით ხანდაზმულობის ექვსთვიანი ვადა 1 წლამდე გაიზარდა.
-მოქალაქეს შესაძლებლობა ეძლევა, მომსახურება მიიღოს ბანკების, სწრაფი
გადახდის აპარატების და მომსახურების სააგენტოს აპლიკაციის
საშუალებით;
-აღსანიშნავია, რომ ფოტო ან ვიდეოფირზე დაფიქსირებულ ჯარიმებზე ქულათა
კლების სისტემა არ ვრცელდება.
საჯარიმო ქვითრები იხილეთ შემდეგ ბმულზე:
http://gov.ge/s/ee1ee
მასალის გამოყენების პირობები