საჭიროა ხელისუფლებამ სპეცოპერაციის შესახებ დასმულ კითხვებს პასუხი გასცეს - სულხან სალაძე
პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა
ასოციაციის თავმჯდომარე სალაფიტური თემის წარმომადგნელებს შეხვდა.
როგორც სულხან სალაძემ ჟურნალოსტებთან საუბრისას აღნიშნა, შეხვედრაზე
განხილული იყო როგორც ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციები, ასევე
ხეობაში არსებული სხვა პრობლემები.
"მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ პანკისის მოსახლეობას ვესაუბროთ იმ
პრობლემების და გამოწვევბის შესახებ, რაც ქვეყანაში არსებობს.რადგან
ყველა ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ და ერთად უნდა ვზრუნავდეთ
გამოსავალზე. მოხარული ვიქნები თუ ხელისუფლება ამ ადამიანებთან
ისაუბრებს და მათგან მოისმენს ინფომაციასა და შეხედულებებს. ვფიქრობ,
საჭიროა ხელისუფლებამ სპეცოპერაციის შესახებ დასმულ კითხვებს პასუხი
გასცეს. მთავრობას ვურჩევ, ჩამობრძანდეს ხეობაში, მოსახლეობისგან
მოისმინოს პრობლმებისა და მათი პოზიციის შესახებ. რაც შეიძლება მოკლე
დროში ობიექტურად უნდა იქნას გამოძიებული სპეცოპერაციისა და
მაჩალიკაშვილის საქმე."- განაცხადა სალაძემ.
თავიანთი პოზიცია დააფიქსირეს სალაფიტური თემის წარმოამდგენელბმაც.
როგორც ხეობის იმამმა მუსა გოდერძიშვილმა აღნიშნა მსგავსი შეხვედრები
მათთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ბევრი
პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს.
"მოთხოვნა აქამდეც გაჟღერებული გვქონდა, რომ გამოძიება უნდა მოხდეს
სწრაფად და დამნაშავე უნდა იყოს დასჯილი. რაც შეეხება შეხვედრას,
ასეთი შეხვედრები არის მნიშვნელოვანი, რაც იშვიათად ხდება,
განსაკუთრებით ხელისუფლების მხრიდან .საჭიროა, ხეობაში ჩამოსვლა და
ახალგაზრდებისგან აზრის მოსმენა .ახლა ჩვენთვის მნიშვნელოვანია
თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის დროულად გამოძიება, რადგან მის ოჯახს
ამ ეტაპზე დასაკარგი არაფერი აქვს და არ გვინდა ჩვენც დავკარგოთ ჩვენი
შვილები."- აღნიშნა მან.
მასალის გამოყენების პირობები