მაგთიკომი მობილური ინტერნეტის ფასს 18 იანვრიდან მნიშვნელოვნად
აძვირებს.
ამასთან დაკავშირებით, კომპანია მაგთიკომმა განცხადება გაავრცელა.
მასში საუბარია, როგორც “მაგთიკომის” ინვესტიციებზე, ასევე, ქვეყანაში
ოპერატორებისთვის არსებულ რთულ პირობებზე. საქართველოში არსებულ რთულ
პირობებზე საუბრისას კომპანია რამდენიმე ფაქტორს ასახელებს
„დღეს ქვეყანაში მობილურ მომსახურებაზე საკმაოდ დაბალი ტარიფებია.
შესაბამისად, კომპანიის მიერ მობილური ინტერნეტის მიწოდების ხარჯი და
მომსახურებისგან მიღებული შემოსავალი ვერ აბალანსებს ერთმანეთს.
აქედან გამომდინარე, სერიოზული საფრთხის წინაშე დგება ქვეყანაში
მობილურ ინტერნეტზე დაფუძნებული ტექნოლოგიების დანერგვა და
განვითარება, იზღუდება როგორც კომპანიის, ისე ქვეყნის ტექნოლოგიური
წინსვლა. ყოველივე ამის გათვალისწინებით, საჭიროა ტარიფები იყოს
ადეკვატური, როგორც ყველა განვითარებულ ქვეყანაში, და სრულ
შესაბამისობაში მოდიოდეს მოქმედ კანონმდებლობასთან”,- ნათქვამია
‘მაგთიკომის” განცხადებაში.
ახალი ტარიფები ასე გამოიყურება:
მეგაბაიტების რაოდენობა |
ძველი ფასი |
ახალი ფასი |
0.5 გბ |
3 ლარი |
5 ლარი |
1 გბ |
5 ლარი |
7 ლარი |
2 გბ |
7 ლარი |
12 ლარი |
6 გბ |
15 ლარი |
18 ლარი |
15 გბ |
30 ლარი |
35 ლარი |
სხვა პროვაიდერების ფასები ასეთია:
0.5 გბ: მაგთი - 3 ლარი, ბილაინი - 1 ლარი (7 დღით), ჯეოსელი - 3
ლარი.
1 გბ: მაგთი - 7 ლარი, ბილაინი 4 ლარი, ჯეოსელი - 5 ლარი
2 გბ: მაგთი - 12 ლარი, ჯეოსელი - 7 ლარი
6 გბ: მაგთი - 18 ლარი, ჯეოსელი - 15 ლარი, ბილაინი 8 გბ - 16
ლარი
15 გბ: მაგთი - 35 ლარი, ჯეოსელი - 30 ლარი, ბილაინი 30 გბ - 25
ლარი
მასალის გამოყენების პირობები