გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში რეორგანიზაცია იწყება, რის
შედეგადაც შეიქმნება ცხრა სამსახური და 16 განყოფილება.
მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსის ნანა ჭაბუკაძის
განმარტებით, პროცესს შტატების შემცირებაც მოჰყვება.
„მუნიციპალური ინტერესებიდან გამომდინარე, მერიის ინსტიტუციური
მოწყობის შეცვლის მიზნით, მიმდინარეობს რეორგანიზაცია. პროცესი უკვე
დაიწყო. საკრებულომ მიიღო დადგენილება, დაველოდებით, რომ მაცნეზე
გამოქვეყნდეს და ძალაში შევიდეს. ამის შემდეგ დაიწყება მობილობის
პროცესი. რამდენი თანამშრომელი გათავისუფლდება, ამის თქმა წინასწარ არ
შეგვიძლია. არ ვიცით, სადმე გადანაწილდებიან თუ სამსახურს ყველა
დატოვებს. რეორგანიზაციის შედეგად წარმოქმნილ ვაკანსიებზე
გამოცხადდება კონკურსი. ადმინისტრაციულ ერთეულში შტატების შემცირება
სოფლის მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მოხდება. განხორციელდა
ცვლილებები თანამდებოებრივ სარგოებშიც. ეს ცვლილება შეეხება მერის
პირველ მოადგილეს და მოადგილეს, სამსახურის და განყოფილების უფროსს,
მესამე და მეოთხე რანგის მოხელეებს. პირველ მოადგილეს ჰქონდა 1400
ლარი და ექნება 1800 ლარი, მოადგილეს ჰქონდა 1300 ლარი, ექნება 1700.
სამსახურის უფროსის ხელფასი გახდება 1500 ლარი, მანამდე ჰქონდა 1000
ლარი, განყოფილების უფროსი ხელფასის სახით აიღებს 1100 ლარს რაც
მანამდე იყო 810 ლარი. მესამე რანგის პირველ კატეგორიის ანაზღაურება
560 ლარის ნაცვლად გახდა 700. მეორე კატეგორი 530 ლარ ს ნაცვლად 560
აიღებს. ამ ეტაპზე არ იცვლება მერის თანამდებოებრივი სარგო, რომელიც
2650 ლარს შეადგენს.“
ნანა ჭაბუკაძის თქმით, რეორგანიზაცია პირველი თებერვლისთვის
დასრულდება.
მერიის სამსახურები ასეთი სახით ჩამოყალიბდება:
1. ადმინისტრაციული სამსახური, შემდეგი განყოფილებებით: ადამიანური
რესურსების მართვის განყოფილება. მოქალაქეთა მომსახურებისა და საქმის
წარმოების განყოფილება. საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება.
მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობის კოორდინაციის განყოფილება.
2. შიდა აუდიტის სამსახური, შემდეგი განყოფილებებით: ინსპექტირების
განყოფილება. კონტროლის განყოფილება.
3. ჯანმრთლობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური.
4. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური.
5. ეკონომიკის სამსახური, შემდეგი განყოფილებებით: ქონების მართვის და
მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება. შესყიდვების
განყოფილება. საგარეო ურთიერთობის, საერთაშორისო პროექტების და
ტურიზმის განყოფილება.
6. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, შემდეგი განყოფილებებით: ბიუჯეტის
დაგეგმარების განყოფილება. სახაზინო და ბუღალტრული აღრიცხვის
განყოფილება.
7. კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური,
რომელსაც აქვს კულტურისა და განათლების განყოფილება.
8. იურიდიული სამსახური, შემდეგი განყოფილებებით: იურიდიული
განყოფილება. ზედამხედველობისა და ადილობრივი მოსაკრებლების
ადმინისტრირების განყოფილება.
9. ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ძეგლთა
დაცვის სამსახური შემდეგი განყოფილებებით: სივრცითი მოწყობის,
მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილება.
ინფრასტრუქტურის განყოფილება.
მასალის გამოყენების პირობები