"ზაფხულში მტვერში ვიხრჩობით, წვიმის დროს - ტალახში“ - გამარჯვების მცხოვრებლები
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების მცხოვრებლები გზის
მოასფალტებას ითხოვენ. როგორც ისინი ამბობენ, პირობები გაუსაძლისი
განსაკუთრებით წვიმის დროს ხდება.
-„გზა არ გვაქვს, გადათხარეს და თავი დაანებეს, აღარ გაუკეთებიათ.
ზაფხულში მტვერში ვიხრჩობით, წვიმის დროს-ტალახში. გზა ისეა
გაუბედურებული, მანქანას კი არა, ფეხითმოსაირულეებსაც ვეღარ
გაგვივლია.“-ამბობს ქეთო გონაშვილი.
აღნიშნულ პრობლემაზე საუბრობს გამარჯვების მკვიდრი ციალა
სულაშვილიც.
-„ამ მტვერსა და უბედურებაში როდემდე უნდა ვიაროთ?! რაც არ უნდა
სუფთად გამოვიდეთ, მაინც ვისვრებით. ბავშვებიც ხომ ცოდოები არიან,
წვიმის დროს სულ გალაფულები მიდიან სკოლაში. აუცილებლად უნდა
მოგვაქციონ ყურადღება და გვიშველონ, მაგრამ ვინ არის ჩვენი
პატრონი.“
როდის იგეგმება აღნიშნული პრობლემის მოგვარება?- ამ კითხვით
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელს ნიკოლოზ ჯანიაშვილს
მივმართეთ.
„გეტყვით როგორი მემკვიდრეობა გვერგო. გამარჯვებაში სოფლის კი არა,
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს თბილისთან დამაკავშირებელი გზაც არ
გააჩნდა. 2012 წელს სიღნაღის რაიონიდან მოვლით გვიწევდა ცენტრალურ
მაგისტრალამდე გასვლა. რაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა,
დავიწყეთ ცენტრალური და სოფლებთან დამაკავშირებელი გზების გაკეთება.
ფაქტობრივად, დამაგვირგვინებელ ფაზაში ვართ. სოფელ გამარჯვებაში
ცენტრალური გზა უმაღლესი სტანდარტისაა. რეგიონალურ ფონდს უკვე
გავუგზავნეთ პროექტი, რომელიც ითვალისწინებს, ამ სოფელში ერთ-ერთი
გზის მოასფალტებას.“- ამბობს ის.
ნიკოლოზ ჯანიაშვილის თქმითვე, თუკი აღნიშნული პროექტი 2018 წელს ვერ
დაფინანსდება, გამარჯვების საუბნო გზა 2019 წელს მოასფალტდება.
მასალის გამოყენების პირობები