შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკურმა დეპარტამენტმა გასულ თვეს
საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა
სტატისტიკური მონაცემები გამოქვეყნა.
2017 წლის აგვისტოს თვე 1 080 449 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2016 წლის
იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 27,4 %-ით მეტია. რაც შეეხება
იანვარ-აგვისტოს ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 5 059 106 ვიზიტი
განხორციელდა, რაც 18,9%-ით მეტია 2016 წლის ანალოგიური საანგარიშო
პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო ტურისტული ვიზიტი 2 402 699-ით
განისაზღვრა, რაც 2016 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 29,4%- ით
მეტია.
ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, 2017 წლის აგვისტოს
თვეში ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:
ა) ტურისტი - 573 368 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 53,1%, მატება წინა
წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 27,2%);
ბ) ტრანზიტი - 274 878 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 25,4%, მატება წინა
წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 28,5%);
გ) სხვა - 232 203 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 21,5%, მატება წინა წლის
ანალოგიურ მაჩვენებელთან 26,4%).
2017 წლის აგვისტოშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ სომხეთიდან (+12%),
რუსეთიდან (+28%), აზერბაიჯანიდან (+19%), თურქეთიდან (+42%),
უკრაინიდან (+4%) და ირანიდან (+85%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური
ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან,
საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით,
იანვარ-აგვისტოშიც გამოირჩნენ გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი,
პოლონეთი, ლიტვა, იტალია და
საბერძნეთი (შესაბამისად 32%, 31%, 29%, 20%, 17%, 16% და 14%), ახლო
აღმოსავლეთიდან - ისრაელი (40%), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთი
(17%), უზბეკეთი (110%). აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან - ბელორუსია
(31%). აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების
27%-იანი ზრდა.
მასალის გამოყენების პირობები