სოფელ ძირკოკში ტრადიციულ ქართულ ჭიდაობაში საქართველოს ღია პირველობა
გაიმართა, რომელშიც ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონები იღებდნენ
მონაწილეობას.
გამარჯვებულები ოთხ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ, ისინი პრიზებით
და ფულადი საჩუქრებით დააჯილდოეს. მთავარი პრიზი - ჭედილა აბსოლუტურ
წონაში გათამაშდა და ის სამბოში ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონმა,
ახალციხელმა ბექა ბერძენიშვილმა დაისაკუთრა.
როგორც ჩვენთან საუბარში გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის
მოადგილე ალექსანდრე ყვირალაშვილმა აღნიშნა, ტურნირში დაახლოებით ათი
მუნიციპალიტეტის 40-მდე სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას.
„ შეხვედრამ საკმაოდ დაძაბულ და საინტერესო ვითარებაში ჩაიარა.
ფედერაციამ დააწესა ფულადი ჯილდოები. ასევე ფულადი პრიზები დააწესა:
გურჯაანის სანაყინემ, ინდმეწარმე ზაქარია მინდიაშვილმა და მაჟორიტარი
დეპუტატის ბიურომ. მაღაზია ბეკომ დააწესა ფასიანი საჩუქარი. ასეთი
ტურნირები ტრადიციულ სახეს მიიღებს და სოფელ ძირკოკში წელიწადში
ერთხელ ჩატარდება. ვფიქრობ, ჩვენს მუნიციპალიტეტში უნდა მოხდეს
აღნიშნული სპორტის უფრო მეტი პოპულარიზაცია. “
ტურნირი გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით, ქართული
ჭიდაობის ფედერაციისა და გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით
სონღულაშვილის მხარდაჭერით ჩატარდა.
ადგილები ასე გადანაწილდა:
65 კგ წონითი კატეგორია: პირველი ადგილი ნიკო ჭიკაიძე (ახმეტა); მეორე
ადგილი შალვა ხადილაშვილი (თელავი); მესამე ადგილი გიგა წიკლაური
(დედოფლისწყარო)
75 კგ წონითი კატეგორია: პირველი ადგილი ზვიად ოდოშაშვილი (კასპი);
მეორე ადგილი დათო ჭიკაიძე (ახმეტა); მესამე ადგილი ტატო ტატულაშვილი
(გორი).
85 კგ წონითი კატეგორია: პირველი ადგილი კაბა ბიწაძე (ლაგოდეხი);
მეორე ადგილი კობა მჭედლიშვილი (საგარეჯო); მესამე ადგილი ანრი
ბიბილაშვილი (გორი).
+85 კგ წონითი კატეგორია: პირველი ადგილი ბექა ბერძენიშვილი (კასპი);
მეორე ადგილი ონისე ბუღაძე (საჩხერე); მესამე ადგილი გიორგი ქავთარაძე
(თბილისი).
მასალის გამოყენების პირობები