გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სოფელ ბაკურციხეში მდებარე,
ახლადრეაბილიტირებული კულტურის ცენტრი, საქართველოს სამოციქულო
ავტოკეფალურ ეკლესიას კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეწარმეო სახლის
გახსნის მიზნით, პირდაპირი განკარგვის წესით გადასცა.
საკითხს დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე უყარეს
კენჭი.
შენობა 3 045 300 ლარის ღირებულებისაა. ცენტრის რეაბილიტაცია
საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით
განხორციელდა, რაზეც 2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. გამოიცვალა
შენობის სახურავი, მოწესრიგდა ელექტრო და წყალმომარაგების ქსელი,
დამონტაჟდა გათბობა-ვენტილაციის სისტემები და კეთილმოეწყო ეზო.
"გურჯაანის გამგეობაში შემოვიდა მამა მიქაელ ბოტკოველის წერილი.
ითხოვდა, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას გადასცემოდა სოფელ
ბაკურციხეში მდებარე კულტურის ცენტრი. პირობებით გათვალისწინებული
იყო, რომ ძირითადი პროფილი შენარჩუნდებოდა, შენობა იქნებოდა წესრიგში,
შეიტანდნენ ინვენტარს და სხვადასხვა წრე გაიხსნებოდა. დღევანდელ
საკრებულოს სხდომაზე შენობის გადაცემას არავინ შეწინააღმდეგებია,
უბრალოდ საუბარი იყო ტექნიკურ დეტალებზე. მიგვაჩნია, რომ
ხელშეკრულებაში შესაცვლელი აღარაფერია. "- აღნიშნა ეკონომიკისა და
ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლევან ხაზიურმა.
საკრებულოს დეპუატატი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი თემურ
ბუწაშვილი მუნიციპალური საკუთრების საპატრიარქოსთვის გადაცემის
წინააღმდეგი არ არის, თუმცა მიაჩნია, რომ აღნიშნულ საკითხში მეტი
სიცხადეა საჭირო. აღნიშნული მოსაზრება მან საკრებულოს დღევანდელ
სხდომაზეც დააფიქსირა.
" თავი და ბოლო ამ პრობლემის არის ის, რომ ორ მილიონად შეფასებული
ქონება უნდა გადავცეთ საპატრიარქოს და არანაირ ვალდებულებას არ იღებს
მუნიციპალიტეტი, რომ წილობრივ მენეჯმენტში მაინც შევიდეს, რათა ერთ
მხრივ გააკონტროლოს, ან მონაწილოება მიიღოს კულტურის ცენტრის გამართულ
ფუნქციონირებაში. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ ბევრად მეტი
პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს, იქ სადაც იხარჯება ხალხის ფული,
უნდა მოისმინოს საზოგადოების აზრი და არ უნდა მიიღოს ერთპიროვნული
გადაწყვეტილება, რომელიც შესაძლოა, მომავალში გადაულახავი პრობლემა
აღმოჩნდეს თოთოეული ჩვენგანისთვის."
2011 წლიდან 2016 წლის ჩათვლით, კახეთის მუნიციპალიტეტში სსიპ
სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნული სააგენტოდან საქართველოს
მართლმადიდებელ ეკლესიას სულ გადაცემული აქვს 11 მიწის ნაკვეთი საერთო
ფართობით 185 784კვ.მ. და მასზე არსებული შენობა ნაგებობები, რომლის
საერთო ფართობი 3 406.58კვ.მ-ს შეადგენს.
ამავე თემაზე:
ე
როვნული მუზეუმის გურჯაანის საცავის შენობა
საპატრიარქოს უსასყიდლოდ გადაეცა
მასალის გამოყენების პირობები