შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეულის
ფარგლებში, აცხადებს ფოტოკონკურსს, რომელშიც მონაწილეობის მიღება
ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
კონკურსის თემაა- „დავიცვათ საგზაო მოძრაობის წესები ერთმანეთის
გულისთვის“. მონაწილეობის მიღების მსურველებმა საკონკურსო
ფოტოები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს მიმდინარე წლის 8
ივნისისა.
ფოტო უნდა ასახავდეს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა ქცევებს, საგზაო
მოძრაობის წესებს რეალობაში და მოძრაობის უსაფრთხოებას. შესაძლებელია
დადგმული/საგანმანათლებლო კადრები.
ფოტო აუცილებლად საქართველოში უნდა იყოს გადაღებული, ციფრული
აპარატით, ზომებით - 3024X2016.
შსს-ს უფლებამოსილება ექნება, გამარჯვებული ფოტოები გამოიყენოს
საიმიჯო-საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიებისა და
პროექტებისთვის, რომლებიც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ
საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად იქნება განსაზღვრული.
კონკურსანტებს შეუძლიათ გამოაგზავნონ როგორც ცალკეული ფოტოები, ასევე,
სერიები, არაუმეტეს 8 ფოტოსი.
სამინისტროს ინფორმაციით, საუკეთესო ფოტონამუშევრებს სპეციალური ჟიური
შეარჩევს. გამარჯვებულების გამოვლენა მოხდება კონფიდენციალური
შერჩევის პრინციპით. საკონკურსო ნამუშევრებს მიენიჭება შტრიხ-კოდი.
შესაბამისად, ფოტოს ავტორის ვინაობა ჟიურის წევრებისთვის ცნობილი არ
იქნება. კონკურსის განმავლობაში ჟიურის წევრების ვინაობა
კონფიდენციალური იქნება.
ჟიური სამ გამარჯვებულ ავტორს გამოავლენს და მათ ფულადი ჯილდო
გადაეცემათ:
I ადგილი - 3000 ლარი;
II ადგილი - 2000 ლარი;
III ადგილი - 1000 ლარი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა კონკურსის მოთხოვნების შესაბამისი
ნამუშევრები უნდა გააგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
.
მასალის გამოყენების პირობები