გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოში დღის
ბოლომდე წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება.
უწყების ინფორმაციით, ხვალიდან ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე
გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა +21, +26 გრადუსამდე მოიმატებს.
21 აპრილს დღის განმავლობაში კვლავ თბილი და უნალექო ამინდი იქნება.
დღის ბოლოს კი შავი ზღვის ჩრდილო - დასავლეთიდან დაიწყება შედარებით
ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, რის გამოც 22 აპრილს
დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვანად დაიკლებს.
მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, იქროლებს დასავლეთის
მიმართულების ქარი. აღმოსავლეთ საქართველოში და დედაქალაქშიც ძლიერი
ქარი და წვიმა იქნება. 23 აპრილს შედარებით გამოიდარებს, მაგრამ დღის
მეორე ნახევრიდან კვლავ უამინდობაა მოსალოდნელი.
მასალის გამოყენების პირობები