გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, სადღესასწაულო
დღეების მოახლოებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, გარემოსდაცვითი ზედამხედევლობის დეპარტამენტის,
სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლები 24 საათიან პატრულირებას
განახორციელებენ, რათა მაქსიმალურად აღკვეთონ მოსახლეობის მიერ
გარემოს დაბინძურების ფაქტები. დანაგვიანების გამოვლენის შემთხვევაში
კი მკაცრი სანქციები გატარდება.
1. 2 კგ- მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება –
გამოიწვევს დაჯარიმებას 80 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება, ჩადენილი
საცხოვრებელი სახლიდან ან სხვა შენობა ნაგებობიდან –დაჯარიმდება100
ლარით.
2. ტრანსპორტიდან ნარჩენების გადმოყრა - გამოიწვევს მძღოლის, ხოლო
საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში – შესაბამისი დამრღვევის
დაჯარიმებას 120 ლარით.
3. 5 ერთეულამდე საბურავით (გარდა ველოსიპედის საბურავისა) გარემოს
დანაგვიანება – გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.
4. 5 ერთეული ან 5 ერთეულზე მეტი საბურავით (გარდა ველოსიპედის
საბურავისა) გარემოს დანაგვიანება –დაჯარიმდება 500 ლარის
ოდენობით.
5. 2 კგ-მდე ბატარეის, აკუმულატორის, ელექტრონათურის,
ელექტროსაქონლის, გრაფიტის ელექტროდის, ბასრი ან მჩხვლეტავი საგნის
(მათ შორის, შუშის ნამსხვრევის, ლურსმნის ან სხვა მსგავსი საგნის)
ნარჩენით გარემოს დანაგვიანება გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარით.
6. 2 კგ ან 2 კგ-ზე მეტი მუნიციპალური ნარჩენით გარემოს
დანაგვიანება(გარდა ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული
შემთხვევისა) – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის
ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
7. 1 მ3 ზე მეტი მოცულობის მუნიციპალური ნარჩენით გარემოს
დანაგვიანება – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 300 ლარის
ოდენობით, იურიდიული პირის კი 1000 ლარით.
8. დიდი მოცულობის ნარჩენით (მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების,
ელექტრო- ან ელექტროტექნიკური დანადგარის, სამშენებლო დანადგარის ან
სხვა მსგავსი მოწყობილობის) გარემოს დანაგვიანება – გამოიწვევს
ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის
დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.
მასალის გამოყენების პირობები