გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტში ცვლილებებია, კერძოდ,
ფინანსური აქტივების კლება 706, 5 ათასი ლარით განისაზღვრა.
საკითხმა საკრებულოს დეპუტატებს შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა ნიჟარაძემ, ცვლილებას მხარი არ
დაუჭირა და აღნიშნა, რომ ზოგადად, 2017 წლის ბიუჯეტი მოსახლეობის
ინტერესებზე არ არის გათვლილი.
„ბიუჯეტის დამტკიცებას თავიდანვე არ დავუჭირეთ მხარი, იმიტომ, რომ
მოსახლეობაზე არ იყო მორგებული, გათვლილი. აღმოჩნდა, რომ მართლები
ვიყავით, უკვე ორჯერ მოუხდათ მისი 10-10 პროცენტით შემცირება, იმიტომ,
რომ თანხები არ აქვთ და ათას მიზეზს იგონებენ გასამართლებლად. ბიუჯეტი
ისეთი ადამიანების ხარჯზე არ უნდა შემცირდეს, რომლებიც დასაქმებულები
არიან მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სამსახურში და ისედაც მცირე
ხელფასი აქვთ. აქედან გამომდინარე, წინააღმდეგი წავედი და მხარი არ
დავუჭირე.“
გამგეობის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსის ნატო გონგაძის
თქმით, ცვლილება წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების
დაფინანსებაში შევიდა და ყველაფერი კანონის ფარგლებში მოხდა.
„მუხლობრივად შემცირდა საქონელი და მომსახურება და გაიზარდა
არაფინანსური აქტივები. ეს ყველაფერი მოსახლეობაზე სასარგებლოდ
აისახება.“-აღნიშნა მან.
გთავაზობთ ნუსხას, რასაც ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებები შეეხო: შრომის
ანაზღაურების მუხლი -50 ათასით შემცირდა; საქონელი და მომსახურება
-108 ათასით; კახეთის განვითარების სუბსიდია -4 ათასით; გზების
რეაბილიტაცია საქონელი და მომსახურება შემცირდა - 7 ათასით; წყლების
რეაბილიტაცია საქონელი და მომსახურება შემცირდა - 10 ათასით; ააიპ
მუნიციპალური სერვისის სუბსიდია შემცირდა - 50 ათასით; შპს
„კეთილმოწყობის“ სუბსიდია - 80 ათასით; ააიპ კულტურის სახლების
სუბსიდია -25 ათასით; სკვერების მოვლა პატრონობა საქონელი და
მომსახურება- 50 ათასით; არაფინანსური აქტივი გაიზარდა +300
ათასით.
მასალის გამოყენების პირობები