გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღის ბოლოს
საქართველოს ზოგიერთ რაიონში ცვალებადი ამინდი დაფიქსირდება.
ხვალ ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი. 23
თებერვალს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან
რაიონებში შესაძლებელია ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და +8,
+13 გრადუსი იქნება.
24 თებერვალს დღისით გამოიდარებს და 24 - 25 თებერვალს თბილი და
უმეტესად უნალექო ამინდი დაფიქსირდება. 25 თებერვალს ჰაერის
ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +20 , ხოლო აღმოსავლეთ
საქართველოში +17 გრადუსამდე გათბება.
26 თებერვალს კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
მასალის გამოყენების პირობები