საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა და
ლიპყინულის გამო, გზის რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური
რეჟიმებია დაწესებული.
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ0-კმ58 (გომბორი-შუამთა)
მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების
საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის
მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამავე გზის კმ59-კმ65
მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის
მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი
ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის
მოძრაობა თავისუფალია.
უწყების ინფორმაციით, გუდაური (ფოსტა)–კობის მონაკვეთზე
ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში,
მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით, 30 ადგილზე მეტი ტევადობის
ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში მოხდება ცალმხრივად. ამავე გზის
კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას
იკრძალება მათი გაჩერება.
ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ35-კმ72 (ნაქერალას
უღელტეხილი) მონაკვეთზე და ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის კმ1-კმ22
მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი
ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა,
ხოლო დანარჩენი სახის ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ71-კმ188
(ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი,
ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის
ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ტრანსპორტის მოძრაობა
დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და
მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ამავე გზის კმ1-კმ70 მონაკვეთზე გადაადგილება თავისუფალია.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო
კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის
როდიონოვკა(ფარავანი)-ნინოწმინდის (კმ110–კმ146) მონაკვეთზე და
ახალციხე-ნინოწმინდის (სომხეთის საზღვარი) საავტომობილო გზის
კმ90-კმ112 (ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი) მონაკვეთზე ყველა სახის
ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო
ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე
ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა მოხდება საპატრულო პოლიციის უშუალო
ზედამხედველობით და კოორდინაციით.
მასალის გამოყენების პირობები