შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურმა დეპარტამენტმა
გასულ თვეში საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა
სტატისტიკური მონაცემები გამოქვეყნა.
კერძოდ: 2016 წლის ოქტომბრის თვე 527 157 ვიზიტით განისაზღვრა, რაც
2015 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 4,5 %-ით მეტია.
რაც შეეხება იანვარ-ოქტომბრის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 5 406 188
ვიზიტი განხორციელდა, რაც 8,1%-ით მეტია 2015 წლის ანალოგიური
საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო რაც შეეხება ტურისტულ ვიზიტს
2 372 351 განისაზღვრა,
რაც 2015 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 19,7% ით მეტია.
ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, 2016 წლის ოქტომბერში
ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:
ა) ტურისტი - 215 620 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 40,9%, მატება წინა
წლის
ანალოგიურ მაჩვენებელთან 20,9%);
ბ) ტრანზიტი - 121 511 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 23%, კლება წლის
ანალოგიურ მაჩვენებელთან -6,6%);
გ) სხვა - 190 026 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 36,1%, კლება წინა
წლის
ანალოგიურ მაჩვენებელთან -3%).
2016 წლის ოქტომბერშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ სომხეთიდან (-2,1%),
აზერბაიჯანიდან (+10,1%), თურქეთიდან (-16,6%), რუსეთიდან (+13%),
უკრაინიდან (+15,8%) და ირანიდან (+344,3%) განხორციელდა. ასევე,
პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების
მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის
კუთხით, იანვარ-ოქტომბერშიც
გამოირჩნენ ლატვია, ლიტვა, გერმანია და იტალია (შესაბამისად 27%, 12%,
8%, და 7%), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთი (35%). აღმოსავლეთ
ევროპის ქვეყნებიდან - ბელორუსია (30%), ახლო აღმოსავლეთიდან -
ისრაელი (59%), ხოლო აზიის ქვეყნებიდან - არაბთა გაერთიანებული
საემიროები 13%-იანი მატებით. აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული
შტატების მოქალაქეების 10%-იანი
ზრდა.
მასალის გამოყენების პირობები