„ნაციონალებმა“ პარლამენტში შესვლის მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების სია გამოაქვეყნეს
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული
წევრების პარლამენტში შესვლის საკითხის მომხრეებისა და
მოწინააღმდეგეების ვინაობა გაასაჯაროვა.
მათი ინფორმაციით მომხრეები არიან :
მამუკა ახვლედიანი, ვახტანგ ბალავაძე, გიორგი ბარამიძე, დავით
ბაქრაძე, ლევან ბეჟაშვილი, აკაკი ბობოხიძე, გიორგი ბოკერია, თინათინ
ბოკუჩავა, გიორგი გაბაშვილი, ხათუნა გოგორიშვილი, თენგიზ გუნავა,
დავით დარჩიაშვილი, გიორგი თარგამაძე, ლევან თარხნიშვილი, გიორგი
თევდორაძე, გიორგი კანდელაკი, ზაზა კედელაშვილი, ტარიელ ლონდარიძე,
მიხეილ მაჭავარიანი, ქეთევან მჭედლიძე, ირმა ნადირაშვილი, ხათუნა
ოჩიაური, სერგო რატიანი, კობა სუბელიანი, აზერ სულეიმანოვი, გიორგი
ღვინიაშვილი, ზურაბ ჩილინგარაშვილი, ვაჟა ჩიტაშვილი, მამუკა ჩიქოვანი,
პეტრე ცისკარიშვილი, გიორგი წერეთელი., ზურაბ ჭიაბერაშვილი და ელენე
ჯავახაძე.
წინააღმდეგი: კახა ბუცხრიკიძე, გიორგი კარბელაშვილი, ვახტანგ
ლემონჯავა, ომარ მეგრელიძე, ზურაბ მელიქიშვილი, აკაკი მინაშვილი,
ნუგზარ წიკლაური, კობა ხაბაზი და ლევან ვარშალომიძე.
თავი შეიკავა: დავით კირკიტაძემ, გოჩა კუპრავამ, პაატა ლეჟავამ,
ირაკლი ნადირაძემ, გიორგი პატარაიამ, ირაკლი ქავთარაძემ და ეკატერინე
ხერხეულიძემ.
სხდომას არ ესწრებოდა: ზაზა ბიბილაშვილი, დავით დარსმელიძე, ჩიორა
თაქთაქიშვილი, ნინო კალანდაძე, მიხეილ მახარაძე, რამაზ ნიკოლაიშვილი,
ივანე მერაბიშვილი, მარიამ საჯაია, დავით ტყეშელაშვილი, გიგი უგულავა
და სამველ პეტროსიანი.
„საკითხისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო გვინდა გაცნობოთ,
რომ პარლამენტში შესვლის თაობაზე გამართული კენჭისყრა იყო ღია და არ
წარმოადგენს საიდუმლოს. შესაბამისად ჩვენ ვაქვეყნებთ ერთიანი
ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს სიას და ვასაჯაროვებთ მათ
ვინაობას ვინც წინააღმდეგი იყო ან თანხმობა მისცა პარლამენტში
შესვლას.- ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები