„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ საპარლამენტო
მონიტორინგის ფარგლებში მერვე მოწვევის პარლამენტის საქმიანობის
შემაჯამებელი შეფასება გამოაქვეყნა.
შეფასების მიხედვით, საკანონმდებლო პროცესი არაერთი ხარვეზით
ხასიათდებოდა: კვლავაც ხდებოდა დაუსაბუთებლად კანონების დაჩქარებული
წესით მიღება და კანონის ამოქმედების სისტემატური გადავადება. არაერთი
შემთხვევა იყო პარლამენტის წევრების მიერ ეთიკის ნორმების დარღვევის,
პარლამენტის წევრები პასუხისმგებლობით არ ეკიდებოდნენ მათზე
დაკისრებულ მოავალეობებს, რაზეც სხდომათა გაცდენებების მაჩვენებელიც
მუთითებს, თუცა პარლამენტის მხრიდან არ ხორციელდებოდა დისციპლინური
სანქციების ეფექტური გამოყენება.
ჩატარდა 231 პლენარული სხდომა. მათ შორის, 62 პარლამენტის რიგგარეშე
სხდომა. კვორუმის არ არსებობის გამო არ შედგა 10 სხდომა. (აქედან 2
რიგგარეშე). მერვე მოწვევის პარლამენტმა მიიღო 1505 კანონი. აქედან:
მთავრობის მიერ ინიცირებული 865 კანონი; პარლამენტის წევრების მიერ
ინიცირებული 440 კანონი; საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული 1
კანონი; პარლამენტის კომიტეტების მიერ ინიცირებული 177 კანონი;
პარლამენტის ფრაქციების მიერ ინიცირებული 13 კანონი; აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ ინიცირებული 7
კანონი; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ
ინიცირებული 1 კანონი.
პრეზიდენტის მიერ ვეტოს უფლების გამოყენება მოხდა 17 საკანონდებლო
პაკეტზე - 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 27 ოქტომბრის
საპრეზიდენტო არჩევნებამდე პრეზიდენტმა 20 კანონზე გამოიყენა ვეტოს
უფლება (13 საკანონმდებლო პაკეტი); 2013 წლის 27 ოქტომბრის
საპრეზიდენტო არჩევნებიდან 2016 წლის 24 ივლისის ჩათვლით პერიოდში 20
კანონზე (4 საკანონდებლო პაკეტი).
აქტიურობით გამოირჩეოდნენ შემდეგი წევრები: ყველაზე მეტი (68)
კანონპროექტის ინიციატორი - კობა დავითაშვილი; ყველაზე მეტი (53)
მიღებული კანონის ავტორი - გია ჟორჟოლიანი; სიტყვით გამოსვლის ყველაზე
მაღალი რაოდენობა (478) - ჩიორა თაქთაქიშვილი; პლენარული სხდომის
საპატიო მიზეზით ყველაზე მეტი გაცდენა (172) აქვს კობა ნაყოფიას ;
პლენარული სხდომის არასაპატიო მიზეზით ყველაზე მეტი (39) გაცდენა
-აქვს კობა დავითაშვილს; კომიტეტის სხდომის საპატიო მიზეზით ყველაზე
მეტი გაცდენა აქვს (226) ლევან ბეჟაშვილს; კომიტეტის სხდომის
არასაპატიო მიზეზით ყველაზე მეტი გაცდენა (166) აქვს ნუგზარ
წიკლაურს.
საკანონმდებლო ინიციატივის უფლება არ გამოიყენა 72 წევრმა.
სიტყვით გამოსვლის უფლება საერთოდ არ გამოუყენებია 18 დეპუტატს მათ
შორის უმრავლესობიდან გოდერძი ბუკია, ალექსანდრე თამაზაშვილი, გოგი
ლიპარტელიანი, ალი მამედოვი, ენზელ მკოიანი, რამაზ ნიკოლაიშვილი,
გიორგი ფეიქრიშვილი, , თამაზ ყაჭეიშვილი, რევაზ შავლოხაშვილი, შოთა
ხაბარელი, როსტომ ხალვაში, თენგიზ ხუბულური და უმცირესობიდან ზაზა
კედელაშვილი, კობა ნაყოფია, ლევან ქარდავა, ნიკოლოზ ყიფშიძე.
გაცდენები - საანგარიშო პერიოდში საპატიო მიზეზით პლენარული სხდომის
5913 გაცდენა დაფიქსირდა. აქედან მივლინება - 855, ავადმყოფობა - 417,
პოლიტიკური მოსაზრების გამო - 541, ოჯახური მდგომარეობის გამო - 4100;
არასაპატიო მიზეზით პლენარული სხდომის გაცდენის საერთო რაოდენობა -
983; საპატიო მიზეზით კომიტეტის სხდომა გაცდენის საერთო რაოდენობა -
4700; არასაპატიო მიზეზით კომიტეტის სხდომა გაცდენის რაოდენობა -
4436“.
მასალის გამოყენების პირობები