შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურმა დეპარტამენტმა
გასულ თვეში საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ
ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა.
კერძოდ: 2016 წლის სექტემბრის თვე 631 302 ვიზიტით განისაზღვრა, რაც
2015 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 11 %-ით მეტია.
რაც შეეხება იანვარ-სექტემბრის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 4 879 031
ვიზიტი განხორციელდა, რაც 8,6%-ით მეტია 2015 წლის ანალოგიური
საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე. რაც შეეხება ტურისტულ ვიზიტს
2 156 731 განისაზღვრა, რაც 2015 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე
19,5% ით მეტია.
შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, 2016 წლის სექტემბერში
ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:
ა) ტურისტი - 304 814 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 48,3%, მატება წინა
წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 34,2%);
ბ) ტრანზიტი - 148 718 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 23,5%, მატება წლის
ანალოგიურ მაჩვენებელთან 3,8%);
გ) სხვა - 177 770 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 28,2%, კლება წინა წლის
ანალოგიურ მაჩვენებელთან -10%).
2016 წლის სექტემბერშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ სომხეთიდან
(+4,2%), აზერბაიჯანიდან (+7,6%), თურქეთიდან (-21,5%), რუსეთიდან
(+31,3%), უკრაინიდან (+28,1%) და ირანიდან (+571,9%) განხორციელდა.
ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების
მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის
კუთხით, იანვარ-სექტემბერშიც
გამოირჩნენ ლატვია, იტალია, ლიტვა და საფრანგეთი (შესაბამისად 26%,
9%, 9% და 7%), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთი (34%). აღმოსავლეთ
ევროპის ქვეყნებიდან - ბელორუსია (29%), ახლო აღმოსავლეთიდან -
ისრაელი (56%), ხოლო აზიის ქვეყნებიდან - არაბთა გაერთიანებული
საემიროები 15%-იანი მატებით. აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული
შტატების მოქალაქეების 12%-იანი
ზრდა.
მასალის გამოყენების პირობები