"კვირიკაშვილი ციდან ვერ მოიტანს“- რას ამბობს ივანიშვილი ყურძნის ფასზე
"გადაცემის დაწყებამდე თქვენ ბრძანებდით, როგორ ტარდებოდა რთველი
კახეთში. ეს ახსოვს ყველას, ჩვენ გვახსოვს „რთველი გენერლებით“, ბევრი
ცუდი ამბავი. მოსახლეობას ახსოვს ბატონი ბიძინას დაპირება, რომელიც
ამბობდა, რომ ყურძენი თუ ღირს ერთი ლარი, ეს სამარცხვინოა. რა
შეიცვალა ამის შემდეგ, მოგეხსენებათ ყურძნის ფასი რა არის დღეს, სად
წავედით და წავედით თუ არა საითმე?- აღნიშნული კითხვა დღეს კახეთში
რეგიონულ მედიასთან გამართულ შეხვედრაზე „სპექტრის“ დირექტორმა მაია
ყალაბეგაშვილმა ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს დაუსვა.
-„თუ გინდათ ჩემს ნათქვამს დღესაც გავიმეორებ. ლარი კი არა,
უფრო მეტი უნდა ღირდეს ყურძენი. გვინდა თუ არა მაინც უნდა გავიხსენოთ
ისტორია. 2011 წელს მოსახლეობას აიძულებდნენ არ დაეკრიფათ ყურძენი,
რადგან ვერსად ჩააბარებდნენ. ოთხ წელიწადში რა გაკეთდა ის
გავაანალიზოთ. ვთქვი ჰაერზე გატანებული სიტყვები და უარესობა
მოვიტანე? 2005 და 2006 წლებში სუბსიდირებას მე ვაძლევდი კახელ
გლეხებს. მესამე წელიწადს უარი მითხრეს, შენ ეკონომიკა არ იცი,
ბენდუქიძეა მაგარიო. ქართულ ღვინოს და ყურძენს ფასი არ აქვს და
ევროპაში ვერ გაიტან, მხოლოდ საკონიაკე სპირტი უნდა დამზადდესო.
დაჟინებით ვითხოვდი, ჩემს ფულს გაძლევთ-თქო. თან ჩემს სახელსაც არ
ამბობდნენ. ეს არც მინდოდა, მაგაზეც თანახმა ვიყავი. უკვე გვიან,
პოლიტიკაში შემოსულმა ვთქვი ეს ყველაფერი. მეოთხე რთველი მიდის რაც ეს
ხელისუფლება მოვიდა, ოთხივე როგორ დაბალანსებულად ჩატარდა, რამხელა
ყურადღება დაუთმო ხელისუფლებამ. დღესაც წარმატებულად მიდის რთველი.
არის საკმარისი ეს ფასი? არ არის საკმარისი, ერთი ლარი კარგი ფასია?
არ არის კარგი ფასი. ისეთი პირობები შეიქმნება, ვაზი ყველგან
დაირგვება საქართველოში. სახელმწიფოს სუბსიდირება აღარ დასჭირდება.
წელსაც საუბედუროდ ისევ გაიცა, კიდევ მეტი ბაზარია ასათვისებელი.
სახელმწიფოს რის საშუალებაც აქვს, სუბსუდრებას აკეთებს, ვიზიარებ
თქვენს აზრს, მაგრამ ეს ბიუჯეტია. კიდევ გავიმეორებ, ერთი ლარი არის
ძალიან ცოტა, საფერავზე განსაკუთრებით.“- აღნიშნა ბიძინა
ივანიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები