დაარღვია თუ არა საარჩევნო კოდექსი გურჯაანის პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა
საარჩევნო კოდექსის მიხედვით, საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს თანამშრომლებს, წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა და
აგიტაციაში მონაწილეობა ეკრძალებათ.
25 აგვისტოს, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული
სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა შოთა მოსულიშვილმა,
"ფეისბუქის" პირად გვერდზე გააზიარა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის
კანდიდატის, დავით სონღულაშვილის მოსახლეობასთან შეხვედრის ამსახველი
ფოტო.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ საქართველოს კახეთის რეგიონალური
კოორდინატორის ზურა მირზიკაშვილის თქმით, შოთა მოსულიშვილმა ამ
ქმედებით სააჩევნო კოდექსი დაარღვია.
- „საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით, პროკურატურის, შინაგან
საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების, ასევე, სახელმწიფო დაცვის
სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს, აკრძალული აქვთ წინასაარჩევნო
პროცესებში მონაწილეობა. რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ან
მაჟორიტარობის კანდიდატის მხადრამჭერი ან/და საწინააღმდეგო შინაარსიის
შემცველი განცხადებების საჯაროდ დაფიქსირება შეიძლება მივიჩნიოთ,
როგორც აგიტაცია. ძალოვან უწყებაში მომუშავე თანამშრომლების მიერ
სოციალური მედიით ისეთი სახის მასალის გავრცელენბა, რომელიც შეიცავს
მოწოდებას, პოლიტიკურ პროცესში ჩართული სუბიექტის მხარდამჭერ, ან
საწინააღმდეგო განცხადებას, კანონის დარღვევაა. მნიშვნელობა არ აქვს
ეს იქნება სამუშაო საათებში, თუ მას მერე. მათ პოლიტიკურ პროცესებში
ჩართვის უფლება არ აქვთ.“
ცნობისთვის, წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღება კანონის
დარღვევით, გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
მასალის გამოყენების პირობები