კითხვა: რა არის "გენდერული თანასწორობის შესახებ“
საქართველოს კანონის მიზანი ?
პასუხი: უზრუნველყოს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში
დისკრიმინაციის დაუშვებლობა, სათანადო პირობების შექმნა ქალისა და
მამაკაცის თანასწორი უფლებების, თავისუფლებებისა და შესაძლებლობების
რეალიზაციისათვის, ხელი შეუწყოს დისკრიმინაციის თავიდან აცილებასა და
აღმოფხვრას.
კითხვა: არსებობს თუ არა გენდერული თანასწორობა შრომითი
ურთიერთობისას?
პასუხი: კანონის თანახმად შრომითი ურთიერთობისას დაუშვებელია: პირის
დევნა ან/დაიძულება, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს მისთვის
დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან
შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას. ასევე, სექსუალური ხასიათის
ნებისმიერ არასასურველ სიტყვიერ, არასიტყვიერ ან ფიზიკურ ქცევას,
რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას ან მისთვის
დამამცირებელი, მტრული ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას.
სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს დასაქმების თანაბარ ხელმისაწვდომობას
ორივე სქესის პირთათვის. დასაქმებისას და შრომითი მოვალეობების
შესრულებისას დასაშვებია სქესის ნიშნით პირთა არათანაბარ
მდგომარეობაში ჩაყენება ან/და მათთვის უპირატესობის მინიჭება,
სამუშაოს არსიდან, სპეციფიკიდან ან მისი შესრულების პირობებიდან
გამომდინარე.
საქართველოს კანონმდებლობით უზრუნველყოფილია ორსული ქალებისა და
მეძუძური დედებისათვის შრომის ხელსაყრელი პირობების შექმნა, რაც
გამორიცხავს მათ მძიმე, მავნე და საშიშ პირობებიან გარემოში, აგრეთვე
ღამის საათებში საქმიანობას.
კითხვა: რა გარანტიები არსებობს გენდერული თანასწორობის
უზრუნველყოფის განათლებისა და მეცნიერების სფეროებში
პასუხი: კანონის თანახმად, ყველას აქვს საკუთარი შესაძლებლობის
გათვალისწინებით პროფესიისა და სპეციალობის თავისუფლად არჩევის
უფლება. ამ თანასწორობის უზრუნველყოფა ხდება ზოგადი, პროფესიული და
უმაღლესი განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობით.
სახელმწიფო უზრუნველყოფს ქალისა და მამაკაცის მიერ ყველა სახის
საგანმანათლებლო დაწესებულებებში ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი
განათლების მიღებაში თანასწორი პირობების შექმნას, საგანმანათლებლო და
სამეცნიერო პროცესების განხორციელებაში მონაწილეობის ჩათვლით.
კითხვა: როგორ ხდება გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ სფეროებში?
პასუხი: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ სფეროებში უზრუნველყოფილია
მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარების საყოველთაო და თანაბარი
ხელმისაწვდომობა დისკრიმინაციის გარეშე.
დისკრიმინაციად არ განიხილება დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის
ხელშეწყობის, ოჯახის დაგეგმვისა და ქალთა რეპროდუქციული უფლებების
დაცვის მიზნით განხორციელებული განსაკუთრებული ღონისძიებები, აგრეთვე
ორსული ქალისა და დედობის დაცვისკენ მიმართული სახელმწიფო პოლიტიკა,
გენდერული თავისებურებების გათვალისწინებით განხორციელებული სხვა
ღონისძიებები.
კითხვა: არსებობს თუ არა თანასწორი საარჩევნო უფლებების
გარანტიები?
პასუხი: ყველას აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში თანასწორი
პირობებით, დისკრიმინაციის გარეშე.
წარმომადგენლობით ორგანოში არჩევის უფლების რეალიზაციისას
უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ორივე სქესის პირთა თანასწორი მონაწილეობის
შესაძლებლობა.
მასალის გამოყენების პირობები