საზოგადოება
კითხვები და პასუხები დისკრიმინაციის შესახებ [R]



კითხვა: რა არის დისკრიმინაცია?

პასუხი: დისკრიმინაცია (ლათ. Discriminatio-- განსხვავება) - ნიშნავს რაიმე ნიშნით განსხვავებული პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ უთანასწორო მოპყრობას ან უპირატესობის მინიჭებას. დისკრიმინაციად ითვლება როგორც არსებითად თანასწორ პირთა მიმართ უთანასწორო მოპყრობა, ასევე პირიქით, არსებითად უთანასწორო პირთა მიმართ თანასწორი მოპყრობა. დისკრიმინაცია შეიძლება იყოს რასობრივი, რელიგიური, ეთნიკური, ეროვნული, გენდერული, სექსუალური ორიენტაციის, სოციალური კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის გამო.
დისკრიმინაცია შესაძლებელია გათვალისწინებული იყოს კანონით (დეიურე - სამართლებრივი დისკრიმინაცია), ან მხოლოდდამხოლოდ გაბატონებულ მორალურ ნორმებს ეფუძნებოდეს - დეფაქტო.

კითხვა: აკრძალულია თუ არა დისკრიმინაცია საქართველოში?

პასუხი: საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი განმარტავს, რომ ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.
კონსტიტუციის მე-14 მუხლში დისკრიმინაციის კონკრეტული ნიშნებია მითითებული, მიუხედავად ამისა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ კონსტიტუცია კრძალავს და იცავს ადამიანებს ნებისმიერი საფუძვლით დისკრიმინაციისაგან და მე-14 მუხლი ჩამოთვლილი ნიშნები არ არის ამომწურავი.
მაგალითად, დისკრიმინაციად შესაძლებელია განვიხილოთ მოქალაქეობის, შეზღუდული შესაძლებლობების, აზრის და სხვა ნიშნით პირთა მიმართ უთანასწორო, უსამართლო მოპყრობა.
კონსტიტუციისგან განსხვავებით დისკრიმინაციის ნიშნებს ფართოდ განმარტავს 2015 წლის 2 მაისს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“. კანონის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა.
დისკრიმინაციისთვის საქართველოს კანონმდებლობა პასუხისმგებლობის უკიდურეს ზომას - სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც ითვალისწინებს. სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლით სისხლის სამართლებრივი წესით ისჯება დისკრიმინაციის რაიმე ნიშნის მიხედვით „ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა“. ამავე კოდექსის 1421 მუხლი კი უფრო მკაცრ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აწესებს „რასობრივი დისკრიმინაციისთვის“. თუმცა, დისკრიმინაცია რომ სისხლის სამართლის წესით დაისაჯოს ორივე შემთხვევაში ქმედებამ უნდა გამოიწვიოს უფლების არსებითი ხელყოფა.

კითხვა: ვინ შეიძლება განახორციელოს დისკრიმინაცია?

პასუხი: დისკრიმინაციის წყარო შესაძლებელია იყოს სახელმწიფო თავისი დისკრიმინაციულიკანონმდებლობით. ასევე, სახელმწიფო მმართველობის თუ თვითმმართველობის დაწესებულებები.
დისკრიმინაცია შესაძლებელია განახორციელოს ნებისმიერმა კერძო სამართლის სუბიექტმა/დაწესებულებამ და ფიზიკურმა პირმა.

კითხვა: ვინ შეიძლება გახდეს დისკრიმინაციის მსხვერპლი?

პასუხი: საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის სუბიექტია „ყველა ადამიანი“. ამასთანავე, კონსტიტუციის 45-ე მუხლი განმარტავს, რომ კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე. შესაბამისად იურიდიული პირიც შეიძლება გახდეს დისკრიმინაციის მსხვერპლი რაიმე ნიშნის მიხედვით მისდამი განსხვავებული მოპყრობის გამო.
მაგალითად, რელიგიური ორგანიზაციები, რომლებიც თავისი შეხედულებისამებრ რეგისტრირდებიან საჯარო სამართლის (სსიპ) ან არასამეწარმეო არაკომერციული ურიდიულ პირებად (ააიპ) რეგისტრირდებიან სახელმწიფოს მხრიდან მათდამი განსხვავებული რეგულაციის დაწესებით შესაძლოა განხილულ იქნეს დისკრიმინაციად.

კითხვა: რა ფორმით შეიძლება მოხდეს პირის დისკრიმინაცია?

პასუხი: პირის დისკრიმინაცია შესაძლებელია განხორციელდეს, როგორც სახელმწიფოს/საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლების, ასევე სხვა კერძო პირების მიერ. არსებობს დისკრიმინაციის ორი ფორმა - პირდაპირი და ირიბი.
პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობებისშექმნა, რომელიც პირს დადგენილი უფლებებით სარგებლობისას დისკრიმინაციის რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით.
მაგალითად, პირდაპირია დისკრიმინაცია თუ კანონი პირდაპირ და გაუმართლებლად ზღუდავს რასის, კანის ფერის, სქესის, ეროვნული თუ ეთნიკური წარმომავლობის და სხვა ნიშნით პირთა მონაწილეობას პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. აგრეთვე, თუ იზღუდება უცხო ქვენის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირების სოციალურ-პოლიტიკური და კულტურული უფლებები.
ირიბი დისკრიმინაცია არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, 31
ივლისს ჩუმლაყსა და ყიტაანში 07:00 საათიდან 16:00 საათამდე ბუნებრივი
გაზის მიწოდება შეწყდება. ამის მიზეზი ჩუმლაყის გაზგამანაწილებელ
სადგურში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია.
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, 31 ივლისს ჩუმლაყსა და ყიტაანში 07:00 საათიდან 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეწყდება. ამის მიზეზი ჩუმლაყის გაზგამანაწილებელ სადგურში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია.
15:25 / 26.07.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26-28 ივლისს საქართველოში
მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი
და სეტყვა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26-28 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა.
14:23 / 26.07.2024
2019-2024 წლებში ევროკავშირის დაფინანსება საქართველოს
სამინისტროებისთვის 11-ჯერ აღემატება სამოქალაქო საზოგადოების
ორგანიზაციებისთვის გამოყოფილ თანხებს.
2019-2024 წლებში ევროკავშირის დაფინანსება საქართველოს სამინისტროებისთვის 11-ჯერ აღემატება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის გამოყოფილ თანხებს.
14:57 / 16.07.2024
დასრულდა საქართველოს პარლამენტის 26 ოქტომბრის არჩევნებში
მონაწილეობის უფლების მისაღებად იმ პოლიტიკური პარტიების
სარეგისტრაციო განაცხადების მიღება, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის
დროისთვის არ ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები.
დასრულდა საქართველოს პარლამენტის 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად იმ პოლიტიკური პარტიების სარეგისტრაციო განაცხადების მიღება, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის დროისთვის არ ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები.
13:41 / 16.07.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 3 / 9 °C
img
საგარეჯო 3 / 9 °C
img
დ.წყარო 1 / 6 °C
img
სიღნაღი 2 / 9 °C
img
ლაგოდეხი 1 / 7 °C
img
ყვარელი 3 / 9 °C
img
თელავი 2 / 9 °C
img
ახმეტა 2 / 9 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.