"პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა“ შპს. მონ.ჯი“
სამართალდამრღვევად სცნო „პერსონალურ მონაცემთა დაცვის“ შესახებ
საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარევათა ჩადენაში. თამარ ქალდანის უწყებამ
ონლაინ სესხის კომპანია ადმინისტრაციული სახდელის სახით 500 ლარით
დააჯარიმა.
გაზეთ "სპექტრის"/speqtri.ge ჟურნალისტმა თამარ კაპანაძემ ინსპექტორის
აპარატს მიმდინარე წლის მაისის თვეში მიმართა. როგორც ის განმარტავს,
აღნიშნულმა კომპანიამ პერსონალური ინფორმაცია მის დირექტორს, მაია
ყალაბეგაშვილსა და თანამშრომელს გაანდო. აპარატმა აღნიშნულ საქმესთან
დაკავშირებით მოკვლევა 8 ივლისს დაასრულა და დაასკვნა, რომ „მონ.ჯი“-მ
კანონი დაარღვია.
„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ონლაინ სესხის კომპანიები “
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონს“ ხშირად არღვევენ და
მსგავსი ტიპის ინფორმაციას არაკანონიერად სხვა პირებზე გასცემენ. ჩემს
შემთხვევაშიც ასე მოხდა. მათ ჩემი პერსონალური ინფორმაცია სხვა ორ
პირს მიაწოდეს. ეს გახდა საფუძველი იმის, რომ მიმემართა ინსპექტორის
აპარატისთვის და კიდევ შექმნილიყო მათი დაჯარიმების პრეცედენტი, რაშიც
ძალიან დამეხმარა და გვერდში დამიდგა ჩემი ორგანიზაცია. მე, რა თქმა
უნდა, აღნიშნულ საქმეს ამით არ ვასრულებ, სარჩელს ვამზადებ და
მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის სასამართლოს აუცილებლად
მივმართავ.ბ, სარჩელს ვამზადებ და მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის
სასამართლოს აუცილებლად მივმართავ.“
მსგავსი პრობლემით არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და
ბანკებს“ დღეში დაახლოებით 15 ადამიანი აკითხავს.
„ჩვენ გვაქვს საკონსულტაციო ცენტრი, სადაც მოქალაქეებს აქვთ
საშუალება, დარეკონ და აღნიშნულის შესახებ გვაცნობონ. აქ დღეში 15-მდე
ზარი შემოდის, 90% ონლაინ სესხების მხრიდან კონფიდენციალურობის
დარღვევასთან დაკავშირებით საუბრობს. მათი მონაცემები ძირითად
შემთხვევაში გადაეცემა მესამე პირს, რაც კანონმდებლობით დაუშვებელია.
მოქალაქე უნდა იყოს დარწმუნებული, რომ მისი ურთიერთობა ფინანსურ
ინსტიტუტთან დაცულია. რაც შეეხება მორალური ზიანის ანაზღაურებას, ეს
ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ იშვიათად ხდება. ერთი-ორი შემთხვევა
დაფიქსირდა, როდესაც მსესხებლის მონაცემები გასაჯაროვდა. მოქალაქემ
მიმართა სასამართლოს და მოსამართლემ კომპანიას გარკვეული სანქცია
დააკისრა. თუმცა აქ თანხა მცირეა, 100-დან 700 ლარამდე
მერყეობს“- აღნიშნა „საზოგადოება და ბანკების“ საბანკო
პროდუქტების ექსპერტმა ანა ალიბეგაშვილმა.
2016 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით პერსონალურ მონაცემთა დაცვის
ინსპექტორის აპარატმა მოქალაქეების 88 განცხადება განიხილა, შემოწმდა
44 ორგანიზაცია. საჯარო და კერძო კომპანიების შემოწმების შედეგად 87
სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა, რომელთაგან 73 შემთხვევაში
გამოყენებულ იქნა ჯარიმა, 7 შემთხვევაში 2 თვიანი ხანდაზმულობის ვადის
გასვლის გამო ჯარიმის დაკისრება ვერ მოხერხდა. ხოლო 7 შემთხვევაში
ორგანიზაციებს გაფრთხილება მიეცათ.
მასალის გამოყენების პირობები