უკვე ოთხი თვეა გურჯაანში კრიზისული ცენტრი ფუნქციონირებს და როგორც
speqtri.ge-ს "ძალადობის დაცვის ეროვნული ქსელის" კახეთის რეგიონალური
კომიტეტის თავმჯდომარემ ჯილდა ნიბლაძემ განუცხადა, მათ დახმარებისთვის
26-მა ბენეფიციარმა მიმართა.
-"ძალადობა სხვადასხვა სახისაა, უფრო ხშირია ოჯახური. ჩვენთან
მოსული ერთი ქალბატონი ძალიან გაღიზიანებული იყო თავისი მდგომარეობით
და ფსიქიატრის ჩარევაც კი დასჭირდა. იყო 2 სექსუალური ძალადობის
ფაქტიც გაუთხოვარ ქალბატონებზე. ერთი იმ დროისთვის 15 წლის გახლდათ და
თავშესაფარში მოვათავსეთ. გვქონდა ასეთი შემთხვევაც, მამაკაცმა
მეუღლის გარდაცვალების შემდეგ სხვა ცოლი მოიყვანა, შვილები ვერ
შეეგუვნენ დედინაცვალს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ყველა ბენეფიციარს
გავუწიეთ იურიდიული და ფსიქოლოგიური დახმარება. რატომღაც მათ არ
მოისურვეს ღამე ჩვენთან გაეთიათ, ახლობლებმა წაიყვანეს. მინდა
აღვნიშნო, რომ პოლიცია შეტყობინებისთანავე დროულ რეაგირებას ახდენს.
თუმცა თავიდანვე, რომ მათ აკითხავდნენ ძალადობის მსხვერპლი ქალები და
არა ჩვენ, უფრო შეგვიმსუბუქდებოდა საქმე. მათ არ იციან, რომ პოლიცია
საშიში სულაც არ არის და ადამიანების დაცვა სამართალდამცველების
პრეროგატივაა. სწორედ ამიტომ, ჩვენმა ორგანიზაციამ ცნობიერების
ამაღლების მიზნით, მიზნობრივ ჯგუფებში დაიწყო
პროექტის განხორციელება "ქალები ქალებისთვის". მათ უნდა იცოდნენ,
თუ რისი უფლება აქვთ და როგორ უნდა მოიქცნენ."
შეგახსნებეთ, რომ კრიზისული ცენტრი გურჯაანში მიმდინარე წლის 10 მარტს
„ძალადობის დაცვის ეროვნულმა ქსელმა გახსნა. ცენტრი პოლონეთის
საელჩოს, შვედური ორგანიზაცია „ ქალები ქალებისათვის“ და ინგლისური
არასამთავრობო ორგანიზაციის მხარდაჭერით შეიქმნა. ის გურჯაანის
მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაშია განთავსებული.
მასალის გამოყენების პირობები