საზოგადოება
ტურისტებისთვის ყველაზე პოპულარულ ქალაქებს შორის სიღნაღიც მოხვდა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წელს საქართველოში უცხოელი სტუმრების განსაკუთრებული სიმრავლეა. იმ ადგილებს შორის, რომლებსაც ვიზიტორები ყველაზე ხშირად სტუმრობენ, სიღნაღიც მოხვდა.
ყველაზე პოპულარული ქალაქების ათეული ასე გამოიყურება:

1. ბათუმი

ყველაზე მეტი სტუმარი აჭარის უმშვენიერეს ქალაქს - ბათუმს ჰყავს. ბათუმი მსხვილი საერთაშორისო ნავსადგურია შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე. ამ ქალაქში ტურისტები უამრავ სიძველეს ხვდებიან, აქ არის მუზეუმები, რომელთა ექსპონატებიც ქვის ხანით თარიღდება. ბათუმში და საერთოდ, აჭარაში, განვითარებულია ტურიზმის თითქმის ყველა სახეობა, აქვე შესაძლებელია ფრინველებზე დაკვირვება, რაც უამრავ ორნითოლოგს იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.

2. თბილისი

ძალიან ბევრი სტუმარი ჰყავს საქართველოს დედაქალაქსაც. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევის მიხედვით, თბილისი ამ მხრივ მეორე ადგილს იკავებს ბათუმის შემდეგ. აქ მთელი წლის განმავლობაში ათასობით საერთაშორისო ვიზიტორი და ტურისტი შემოდის, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა. სტუმრებს განსაკუთრებით იზიდავს ძველი თბილისი - ორიგინალური, ვიწრო ქუჩებით, ისტორიული ადგილებითა და ეკლესია-მონასტრებით.

3. ქობულეთი

ბალნეოლოგიური კურორტი ქობულეთი, აჭარის კურორტებისაგან განსაკუთრებული მიკროკლიმატით გამოირჩევა. ის კოლხეთის დაბლობზე, ქალაქ ბათუმიდან 25 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. ქობულეთი საქართველოს შავიზღვისპირეთის კურორტებიდან ყველაზე ახლოს არის ზღვასთან. კურორტის ძირითად სამკურნალო ნიშას შავი ზღვის თბილი და ტენიანი კლიმატი წარმოადგენს. ქობულეთი საქართველოს შავიზღვისპირეთის მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრია.

4. მცხეთა
საქართველოს უძველეს დედაქალაქს, მცხეთას, ყოველ წელიწადს უამრავი ადამიანი სტუმრობს. ტურისტებს ყველაზე მეტად ამ ქალაქის ისტორიული სიძველეები იზიდავს. გამორჩეული მდებარეობა, ულამაზესი რელიეფი, უძველესი ძეგლები - ეს მხოლოდ არასრული ჩამონათვალია იმ ღირსებებისა, რომლითაც მცხეთა უცხოელ სტუმრებს ხიბლავს.

5. ქუთაისი

ქუთაისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ქალაქია. ეს მშვენიერი, ქართული ქალაქი ტურისტებს უძველესი ადგილებით იზიდავს და ყოველთვის დახვეწილი სტუმართმოყვარეობით ხვდება.

6. ყაზბეგი

სტეფანწმინდა ანუ ყაზბეგი გამორჩეული, უნიკალური ადგილია. გარდა მთის კლიმატისა და მინერალური წყლებისა, აქ არის ეკოტურიზმის თვალსაზრისით საინტერესო ხეობები: თრუსო, სნო, დარიალი და ხანდო. გარდა ულამაზესი ბუნებისა და ძველისძველი ისტორიული
ძეგლებისა, ტურისტებს ქართულ სოფლებში იქაური ცხოვრების წესიც ხიბლავს.

7. ბორჯომი

ბორჯომი მესხეთისა და თრიალეთის ქედების მარადმწვანე ფერდობებს შორის მდებარეობს - ზღვის დონიდან 800-1000 მეტრის სიმაღლეზე. ბორჯომის მთავარი ღირსება სასარგებლო ჰავა და საყოველთაოდ ცნობილი მინერალური წყლებია, რომლებიც დადებითად მოქმედებს არაერთი დაავადების დროს.

8. ურეკი

ადამიანის ორგანიზმისთვის არანაკლებ სასარგებლოა ურეკში დასვენება. მაგნიტური ქვიშა ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც აქ ტურისტების რიცხვი ყოველ წელიწადს მატულობს. მედიკოსები ურეკის სანაპიროზე დასვენებას გულ-სისხლ-ძარღვთა სისტემის, ნევროზის და სასუნთქი ორგანოების პრობლემების მქონე ადამიანებს ურჩევენ.
9. მესტია & უშგული
მესტია (ყოფილი სეტი) მდებარეობს მესტიის ქვაბულში - ზღვის დონიდან 1500 მ-ზე. აქ კარგადაა შემონახული შუა საუკუნეების საერო, საკულტო და თავდაცვითი ნაგებობები. მთის ჰაერი და მშვენიერი ბუნება ძალიან ბევრ ტურისტს იზიდავს. აქვეა უშგული - უნიკალური ადგილი, რომელიც ევროპის ყველაზე მაღალ დასახლებად არის მიჩნეული: უშგული ზღვის დონიდან 2060-2200 მეტრზე მდებარეობს. სოფლის თავზე აღმართულია დათოვლილი, დიდებული მწვერვალი შხარა, რომელიც კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის ერთ-ერთი უმაღლესი მწვერვალია. სწორედ იქ იბადება და მერე, უშგულის გავლით მოედინება სვანეთის მთავარი მდინარე - ენგური.
10. სიღნაღი
ბოლო წლებში ძალიან ბევრი სტუმარი ჰყავს საქართველოს ერთ-ერთი ულამაზეს ციხე-ქალაქს - სიღნაღს. ეს უცხოელი ტურისტებისთვის ერთ-ერთი საინტერესო და მიმზიდველი ადგილია. სიღნაღში თითქმის ყველაფერია, რაც სტუმრებს იზიდავს: ძველი ციხე-გალავანი, ლამაზი სახლები, აგურით ნაშენი კედლები, რიყის ქვის ქუჩები და მარნები... სიღნაღს მუსიკისა და სიყვარულის ქალაქსაც უწოდებენ. აქ არის უძველესი ეკლესია-მონასტრები და სასწაულმოქმედი წყარო, რომლის წარმოშობასაც წმინდა ნინოს სახელს უკავშირებენ და რომელმაც უკვე ათასობით ადამიანი განკურნა.

წყარო: bpn.ge


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, 31
ივლისს ჩუმლაყსა და ყიტაანში 07:00 საათიდან 16:00 საათამდე ბუნებრივი
გაზის მიწოდება შეწყდება. ამის მიზეზი ჩუმლაყის გაზგამანაწილებელ
სადგურში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია.
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, 31 ივლისს ჩუმლაყსა და ყიტაანში 07:00 საათიდან 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეწყდება. ამის მიზეზი ჩუმლაყის გაზგამანაწილებელ სადგურში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია.
15:25 / 26.07.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26-28 ივლისს საქართველოში
მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი
და სეტყვა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26-28 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა.
14:23 / 26.07.2024
2019-2024 წლებში ევროკავშირის დაფინანსება საქართველოს
სამინისტროებისთვის 11-ჯერ აღემატება სამოქალაქო საზოგადოების
ორგანიზაციებისთვის გამოყოფილ თანხებს.
2019-2024 წლებში ევროკავშირის დაფინანსება საქართველოს სამინისტროებისთვის 11-ჯერ აღემატება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის გამოყოფილ თანხებს.
14:57 / 16.07.2024
დასრულდა საქართველოს პარლამენტის 26 ოქტომბრის არჩევნებში
მონაწილეობის უფლების მისაღებად იმ პოლიტიკური პარტიების
სარეგისტრაციო განაცხადების მიღება, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის
დროისთვის არ ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები.
დასრულდა საქართველოს პარლამენტის 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად იმ პოლიტიკური პარტიების სარეგისტრაციო განაცხადების მიღება, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის დროისთვის არ ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები.
13:41 / 16.07.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 6 / 19 °C
img
საგარეჯო 6 / 17 °C
img
დ.წყარო 4 / 15 °C
img
სიღნაღი 5 / 21 °C
img
ლაგოდეხი 8 / 14 °C
img
ყვარელი 6 / 19 °C
img
თელავი 6 / 18 °C
img
ახმეტა 6 / 18 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.