საზოგადოება
ვანდალური ფაქტი დიდების მემორიალზე
წლების განმავლობაში გაპარტახებული ობელისკები, რომელიც გურჯაანის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს, "სპექტრის" ობიექტივში არაერთხელ მოხვდა. საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მონახა რესურსი და 2011 წლის შემოდგომაზე დიდების მემორიალის რეაბილიტაცია დაიწყო. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ საზოგადოების გულგრილობის გამო, დღესდღეობით მემორიალი ისევ სავალალო მდგომარეობაშია.

სამოცდაათიან წლებში ქალაქ გურჯაანში დიდების მემორიალი აშენდა, სადაც არაერთი კულტურული ღონისძიება იმართებოდა. ეს ერთნაირად საყვარელი ადგილი იყო, როგორც სამამულო ომის მონაწილეებისთვის, ასევე ახალგაზრდებისა და ბავშვებისთვის. ბოლო ათწლეულების განმავლობაში დაზიანდა და გაპარტახდა მუზეუმი, ჩაინგრა ქონგურების, ე.წ. ნავების ქვის იატაკი, გაიძარცვა ჯარიკაცის მამის ძეგლი, რომელიც მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის მიერ შეიქმნა. ობელისკების მიმდებარე ტერიტორია საქონლის საძოვრად იქცა. მიუხედავად ამისა, დიდების მემორიალი ზაფხულის ყოველ საღამოს ახალგაზრდების თავშეყრის ადგილს წარმოადგენდა. 2011 წელს მოსახლეობის მოთხოვნით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 ათასი ლარი გამოიყო და სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად დაიწყო: შეკეთდა ამფითეატრი, სკამები და მოეწყო გარეგანათება. დიდთოვლობის გამო სამუშაო პროცესი გარკვეული დროით შეჩერდა და სწორედ ამ პერიოდში, გარე განათების ნათურები უცნობმა პირებმა ისევ დაამტვრიეს. მოსახლეობა ამ ქმედებას ვანდალიზმს უწოდებს. სამარცხვინოა, რომ ამის ჩამდენი თავად ჩვენი საზოგადოების წევრია.
"ყოველდღე მიწევს აქეთ გავლა და აღშფოთებული ვარ ამ ფაქტით. ვინც ამას სჩადის, ნუთუ არ ფიქრობს, რომ აქ საშვილიშვილო საქმე კეთდება?! "ტყე შეუნახე შვილებსაო," ეს მაინც არ გაუგიათ? ხვალ და ზეგ აქ მათმა შვილებმა და შვილიშვილებმა უნდა იარონ და დაისვენონ. ვინც ეს გააკეთა, ნუთუ არავინ ჰყავს ომის მონაწილე, ან პაპა ან ბებია?! არ კითხულობენ კედელზე რამდენი სახელია ამოტვიფრული, იმ ქართველების, რომლებიც სამამულო ომში დაიღუპნენ? ეს საქმე ქურდობის მიზნით არ არის ჩადენილი, ქურდი მოიპარავდა და სახლში წაიღებდა, აქ კი ყველაფერი დამტვრეულია. საიდან აქვს ხალხს ამდენი სიბოროტე?!" _ გვითხრა თამარ დარჩიაშვილმა.

ამ ფაქტმა ახალგაზრდებიც აღაშფოთა. ისინი ფიქრობენ, რომ ასეთი საქციელის გამართლება არ შეიძლება. "წლების განმავლობაში გურჯაანში არ იყო მოწესრიგებული ადგილი, სადაც ზაფხულში ახალგაზრდები შევიკრიბებოდით და დავისვენებდით. რამდენიმე წლის წინ "პაპას ბაღი" გააკეთეს, ეხლა კი მემორიალის აღდგენაც დაიწყეს, თუმცა აქ საღამოობით მანამდეც მოვდიოდით, მაგრამ აქაურობა ნაგვის ბუდედ იყო ქცეული. გვიხაროდა, რადგან ვფიქრობდით, რომ ზაფხულისთვის სამუშაოები დასრულდებოდა და იქ სასიამოვნო გარემო დაგვხვდებოდა. ძალიან აღშფოთებული ვარ იმ ფაქტით, რაც დღეს `ობელისკებზე~ ხდება. მივმართავ ჩვენს თანატოლებს, რომ ამ ადგილს მოუფრთხილდნენ!" _ გვითხრა ეკა ჩაფიძემ.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ზაქარია იაგანაშვილის თქმით, საჭიროა, საზოგადოება გრძნობდეს პასუხისმგებლობას და უფრთხილდებოდეს თავის ქალაქს, წინააღმდეგ შემთხვევაში არაფრის გაკეთებას აზრი არ ექნება. "იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო წლებში მოსახლეობის მხრიდან, საკმაოდ დიდი მოთხოვნა იყო მემორიალის აღდგენაზე, ჩვენ გავითვალისწინეთ მათი აზრი და რეაბილიტაციისთვის, შარშან 100 ათასი ლარი გამოიყო. ამ თანხით გაკეთდა სკამები, ამფითეატრი, ბილიკები და განათებები. უამინდობის გამო სამშენებლო სამუშაოები დროებით შეწყდა, როგორც კი გამოიამინდებს, გაგრძელდება. მომხდარის შესახებ საქმის კურსში ვართ. დაზიანებულია განათებები, რა თქმა უნდა, ისევ ჩვენი მოსახლეობის მიერ," _ გვითხრა ზაქარია იაგანაშვილმა და იქვე იმასაც დაგვპირდა, რომ დაზიანებულ ლამპიონებს შეცვლიან.

"ხელახლა გავაკეთებთ, მაგრამ ვერ შეგპირდებით, რომ ეს დღესვე მოხდება. ძნელია, სხვებმა ყოველკვირეულად ამტვრიონ, ჩვენ კიდევ გავაკეთოთ. როცა გამოთბება და ახალგაზრდობის თავშეყრის ადგილი გახდება, უფრო დიდია ალბათობა იმისა, რომ ყველაფერი უფრო მეტად დააზიანონ. პოლიციასაც ვთხოვთ, რომ ყურადღება მათაც მიაქციონ. შემდეგში კი, ალბათ, დარაჯის შტატსაც დავუშვებთ. თქვენი გაზეთის საშუალებით მინდა ჩვენს მოსახლეობას ვუთხრა: წლების განმავლობაში ეს ტერიტორია ჩაბნელებული, უსახური და ნაგვის ბუდე იყო. ახლა იქ ბევრი კარგი რამ კეთდება. იქნებ მოუფრთხილდნენ, რადგან ეს ყველაფერი მათთვის არის."

ამ მიმართვას "სპექტრიც" უერთდება.
ვეცადეთ, რომ ამ სტატიის წერისას ჩვენი პოზიციისთვის გვერდი აგვევლო, თუმცა, ჩვენ, ჟურნალისტებიც ამ საზოგადოების ნაწილი ვართ და მომხდარის გამო პასუხისმგებლობას ვგრძნობთ. ვფიქრობდით, რომ აღნიშნული ობიექტის რეაბილიტაცია, გურჯაანელი ახალგაზრდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო, რადგან ისინი ამ საკითხზე ჩვენს მიერ ჩატარებული თითქმის ყოველი გამოკითხვისას საუბრობდნენ. სწორედ ამიტომ რამდენჯერმე გავაშუქეთ ეს თემა და ადგილობრივ ხელისუფლებას "სპექტრის" საშუალებით მოსახლეობის ხმა მივაწვდინეთ, მაგრამ სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ დავდექით მწარე რეალობის წინაშე. ვთვლით, რომ უკვე დროა ვისწავლოთ იმის მოფრთხილება, რაც ჩვენ გვეკუთვნის და რაც ძვირფასია. კიდევ ერთხელ გვინდა შევახსენოთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ ქვეყნის სიყვარული, მხოლოდ "გულში ჩამწვდომი" სადღეგრძელოების თქმა არ არის!
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, 31
ივლისს ჩუმლაყსა და ყიტაანში 07:00 საათიდან 16:00 საათამდე ბუნებრივი
გაზის მიწოდება შეწყდება. ამის მიზეზი ჩუმლაყის გაზგამანაწილებელ
სადგურში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია.
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, 31 ივლისს ჩუმლაყსა და ყიტაანში 07:00 საათიდან 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეწყდება. ამის მიზეზი ჩუმლაყის გაზგამანაწილებელ სადგურში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია.
15:25 / 26.07.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26-28 ივლისს საქართველოში
მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი
და სეტყვა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26-28 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა.
14:23 / 26.07.2024
2019-2024 წლებში ევროკავშირის დაფინანსება საქართველოს
სამინისტროებისთვის 11-ჯერ აღემატება სამოქალაქო საზოგადოების
ორგანიზაციებისთვის გამოყოფილ თანხებს.
2019-2024 წლებში ევროკავშირის დაფინანსება საქართველოს სამინისტროებისთვის 11-ჯერ აღემატება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის გამოყოფილ თანხებს.
14:57 / 16.07.2024
დასრულდა საქართველოს პარლამენტის 26 ოქტომბრის არჩევნებში
მონაწილეობის უფლების მისაღებად იმ პოლიტიკური პარტიების
სარეგისტრაციო განაცხადების მიღება, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის
დროისთვის არ ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები.
დასრულდა საქართველოს პარლამენტის 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად იმ პოლიტიკური პარტიების სარეგისტრაციო განაცხადების მიღება, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის დროისთვის არ ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები.
13:41 / 16.07.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 7 / 19 °C
img
საგარეჯო 6 / 12 °C
img
დ.წყარო 5 / 14 °C
img
სიღნაღი 5 / 15 °C
img
ლაგოდეხი 6 / 14 °C
img
ყვარელი 7 / 19 °C
img
თელავი 6 / 13 °C
img
ახმეტა 6 / 13 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.