პირველ რიგში საქართველოს ყველა მოქალაქეს, გვინდა მივულოცოთ
დამოუკიდებლობის 25 წლისთავი. დამოუკიდებლობა, ის მონაპოვარია,
რომელმაც დასაბამი მისცა საქართველოს, როგორც თავისუფალი ქვეყნის
განვითარებას.
დღეს „სპექტრის“ დაბადების დღეცაა, 2003 წლის 26 მაისს გაზეთის
პირველი ნომერი დაიბეჭდა.
რეგიონში მედიასივრცის განვითარებისა და დამოუკიდებელი მედიაგამოცემის
არსებობის სურვილი ამოძრავებდა სარედაქციო გუნდს, რომელიც „სპექტრის“
პირველ ნომერზე მუშაობდა, სწორედ ამ მოტივაციით შეირჩა საქართველოს
დამოუკიდებლობის დღე.
თავისუფლება ისე არ მოდის...
„მე ვიცი, რომ ადამიანი თავდაპირველად, საკუთარ თავში უნდა პოულობდეს
თავისუფლების სურვილს და იმასაც აცნობიერებდეს, რომ თავისუფლება ისე
არ მოდის... ისიც ვიცი, რომ ასეთი გადაწყვეტილება, ბევრ
პასუხისმგებლობას გვაკისრებს. გააზრება, იმისა, რომ შენი საქმიანობით,
მცირედი წვლილი მაინც შეგაქვს სამოქალაქო საზოგადოების შექმნაში,
ნამდვილად საამაყოა.
13 წელია, ერთგულად და პატიოსნად ვემსახურებით დამოუკიდებელი მედიის
განვითარებას, სწორედ ამის გამო ვთვლი, რომ ჩვენი გუნდი ამაყი უნდა
იყოს. მინდა ყველა „სპექტრელს“ მივულოცო ეს დღე, ასევე მათ, ვინც
სხვადასხვა წლებში თავს „სპექტრელად“ თვლიდა და დღესაც ჩვენი
გამოცემის ერთგულია, ჩვენი გაზეთის მკითხველებს და ვებგვერდის
ვიზიტორებს, რადგან, სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ჩვენ ვარსებობთ,
"- მაია ყალაბეგაშვილი „სპექტრის“ დირექტორი.
ისეთ საქართველოში გვეცხოვროს, რომ ჩვენი მუშაობისთვის ხელი არ
შეეშალოთ..
"გილოცავთ "სპექტრის" იუბილეს! ამბობენ, 13 "თარსი" რიცხვიაო, მაგრამ
მე მჯერა, ეს წარმატების წელი იქნება. ჩვენ გვექნება რადიო
აზერბაიჯანულ ენაზე, ვებგვერდი მრავალათასიანი ვიზიტორებით და
თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სტუდია. "სპექტრი - რასაც სხვები ვერ
ამბობენ", შეიცვლება სლოგანით, „ყველაზე რეიტინგული გამოცემა..."
მე მიყვარს "სპექტრი" და "სპექტრელები" და ვისურვებდი ისეთ
საქართველოში გვეცხოვროს, რომ ჩვენი მუშაობისთვის ხელი არ შეეშალოთ,"-
ნატალია ბარბაქაძე, მედიაგამოცემის რედაქტორი.
4 წელი სპექტრთან ერთად
"გილოცავთ 13 წლის იუბილეს „სპექტრელებს“, ასევე ერთგულ მკითხველს,
მათ ვისაც ვეიმედებით, ყოფილ „სპექტრელებს“, მათ, ვისაც პატარა ქვა
მაინც აქვს დადებული, რომ დღემდე მოვსულიყავით. აქ დაახლოებით ოთხი
წლის წინ მოვედი და ზუსტად ვიცი, რომ არ შევმცდარვარ. ყოველგვარი
გადაჭარბების გარეშე ვამბობ, ისეთი სითბო დამხვდა, მალევე ვიგრძენი
თავი მათიანად. უამრავ წარმატებას ვუსურვებ „სპექტრს“, რა თქმა უნდა,
ჩემთან ერთად," - თამარ კაპანაძე, ჟურნალისტი.
მასალის გამოყენების პირობები