ვერძი: დღეს თქვენი მთავარი საზრუნავი ადამიანებთან ურთიერთობები
იქნება. ერიდეთ ახალ ფინანსურ გარიგებას. ადვილად ნუ გარისკავთ.
საყვარელ ადამიანს მეტი დრო დაუთმეთ.
კურო: ფეხით გასეირნება სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის. ერიდეთ
კონფლიქტებს. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის და საღამოს
მედიტაციისთვის.
ტყუპები: დღეს გაქვთ დასვენების განწყობა, დაისვენეთ ნუ
შეეწინააღმდეგებით საკუთარ თავს. თუ აქტიური დასვენება გადაწყვიტეთ
მაშინ ეცადეთ დაიტოვოთ დრო იმისათვის რათა მოდუნდეთ.
კირჩხიბი: დღეს კარგი დღეა სტომატოლოგთან ვიზიტისათვის. თუ თქვენ არ
გაწუხებთ კბილები და ფიქრობთ, რომ არაა საჭირო ექიმთან ვიზიტი,
გახსოვდეთ, რომ პროფილაქტიკა მკურნალობის ყველაზე იაფი
საშუალებაა.
ლომი: დღეს თქვენ იქნებით კომპანიის სული. თქვენი ინტუიციის მეშვეობით
შეძლებთ იმის გაგებას, თუ როგორ უნდა შეათანხმოთ თქვენი ამბიციური
ჩანაფიქრები თქვენს გარშემო მყოფი ადამიანების სურვილებთან. რელიგიამ
შეიძლება გამოიწვიოს მოულოდნელი ინტერესი. მოსალოდნელია დიდი
წარმატების მიღწევა სხვადასხვა საქმიან ოპერაციებში.
ქალწული: დღეს სასურველია გამონახოთ დრო საკუთარი თავისთვის,
დაისვენეთ და მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობას. ეცადეთ დღეს იმ
ადამიანებთან იკონტაქტოთ ვისათანაც თქვენ გსიამოვნებთ.
სასწორი: ისეთი საქმით დაკავდით რაც თქვენი ჯანმრთელობისთვის იქნება
სასარგებლო. მიირთვით ბევრი ხილი და ბოსტნეული, ისინი თქვენთვის
საჭირო ვიტამინებს შეიცავს.
მორიელი: დღევანდელი დღე დაგეგმეთ დადებითი, სასარგებლო საქმეებით -
"რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია"!
მშვილდოსანი: რაც შეიძლება მშვიდად გაატარეთ დღევანდელი დღე. კვირის
განმავლობაში გადაიღალეთ და დასვენება გჭირდებათ. მიეცით თავს
საშუალება დაისვენოთ, წამოწექით დივანზე და საყვარელი წიგნი
წაიკითხეთ.
თხის რქა: დღეს კარგი დღე იქნება. მთავარია ავანტიურაში არ ჩაებათ.
საღამოს სიურპრიზი გელოდებათ, ამიტომ წინასწარ ნუ დაგეგმავთ.
მერწყული: ყოველ საღამოს პირდებით საკუთარ თავს, რომ დილას ივარჯიშებთ
და ფიგურას მიხედავთ. ნუ ზარმაცობთ დღესვე მიხედეთ, ეცადეთ უარი თქვათ
ცომეულზე, ეს დადებითად აისახება თქვენს სხეულზე.
თევზები: რატომ უნდა დაუცადოთ სანამ წინადადება რომელსაც თქვენ
ელოდებით მოვა თავისით. ასე შეიძლება ძალიან დიდი ხანი მოგიწიოთ
ლოდინი. თავად გადადგით პირველი ნაბიჯი.
მასალის გამოყენების პირობები