საზოგადოება
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება “კაბელების საქმეზე”
2016 წლის 16 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ “კაბელების საქმეში” დამნაშავედ ცნო თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანი და სასაჯელის სახედ მსჯავრდებულებს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.

ამ ეტაპისთვის სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ხელმისაწვდომი არ არის, თუმცა, წარმოდგენილი განცხადება ეფუძნება იმ გარემოებებისა და ფაქტების შეფასებას, რაც
პროცესის მონაწილე მხარეების მიერ არის გასაჯაროვებული, ასევე პროცესის მიმდინარეობისას მიღებულ ინფორმაციას, ღია წყაროებსა და ანგარიშებში მოხსენიებულ ცნობებს.

აღნიშნული საქმის განვითარებას საზოგადოება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში აკვირდებოდა და უნდა ითქვას, რომ როგორც ბრალის წარდგენის ეტაპი, ასევე პროცესის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები საზოგადოებაში აჩენდა კითხვებს ბრალის დასაბუთების, აღკვეთის ღონისძიების საფუძვლიანობის, საქმეში უტყუარი მტკიცებულებების არსებობისა და საქმის სამართლიანი განხილვის შესახებ. საერთო ჯამში, ამ გარემოებებმა შექმნა არასრულფასოვანი მართლმსაჯულების განხორციელებისა და პროცესის პოლიტიზირების განცდა. ხსენებულ ეჭვებს საწყისი ეტაპიდანვე აძლიერებდა საქმის განვითარების პარალელურად არსებული კონტექსტი და ვითარება. ბრალის წარდგენას წინ უსწრებდა ღია დაპირისპირება მაშინდელ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასა და ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს შორის, რაც საბოლოოდ ირაკლი ალასანიას
გადადგომით დასრულდა.

პროცესესის მიმართ უნდობლობა ასევე გაზარდა ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების განცხადებებმაც. განსაკუთრებით საყურადღებო იყო ყოფილი პრემიერ მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ინფორმირებულობა საქმის დეტალების შესახებ, მაშინ როდესაც საქმის ნაწილს იმ მომენტისთვის გრიფით საიდუმლო ედო. საზოგადოებისთვის გაუკრვეველი დარჩა რატომ და რა გზებით
ფლობდნენ ინფორმაციას საქმის დეტალების შესახებ პირები, რომლებიც გამოძიებაში არ იყვნენ ჩართულები და საქმის მასალებზე წვდომა არ უნდა ჰქონოდათ.

აღსანიშნავია ისიც, რომ თავდაპირველად “კაბელების საქმეს” პროკურატურის გადაწყვეტილებით სრულად მიენიჭა გრიფი საიდუმლოს სტატუსი, რის შედეგადაც დაცვის მხარეს სისხლის სამართლის მასალებზე დაშვება გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეფერხებული ჰქონდა. აღნიშნულს სახალხო დამცველიც გამოეხმაურა
და მოუწოდა პროკურატურას მოეხდინა საქმის მხოლოდ იმ მასალის დასაიდუმლოება, რომელიც შეიცავდა „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ინფორმაციას, სხვა დანარჩენი კი საჯარო უნდა ყოფილიყო, იმისთვის რომ უზრუნველყოფილი ყოფილიყო დაცვის მხარისთვის სისხლის სამართლის საქმის მასალებზე ხელმისაწვდომობა. უნდა ითქვას, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანიდან მცირე დროში თავად პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ნაჩვენებია სტრატეგიული საიდუმლო ინფრასტრუქტურის ქსელის შესახებ ინფორმაცია, რაც მათ შორის ამ საქმის გასაიდუმლოების ერთ-ერთი საფუძველი იყო.

რაც შეეხება წარდგენილ ბრალდებას, პროკურატურა თავდაცვის სამინისტროს მოხელეებს ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხების გაფლანგვას ედავება. ამასთან მიმართებით კითხვებს ბადებს რამდენიმე გარემოება:

* მსჯავრდებულების თანამდებობები და მათი სამსახურებრივი სტატუსი bმიუთითებს, რომ ისინი არ წარმოადგენენ თავდაცვის სამინისტროს უმაღლესი რანგის თანამდებობის პირებს, ამდენად მათ უშუალო მფლობელობასა და გამგებლობაში ვერ იქნებოდა ის ქონებრივი სიკეთე, რომლის გაფლანგვაზეც პროკურატურა აპელირებს;
• მსჯავრდებულების თანამდებობების მიხედვით ისინი ასევე მოკლებული იქნებოდნენ შესაძლებლობას საბოლოო გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიეღოთ. ამდენად გაურკვეველია რა საფუძვლით გამორიცხა ამ საქმეში პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაშინდელი მაღალი თანამდებობის პირების შესაძლო ჩართულობა და რატომ არ დაუსვა არც ერთი შეკითხვა ყოფილ თავდაცვის მინისტრს;
• როგორც ცნობილია, “კაბელების პროექტი” საქართველოს მთავრობის მიერ იქნა განხილული და დამტკიცებული, თანხა კი გადაირიცხა ფინანასთა სამინისტროს მეშვეობით, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ამ საქმეშიმსჯავრდებული პირების ჩართულობის ხასიათზე და ხარისხზე და ასუსტებს პროკურატურის არგუმენტაციას. წარდგენილ ბრალში შესაბამისი
დამაჯერებლობით არ არის დასაბუთებული მსჯავრდებული პირების მიერ ორგანიზებული ჯგუფის სახით მოქმედება;
• წარდგენილი ბრალი სათანადო ხარისხითა და დამაჯერებლობით ვერ ასაბუთებს მსაჯვრდებულების ანგარებით მოტივებს და განზრახვებს, რაც ამ ტიპის დანაშაულის ბრალად შერაცხვისთვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს;
• ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ მოსამართლემ 18 თვიანი განხილვის შემდეგ მხოლოდ 2 არასამუშაო დღეში მიიღო გადაწყვეტილება. ხსენებული სამართლებრივი გარემოებები და წარდგენილ ბრალთან დაკავშირებული კითხვები, ასევე მსჯავრდებულების დაკავების წინაპირობები და საქმის განვითარების
დროს არსებული კონტექსტი, საქმის განხილვის პერიოდში გამოვლენილ ცალკეულ ხარვეზებთან ერთად ერთობლიობაში ქმნის განცდას, რომ “კაბელების საქმეში”მართლმსაჯულება არასათანადოდ და მიკერძოებულად განხორციელდა, რაც შესაძლოა პოლიტიკური გავლენებით ყოფილიყო განპირობებული. არასამთავრობო ორგანიზაციები აგრძელებენ ამ საქმეზე დაკვირვებას და დეტალური შეფასებები სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების შესწავლის შემდეგ განხორციელდება.


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, 31
ივლისს ჩუმლაყსა და ყიტაანში 07:00 საათიდან 16:00 საათამდე ბუნებრივი
გაზის მიწოდება შეწყდება. ამის მიზეზი ჩუმლაყის გაზგამანაწილებელ
სადგურში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია.
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, 31 ივლისს ჩუმლაყსა და ყიტაანში 07:00 საათიდან 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეწყდება. ამის მიზეზი ჩუმლაყის გაზგამანაწილებელ სადგურში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია.
15:25 / 26.07.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26-28 ივლისს საქართველოში
მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი
და სეტყვა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26-28 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა.
14:23 / 26.07.2024
2019-2024 წლებში ევროკავშირის დაფინანსება საქართველოს
სამინისტროებისთვის 11-ჯერ აღემატება სამოქალაქო საზოგადოების
ორგანიზაციებისთვის გამოყოფილ თანხებს.
2019-2024 წლებში ევროკავშირის დაფინანსება საქართველოს სამინისტროებისთვის 11-ჯერ აღემატება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის გამოყოფილ თანხებს.
14:57 / 16.07.2024
დასრულდა საქართველოს პარლამენტის 26 ოქტომბრის არჩევნებში
მონაწილეობის უფლების მისაღებად იმ პოლიტიკური პარტიების
სარეგისტრაციო განაცხადების მიღება, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის
დროისთვის არ ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები.
დასრულდა საქართველოს პარლამენტის 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად იმ პოლიტიკური პარტიების სარეგისტრაციო განაცხადების მიღება, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის დროისთვის არ ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები.
13:41 / 16.07.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 6 / 19 °C
img
საგარეჯო 6 / 17 °C
img
დ.წყარო 4 / 15 °C
img
სიღნაღი 5 / 21 °C
img
ლაგოდეხი 8 / 14 °C
img
ყვარელი 6 / 19 °C
img
თელავი 6 / 18 °C
img
ახმეტა 6 / 18 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.