25 თებერვალს 15:00 საათზე თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში
გაიმართება საჯარო ლექცია და დისკუსია თემაზე: "საქართველოს ოკუპაცია
საბჭოთა რუსეთის მიერ და ქართველი გმირები - მარო მაყაშვილი".
დისკუსია ეძღვნება 1921 წლის თებერვალში საქართველოში დატრიალებულ
ტრაგიკულ მოვლენებს, კერძოდ წითელი არმიის მიერ საქართველოს
დაპყრობას. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ (15
თებერვლიდან 17მარტის ჩათვლით) წარმოებული ომის ერთ-ერთ გმირი
ახალგაზრდა ქალის - მარომაყაშვილის პიროვნებასა და ხანმოკლე
ცხოვრებას.
როგორც ცნობილია საბჭოთა რუსეთმა განახორციელა საქართველოს პირდაპირი
ანექსია და დემოკრატიულად არჩეული მთავრობა განდევნა
საქართველოდან. საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის ხელახლა
მოპოვების დროიდან,ისტორიკოსები და მკვლევარები დაინტერესდნენ ამ
პერიოდის უცნობი გმირებით და საინტერესო მასალებიც იქნა მოძიებული
მარო მაყაშვილის ცხოვრების, მისი საქმიანობის შესახებ.
შეხვედრას წარუძღვებიან თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის
სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, ისტორიკოსები:
გიორგი ბატიაშვილი და დავით ჯავახიშვილი, რომლებიც დამსწრე
საზოგადოებასთან ერთად ისაუბრებენ მე-20 საუკუნის 20 იან წლებში
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მნიშვნელობაზე, იუნკერების გმირობასა
და მარო მაყაშვილის პიროვნებაზე და მისი თავგანწირვის მნიშვნელობაზე,
ასევე გაანალიზებენ თუ რა როლი ითამაშა საბჭოთა რუსეთის მიერ ქვეყნის
ოკუპაციამ საქართველოს განვითარებაზე, მომავალზე და რა დაღი დაასვა
მის ევროპულ მისწრაფებებს. შეხვედრის მიზანია ამ მოვლენებისა და
ზოგადად ისტორიული გაკვეთილების ახლებური გააზრება, რათა საზოგადოებამ
გაითვალისწინოს წარსულის შეცდომები და არ გადაუხვიოს არჩეული ევროპული
კურსიდან.
მასალის გამოყენების პირობები