ღორის გრიპის გავრცელებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა ადამიანებში. აზრი
ძირითადად ორად იყოფა: ადამიანების ერთ ნაწილი გადაჭარბებულად საშიშად
აღიქვავენ ღორის გრიპის საფრთხეს, ზოგი კი პირიქით ზედმეტად
ინდიფერენტულად არის განწყობილი.
როგორც წესი კი სიმართლე სადღაც შუაშია. რეალობა ასეთია:
ღორის გრიპი არის, ჩვეულებრივი სეზონური გრიპი, რომელსაც "ღორის"
მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ჰქვია, რომ 1918 წლის პანდემიის შემდეგ
ადამიანები დააკვირდნენ რომ ადამიანები და ღორები ერთდროულად
ავადდებოდნენ. ღორის გრიპი უმეტესად აინფიცირებს ღორებს მაგრამ
გადადის ადამიანებზეც. ღორის ხორცის ჭამა საშიში არ არის (ამ გზით
ვირუსი არ ვრცელდება).
ღორის გრიპი, (ინფლუენზა ვირუსი) - წარმოადგენს ზედა სასუნთქი გზების
ინფექციას, რომელის სიმპტომები შეიძლება იყოს საშუალო ან მაღალი
სიმძიმის.
სიმპტომები
• ცხელება (ტემპერატურის მატება)
• ჩამონადენი ცხვირიდან
• ყელის ტკივილი
• კუნთების ტკივილი
• თავის ტკივილი
• ხველა
• სისუსტის და დაღლილობის შეგრძნება
სიმპტომები ინფიცირებიდან (ვირუსთან კონტაქტი) ორ დღეში იწყება და
გრძელდება ორ კვირაზე ნაკლები პერიოდის განმავლობაში. ზოგიერთი
სიმპტომი მაგალითად ხველა შეიძლება გაგრძელდეს 1 თვეც. ბავშვებში
სიმპტომები შეიძლება იყოს შედარებით მძიმე და მიმდინარეობდეს
გულისრევა-ღებინებით. დიდებში გულისრევა და ღებინება იშვიათა გრიპის
დროს. ეს სიმპტომი დიდებშ უფრო გასტროენტერიტზე მიუთითებს.
ღორის გრიპი შეიძლება გართულდეს:
• ვირუსული პნევმონიით - ფილტვების ანთება, რომელსაც თავად ვირუსი
იწვევს. ამ მდგომარეობას არ შველის ანტიბიოტიკები.
• მეორადად ბაქტერიული პნევმონიით ამ მდგომარეობას შველის სწორად
შერჩეული ანტიბიოტიკები.
• და სინუსური ინფექციებით (ჰაიმორიტს ეძახიან).
• შეიძლება დაამძიმოს უკვე არსებული სამედიცინო პრობლემები მაგ. გულის
დაავადებები და ასთმა.
როგორ ვრცელდება ღორის გრიპი?
ღორის გრიპი ვრცელდება აირ-წვეთოვანი გზით (ხველა, ცემინება, ახლო
კონტაქტი, კოცნა, ახლო მანძილზე საუბარი) და ზედაპირებზე შეხებით.
მაგალითად კარის სახელურზე ხელის მოკიდება, რომელსაც შეეხო
ინფიცირებული.
როგორ ავიცილოთ ღორის გრიპი? (პრევენცია)
• ვაქცინაცია - არსებობს ეფექტური ვაქცინა, რომლის გაკეთებიდან 2
დღეში ადამიანი დაცული იქნება ღორის გრიპის ამჟამად არსებული
შტამებისგან. ეს დაცვა გაყვება დაახლოებით 10 წელი, შეიძლება
მეტიც.
• ხელების ხშირი დაბანვა მარტივი, მაგრამ ეფექტური გზა. კლვევები
ცხადჰყოფს რომ ხელების ხშირი დაბანვა ეფექტურია გრიპის
პრევენციისთვის.
• ქირურგიული ნიღბების ტარება
• ღორის გრიპი ყველაზე მეტად გადამდებია სიმპტომების დაწყებიდან 5
დღის განმავლობაში. ამიტომ ინფიცირებულმა ადამიანებმა თავი სასურველია
თავი შეიკავოს სახლიდან გასვლისგან, სანამ სიმპტომები აქვს (სიცხე,
ცხვირიდან ჩამონადენი, კუნთების ტკივილი, ხველა).
• ვაქცინაცია შესაძლებელია 6 თვის ასაკიდან ზევით ნებისმიერ ასაკობრივ
ჯგუფში.
მკურნალობა:
• ღორის გრიპის შემთხვევების უმრავლესობა (თითქმის ყველა)
გამოჯანმრთელებით სრულდება 1 დან 2 კვირაში.
• სპეციფიური მკურნალობა არ არსებობს, თუ არ ჩავთვლით ანტივირუსულ
წამლებს რომლებიც მოცემულია ქვედა პუნქტში (თუმცა მათ სათანადო
ეფექტურობა აღიარებული არ არის).
• ანტივირუსული წამლები რელენზა და ტამიფლუ, ამანტადინი და
რიმანტადინის .
• სიმპტომების მკურნალობა: უნდა მიიღოთ სითხეები დიდი ოდენობით,
მოერიდოთ ტკბილეულს და ცარიელ ნახშირწყლებს (ანთებით რეაქციებს
აძლიერებენ), ტკივილის მოსახსნელად შეიძლება მიიღოთ გამაყუჩებლები :
პარაცეტამოლი, იბუპროფენი, ინდომეტაცინი, ასპირინი (ოღონდა ასპირინის
არ შეიძლება 6 წლამდე ბავშვებისთვის, შეიძლება დაუზიანოს ღვიძლი).
• რისკ ჯგუფებში : ბავშვები, მოხუცები და ქრონიკული დაავადების მქონე
ადამიანები რეკომენდირებულია ვაქცინაცია რომელიც საქართველოში არის
შესაძლებელი.
მასალის გამოყენების პირობები