საზოგადოება
"დაშალეთ შენობა და წაიღეთო, ისევ ძველი დრო მგონია!"
გურჯაანის აგრალური ბაზარი შპს `გლეხურმა ბაზარმა~ 2001 წელს ბიძინა ყვირალაშვილისგან შეიძინა, მანამდე ბაზრის ტერიტორიაზე არსებული ობიექტების მფლობელებს იმ ფართის დაკანონება სურდათ, რომელზეც მათი შენობა-ნაგებობები იყო განთავსებული. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის განკარგულების (ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ, 1998 წლის 28 ოქტომბერი #1663-I ს) მიხედვით, ამის სრული უფლება ქონდათ, საჯარო რეესტრმა მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. აქედან გამომდინარე, ოცამდე მოვაჭრეს მხოლოდ შენობა-ნაგებობები დარჩათ მიწის გარეშე. მისმა კანონიერმა მეპატრონემ მიმდინარე წლის ზაფხულში ბაზრის დემონტაჟი დაიწყო და ტერიტორიაზე არსებული ნაგებობების დანგრევა გადაწყვიტა, რამაც მოვაჭრეების პროტესტი გამოიწვია, რამდენიმე მათგანმა სასამართლოსაც მიმართა, ზოგიერთი კი იმ შეთანხმებაზე ალაპარაკდა, რის გამოც თავის დროზე სამართალდამცავ ინსტანციას არ მიმართა. ზურაბ ბოღლოციშვილი აფთიაქის მფლობელი: "1995 წელს რაიონის მაშინდელმა გამგეობამ ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე გურჯაანის აგრალური ბაზრის ტერიტორიაზე ფართი გამოგვიყო. დაგვიმტკიცეს პროექტიც და ამის საფუძველზე ავაშენეთ აფთიაქი. თავისთავად გვქონდა სურვილი მიწის ნაკვეთიც დაგვეკანონებინა. 1999 წელს მაშინდელი პრეზიდენტის _ ედუარდ შევარდნაძის მიერ გამოიცა კანონი `არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ". მივედით საჯარო რეესტრში, უფროსმა დათო რაქვიაშვილმა გვითხრა, რომ კახეთის გუბერნატორს ბიძინა სონღულაშვილის ამ ბაზარის ინტერესი ქონდა. ჩვენ მაშინვე შევეწინააღმდეგეთ და ვკითხეთ: გუბერნატორი რა შუაშია ამ საკითხთან, ან როგორ შეაჩერებს მიწის გაყიდვას, როცა ამის უფლება პრეზიდენტმა მოგვცაო?" _ აღნიშნავს ზურაბ ბოღლოციშვილი და იმ საკითხზეც საუბრობს, რომ მაშინდელი საჯარო მოხელე ანგარიშვალდებული იყო რეგიონის ხელმძღვანელობასთან და გადაწყვეტილებასაც მხოლოდ მათი მითითების საფუძველზე იღებდა: "მე რა შენობა-ნაგებობასაც ვფლობდი, იმ ფართს კანონიერად ვითხოვდი, დავით რაქვიაშვილი იძულებული გახდა და გამომიტყდა, რომ ბიძინა სონღულაშვილს სურს ბაზარი დაისაკუთროს და გამაფრთხილა, რომ არაფერი გაყიდოო; მისი დანიშნული ვარ და რასაც მეუბნება, იმას ვაკეთებ, უნდა დავემორჩილო, სხვა გზა არ მაქვსო. რა თქმა უნდა, არ ვეთანხმებოდი, მაგრამ ჩივილს აზრი არ ქონდა, ყველას გვახსოვს ის პერიოდი, შეეძლოთ კაცი უცბად ჩაეყლაპათ". ზურა ბოღლოციშვილის თქმითვე, მაშინდელი ხელისუფალნი მუქარასაც არ ერიდებოდნენ და საბოლოოდ, სიტყვიერი მოლაპარაკების საფუძველზე აღწევდნენ შეთანხმებას: "გაგვაფრთხილეს სასამართლოში წასვლა არც კი სცადოთო. როცა ბაზარი ბიძინა სონულაშვილის დაზე _ ოლია ლიპარტაშვილზე გადააფორმეს, რეალური მფლობელები მისი შვილები გახდნენ. ამ ბიჭებთან მათი მეგობრების თანდასწრებით არაერთხელ მქონდა ლაპარაკი, ისინი მარწმუნებდნენ, რომ ბაზრის გაყიდვას არ აპირებდნენ და თუკი ასეთი რამ გეგმაში ექნებოდათ, იმ მიწის ნაკვეთს, რომელსაც ვდავობდი, მე მომყიდიდნენ. თუმცა დღესდღეობისთ ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა." ზურა ბოღლოციშვილი იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ ეს სიტყვიერი შეთანხმება შპს `გლეხური ბაზრის~ მეპატრონისგან დაირღვა, რომელიც მოვაჭრეების დაპირისპირების საფუძველზე ცდილობს მათ გახლეჩვას და ცალკ-ცალკე დამორჩილებას:"ეშმაკობას მიმართეს, ჩემნაირი მფლობელი აქ ოცამდეა. ყველას ერთიანად კი არ დაუპირისპირდნენ, ჯერ ზემო ბაზრის დემონტაჟი დაიწყეს და თან ვიღაცეებს შეუთანხმდნენ, პრეტენზიას თუ არ გამოთქვამთ განსაკუთრებული პირობებით გამუშავებთო. დღესაც კი, საჯარო რეესტრის ერთ-ერთ თანამშრომელთან მქონდა საუბარი, დათო (ლიპარტაშვილი) რატომ არ დააყენებს საკითხს ყოფილ გუბერნატორთან, რომ ეს მომჩივარი ხალხი დაგვაკმაყოფილოს და გაგვაჩეროს-მეთქი, მიპასუხა: `მეც ვეუბნები, რომ ამაზე პასუხს მოგთხოვენო, მაგრამ ამბობს საქმე უკვე ხანდაზმულია და ვერავინ ვერაფერს მომედავებაო. ადრე უნდა ეჩივლათ და არ იჩივლეს, ეხლა ვეღარ დამიმტკიცებენ ვერაფერსო," _ აღნიშნავს ზურა ბოღლოციშვილი და იქვე იმასაც განმარტავს, რომ ერთ-ერთმა მოვაჭრემ, რომელსაც სურსათის მაღაზია აქვს და ანალოგიურ მდგომარეობაშია, იჩივლა კიდეც. "მას ჩვენც გვერდით ვუდგევართ. ვცადეთ კახეთის ამჟამინდელ გუბერნატორს გიორგი ღვინიაშვილს შევხვედროდით, მაგრამ არ მიგვიღო. ბიძინა სონღულაშვილს უჭერენ მხარს, როგორც ჩანს, ისევ ეგ მართავს კახეთს. არც კი ერიდებათ, ხმამაღლა აცხადებენ: `ჩვენ პრემიერ მინისტრის მეგობრები ვართ და არავინ არ გვაინტერესებსო". გვაიძულებენ ყველაფერი დავთმოთ, ბაზრის შუაში კედლის აშენებას აპირებენ, თუ ძირითადი ნაწილი ზემოთ იქნება, სავარაუდოდ, აქ მომხმარებელთა მესამედიც აღარ შემოვა." მოვაჭრეების თქმით, მათთვის უკვე ცნობილია გადასახადი, რომლის დაწესებასაც ბაზრის მესაკუთრე, დემონტაჟის შემდეგ აპირებს: "მინდა იცოდეთ, რომ მათ დიდი მადა აქვთ და გადასახადიც შესაბამისია. კერძოდ, 6 კვ.მ-ზე 200 ლარს ფიქრობენ, მაშინ როცა დღემდე მფლობელი მხოლოდ 20 ლარს იხდიდა. ჩემი აფთიაქის რემონტში 12 ათასი ლარი გადავიხადე, თანაც საბანკო სესხი მქონდა, ახლა კი გვეუბნებიან დაშალეთ შენობა და წაიღეთო, ისევ ძველი დრო მგონია!" _ ამბობს ზურაბ ბოღლოციშვილი, რომელსაც სხვა მოვაჭრეებიც ეთანხმებიან. გია ჯიშკარიანი სასურსათო მაღაზიის მესაკუთრე: "შენობა 1995 წლიდან ჩვენს მფლობელობაშია და ამავე წლიდან ფუნქციონირებს აგარალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე. 2001 წელს უკვე მიწაც დავიკანონეთ. ამავე წლიდან შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე, შენობა გავაფართოვეთ, ობიექტის სახურავის გარშემოწერილობის ქვეშ და დავრეგისტრირდით ტექბიუროში არსებული ფართით. თუმცა, მიწის ეს ნაწილი უკანონოდ გადასცეს, შპს `გლეხურ ბაზარს~. მათთვის ამ ნაკვეთის დაკანონება ვერც ერთი კანონის საფუძველზე ვერ მოხდებოდა, მით უფრო პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მიერ 1999 წელს გამოცემული განკარგულების შესაბამისად, რადგან შპს `გლეხური ბაზარი~ ჩემი შენობის ნაწილზე საკუთრების დამადასტურებელ ვერანაირ დოკუმენტს ვერ წარადგენდა. მათ ეს მიწა აუქციონით არ შეუძენიათ, გადაეცათ უსასყიდლოდ მართლზომიერი მფობელობით, როცა ისინი მხოლოდ 1420 კვ.მ. შენობა-ნაგეგობების მესაკუთრეები იყვნენ და მხოლოდ ამ ფართის ქვეშ არსებული მიწის დაკანონება შეეძლოთ. ჩემნაირ მდგომარეობაში მყოფ სხვა ჯიხურებისა და დახლების მფლობელებს კანონით უნდა გადასცემოდათ მიწა, მაგრამ სრულიად უსამართლოდ დაისაკუთრა შპს `გლეხურმა ბაზარმა". მესაკუთრე გია ჯიშკარიანის მეუღლე, თინა ჯიშკარიანი იმ პრობლემაზეც საუბრობს, რომელიც შპს `გლეხური ბაზრის~ მფლობელსა და მათ შორის ბოლო პერიოდში წარმოიშვა. "ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს საკითხი მიმდინარე წლის ზაფხულამდე სადავო არ ყოფილა, სანამ ბაზრის მფლობელმა დემონტაჟი არ გადაწყვიტა. აღსანიშნავია ისიც, რომ ობიექტის მფლობელებს, მისასვლელი გზა არ გაგვაჩნია. აღმოჩნდა, რომ ასეთი გზა საერთოდ არ არსებობს. დღეის მდგომარეობით ის ფართი, რაც ბაზარს აქვს დაკანონებული, არის ცარიელი ტერიტორია და საჯარო რეესტრში, მათ საკადასტრო ნახაზში არანაირი გზა არაა დაფიქსირებული. ამის საფუძველზე, მოგვთხოვეს სერვიტუტის (გზით სარგებლობის) გადასახადი თვეში ხუთასი ლარის ოდენობით. მანამდე ჩვენ ვიხდიდით მხოლოდ მომსახურების თანხას, დაცვის, ნაგვის გატანის და ა.შ. აქვე გეტყვით, რომ როდესაც ერთ მისამართზე რამდენიმე მესაკუთრეა, გზის ერთ პიროვნებაზე გასხვისება კანონსაწინააღმდეგოა." თინა ჯიშკარიანის თქმით, ისინი პოზიციების დათმობას არ აპირებენ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ წინააღმდეგობას აწყდებიან. "სასამართლოს სექტემბერ-ოქტომბერში მივმართეთ, საქმე წარმოებაშია, პირველ ინსტანციაში ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, გავასაჩივრეთ და განსახილველად თბილისში გადაიგზავნა. მათი პასუხით ჩვენი მოთხოვნა გადაფარვაშია გლეხურ ბაზართან, ანუ მიწის დასაკუთრების დროს მათ უნდა წარედგინათ შენობის საკუთრების მოწმობა, რაც უკვე მე გამაჩნდა ამდენად ისინი ვეღარ წარადგენდნენ ანალოგიურ დოკუმენტს. ბაზრის ტერიტორიაზე შენობის და მიწის 20-ამდე მესაკუთრეა, მხოლოდ შენობის კი, რომლებსაც მიწა არ დაუკანონეს, კიდევ ამაზე მეტი. ყველას ერთნაირად არ იპირისპირებენ, ნელ-ნელა ცდილობენ ჩვენს დაშლას. აღნიშნულთან დაკავშირებით, დემონტაჟის მოთხოვნით მიმართეს გამგეობასა და პოლიციას. გვითხრეს, დაანგრიეთ შენობები და წაიღეთო, ჩაგვიკეტეს კარები და აგვიკრძალეს ტრანსპორტით სარგებლობა. ეს შეზღუდვები გარკვეული დროის განმავლობაში გვქონდა. მათ ხელთ არსებული საბუთებით ამის უფლება აქვთ, იმიტომ, რომ გზა არსად ფიქსირდება. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მიწა უკანონოდაა გადაცემული", _ განმარტავს თინა ჯიშკარიანი. საკუთრების უკანონოდ ხელყოფის ფაქტზე კიდევ ერთი მოვაჭრე ილია ქევხიშვილი გვესაუბრება. "საჯარო რეესტრში ჩემმა სიმამრმა ვარდო ჩომახაშვილმა 1999 წელს შეიტანა საბუთები, რომელიც გურჯაანის რაიონის ტექნიკური ინვენტარიზაციის სახაზინო საწარმომ გააფორმა. ამავე წელს ვითხოვდით მიწის დასაკუთრებას პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ბრძანებულების საფუძველზე. მანამდე გურჯაანის აგრალური ბაზრის დირექტორის ბიძინა ყვირალაშვილის ბრძანების საფუძველზე შეგვეძლო ხორცის წერტის შესყიდვა, სადაც ჩემი სიმამრი 1970 წლიდან მუშაობდა, რის დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტიც არსებობს. იმ პერიოდში სიმამრმა პანკრიასის ოპერაცია გაიკეთა, გამოჯანმრთელების შემდეგ მივიდა საჯარო რეესტრის ხელმძღვანელთან დათო რაქვიაშვილთან, რომელმაც უთხრა, რომ მიწა არც აუქციონზე გავა და არც საკამათო აღარ არის, რომ უნდა შეისყიდოს ბოთო ყვირალაშვილმაო, რომელმაც მოკლე ხანში გადასცა კიდეც ლიპარტაშვილს, ყოფილი გუბერნატორის დას. ამის შემდეგ ორჯერ შევიტანეთ მოთხონვა მიწის შესყიდვაზე, მაგრამ უარი განმიცხადეს იმ მიზეზით, რომ მიწა თავისუფალი არ არის." აღნიშნულ თემაზე კომენტარისთვის შპს `გლეხური ბაზარის~ დირექტორის ერთ-ერთ ვაჟს დავით ლიპარტაშვილს დავუკავშირდით. მას მოდავე მხარე ფაქტობრივ მმართველად ასახელებდა. დავით ლიპარტაშვილმა ადვოკატ ირინა ჯობაძესთან გადაგვამისამართა. ირინა ჯობაძემ `სპექტრთან~ სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ `ტერიტორია, რომელიც შპს `გლეხურ ბაზარს~ ეკუთვნის, მისმა ამჟამინდელმა მეპატრონემ ბიძინა (ბოთო) ყვირალაშვილისგან შეისყიდა. ირინა ჯობაძე: "შპს `გლეხური ბაზრის~ წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა მესაკუთრე გია ჯიშკარიანმა, რომლის მეუღლეცაა ქალბატონი თინა ჯიშკარიანი. მოსარჩელე ჯიშკარიანმა მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა მართლმზომიერ მფლობელობაში არსებული ტერიტორიის დაკანონება. მართლზომიერ მფლობელობაში ის გულისხმობდა ოთხმოცდაათიან წლებში დარეგისტრირებული თავისი კუთვნილი შენობა-ნაგებობის სახურავის ქვეშ არსებულ მიწას. სახურავი გადმოწეული იყო შენობიდან და მის ქვეშ მდებარე მიწის ნაკვეთს ის საკუთრებად თვლიდა. სასამართლოზე მან წარმოადგინა ტექნიკური პასპორტი და შპს `აგრალური ბაზრის~, დირექტორის მიერ გაცემული ბრძანებები და ცნობები. როგორც გაირკვა, მოსარჩელე ჯიშკარიანმა მიმართა საჯარო რეესტრს პრეტენზიით და მოითხოვა მისი მტკიცებით, მართლმზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის დარეგისტრირება, რაზედაც უარი მიიღო, რადგან კანონის მიხედვით, თუკი უძრავ-მოძრავი ქონება სხვის საკუთრებას წარმოადგენს, განმცხადებელი ვერ დაკმაყოფილდება." შპს `გლეხური ბაზრის~ ადვოკატის განმარტებით, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული აგრალირი ბაზრების კერძო საკუთრებად დარეგისტრირებას ხანგრძლივი პერიოდი და სხვადასხვა პროცედურაც დასჭირდა: `1987 წელს მაშინდელმა მთავრობამ სიგუას მეთაურობით აგრალური ბაზრები მთელი თავისი ტერიტორიებითა და შენობა-ნაგებობებით ვაჭრობის სამინისტროს დაუქვემდებარა, თუმცა 1999 წელს საკონსტუტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ეს ობიექტები სახელმწიფოს ჩამოერთვა და ისევ ცეკავშირს დაუბრუნდა. ანუ ამა წლის მარტიდან ყველა აგრალური ბაზარი ისევ ცეკავშირის (საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივების ცენტრალური კავშირი) საკუთრება გახდა. შესაბამისად, რაც მოსარჩელე ჯიშკარიანმა წარმოადგინა 95-97 წელს ბაზრის დირექტორის მიერ გაცემული ცნობები და ბრძანებები, იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ გაცემული, იმიტომ რომ 95 წელს ჯერ კიდევ სახელმწიფო საკუთრებად ითვლებოდა 99 წლამდე. ამის შემდგომ ცეკავშირი იღებს დადგენილებას და გადაწყვეტილებას, რომ აგრალური ბაზარი მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით კერძო პიროვნებას ბიძინა ყვირალაშვილს მიჰყიდოს და შპს-დ ჩამოაყალიბონ. შესაბამისად, ეს შპს თავისი ერთადერთი პარტნიორის დამფუძნებლის გადაწყვეტილებით დებს ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომელიც დარეგისტრირდა საჯარო რეესტრის სააღრიცხვო ბარათში და ამის საფუძველზე 1999 წელს ადგილობრივმა გამგეობამ მიიღო გადაწყვეტილება ედუარდ შევარდნაძის ბრძანებულების საფუძველზე, რომ ბიძინა ყვირალაშვილს საკუთრებაში გადასცემოდა ბაზრის ტერიტორია და შესაბამისად, მასზე არსებული შენობა-ნაგებობები.~ ირინა ჯობაძის მტკიცებით, `გლეხურმა ბაზარმა~ ობიექტი ყველა კანონის დაცვით შეისყიდა. "ბიძინა ყვირალაშვილმა ბაზარი კანონით დადგენილი ყველა წესით დაისაკუთრა, რომლისგანაც შპს `გლეხურმა ბაზარმა~ 2001 წელს ნასყიდობის ხელშეკრულებით შეისყიდა. მე არ ვიცი ამ სიტყვიერი შეთანხმების შესახებ, რომელზეც მოვაჭრეები საუბრობენ. თქვენ რომ შეგითანხმოთ, პარლამენტის შენობას მოგყიდით-მეთქი, მართალი ვიქნები? დათო ლიპარტაშვილთან რაზე შეთანხმდნენ, მე არაფერი ვიცი. ვერც იმის შესახებ გავაკეთებ კომენტარს, რა გზის გადასახადის შესახებ საუბრობს თინა ჯიშკარიანი. დღეის მდგომარეობით ამის თაობაზე პრეტენზია არავის გამოუხატავს. შესაბამისად, არაფერი ვიცი. თუ გზის გადასახადი მოსთხოვეს, მაშინ უნდა გაასაჩივროს დადგენილი წესით," _ ამბობს შპს `გლეხური ბაზრის~ ადვოკატი ირინა ჯობაძე. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრის დირექტორის კახა კოჟორიძის განმარტებით, ძირითადი პასუხისმგებლობა არასწორად გასხვისებული ტერიტორიების გამო სახელმწიფოს ეკისრება. "რაც შეეხება თქვენს კითხვას, უნდა გამოცხადებულიყო თუ არა ამ მიწის ნაკვეთებზე აუქციონი, გიპასუხებთ, რომ ალბათ ამ მოქალაქეებმა მიმართეს საჯარო რეესტრს საკუთრების უფლების აღიარების შესახებ კანონის საფუძველზე, მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის დარეგისტრირების სურვილით, მე რამდენადაც მახსოვს, ეს კანონი პირდაპირ მაგ კითხვაზე პასუხს არ შეიცავს, თუმცა არსებობს რიგი სხვა კანონებისა, რომელიც ამ საკითხს არეგულირებს. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს არ ქონდა უფლება გაესხვისებინა ის, მიწა რომელზეც ადამიანები აცხადებდნენ პრეტენზიას და ითხოვდნენ საკუთრების უფლების აღიარებას, რადგან მართლზომიერი მფობელობის დამადასტურებელი დოკუმენტები არის ის დოკუმენტები, რომლებიც განაპირობებს, მათი საკუთრების უფლების აღიარებას უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მხრიდან. ამ შემთხვევაში, ის ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი კი არა ვალდებულია, რომ აღიაროს საკუთრების უფლება და იქამდე არ განკარგოს ეს ტერიტორია სანამ დეტალურად არ შეისწავლის ამ საკითხს, სხვაგვარად აზრი ეკარგება ამ მოქალაქის მიმართვას. მაგრამ თუ ეს მაინც მოხდა ამ ადამიანმა ზიანის ანაზღაურება უნდა მოითხოვოს ან სხვა კუთხით იდავოს. ანუ სახელმწიფო ვალდებული იყო დალოდება საკუთრების უფლების საკითხი როგორ გადაწყდებოდა და ამის შემდეგ გაეტანა ეს ტერიტორია აუქციონზე, მაგრამ თუ აუქციონი საერთოდ არ ჩატარებულა მითუმეტეს კანონდარღვევას აქვს ადგილი",_აღნიშნავს ბატონი კახა და აქვე აკონკრეტებს, რომ შპს `გლეხური ბაზრის~ ამჟამინდელ მესაკუთრეს სრული უფლება აქვს კომპენსაციის გარეშე მოსთხოვოს მოვაჭრეებს ფართის დატოვება, ამ შემთხვევაში ზარალის ანაზღაურება სახელმწიფოს ეკისრება. "თუ ჩვენ ჩავთვლით, რომ სახელმწიფოს არ ქონდა ამ ნაკვეთის გასხვისების უფლებამოსილება, ამის მიხედვით მოვაჭრეებს ზარალი კერძო მესაკუთრემ არ უნდა აუნაზღაუროთ, მას იურიდიულად აქვს უფლება, რომ გააძევოს ისინი ბაზრის ტერიტორიიდან. სიტყვიერი დაპირება კი არაფერს ნიშნავს, ეს საკმაოდ ძნელი დასადგენია და ფაქტობრივ სურათსაც ვერ შეცვლის". მოვაჭრეები ზეწოლის ფაქტებზეც საუბრობენ. მათი თქმით ბევრმა მათგანმა სწორედ ამის გამო არ მიმართა სასამართლოს. აღნიშნულის შესახებ კახა კოჟორიძის განმარტავს: "რაც შეეხება ზეწოლის ფაქტებს, ეს პროკურატურის შესასწავლი საქმეა. გამოძიება იქნება ჩასატარებელი და რეაგირებაც ამის მიხედვით უნდა მოხდეს, სხვა მხრივ ამის დადასტურება ვერ მოხერხდება". წყალი რომ სათავიდანაა ამღვრეული, ამის შესახებ ყველა მხარე თანხმდება, თუმცა ეს დაზარალებული მოვაჭრეებისთვის ვერაფერი შეღავათია. ფაქტი ერთია, მათი გარკვეული ნაწილი იძულებულ გახდა ამჯერადაც გარიგებით ეცადა თავის გადარჩენა, დანარჩენები კი საკუთრების უფლების დაცვას სამართალდამცავი ინსტანციის საშუალებით აპირებენ.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, 31
ივლისს ჩუმლაყსა და ყიტაანში 07:00 საათიდან 16:00 საათამდე ბუნებრივი
გაზის მიწოდება შეწყდება. ამის მიზეზი ჩუმლაყის გაზგამანაწილებელ
სადგურში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია.
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, 31 ივლისს ჩუმლაყსა და ყიტაანში 07:00 საათიდან 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეწყდება. ამის მიზეზი ჩუმლაყის გაზგამანაწილებელ სადგურში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია.
15:25 / 26.07.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26-28 ივლისს საქართველოში
მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი
და სეტყვა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26-28 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა.
14:23 / 26.07.2024
2019-2024 წლებში ევროკავშირის დაფინანსება საქართველოს
სამინისტროებისთვის 11-ჯერ აღემატება სამოქალაქო საზოგადოების
ორგანიზაციებისთვის გამოყოფილ თანხებს.
2019-2024 წლებში ევროკავშირის დაფინანსება საქართველოს სამინისტროებისთვის 11-ჯერ აღემატება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის გამოყოფილ თანხებს.
14:57 / 16.07.2024
დასრულდა საქართველოს პარლამენტის 26 ოქტომბრის არჩევნებში
მონაწილეობის უფლების მისაღებად იმ პოლიტიკური პარტიების
სარეგისტრაციო განაცხადების მიღება, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის
დროისთვის არ ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები.
დასრულდა საქართველოს პარლამენტის 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად იმ პოლიტიკური პარტიების სარეგისტრაციო განაცხადების მიღება, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის დროისთვის არ ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები.
13:41 / 16.07.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 6 / 19 °C
img
საგარეჯო 6 / 17 °C
img
დ.წყარო 4 / 15 °C
img
სიღნაღი 5 / 21 °C
img
ლაგოდეხი 8 / 14 °C
img
ყვარელი 6 / 19 °C
img
თელავი 6 / 18 °C
img
ახმეტა 6 / 18 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.