საკანონმდებლო ორგანომ მინისტრთა ახალი კაბინეტისთვის ნდობის
გამოცხადების საკითხს კენჭი გუშინდელ პლენარულ სხდომაზე უყარა.
კენჭისყრაში 114 დეპუტატი იღებდა მონაწილეობას. მათგან 86-მა
დეპუტატმა მთავრობას ნდობა გამოუცხადა, 28 კი, წინააღმდეგი იყო.
გიორგი კვირიკაშვილის მინისტრთა კაბინეტს საპარლამენტო ოპოზიციამ
მხარი არ დაუჭირა.
მთავრობის ახალი შემადგენლობა ასეთია: საქართველოს პრემიერ-მინისტრი -
გიორგი კვირიკაშვილი; სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია;
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი - კახა კახიშვილი; კულტურის
და ძეგლთა დაცვის მინისტრი - მიხეილ გიორგაძე; რეგიონული განვითარების
და ინფრასტრუქტურის მინისტრი - ნოდარ ჯავახიშვილი; ოკუპირებული
ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და
განსახლების მინისტრი - სოზარ სუბარი; თავდაცვის მინისტრი - თინა
ხიდაშელი; შინაგან საქმეთა მინისტრი - გიორგი მღებრიშვილი; შრომის,
ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი - დავით სერგეენკო;
ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე; იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი;
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი;
ფინანსთა მინისრი - ნოდარ ხადური; ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი; საგარეო საქმეთა მინისტრი
მიხეილ ჯანელიძე; განათლებისა და მეცნიერების მინისტრი - თამარ
სანიკიძე; სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ტარიელ
ხეჩიკაშვილი; დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი -
გელა დუმბაძე; ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის
საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - დავით ბაქრაძე; შერიგებისა და
სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - პაატა
ზაქარეიშვილი.
მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცება მას შემდეგ გახდა საჭირო,
რაც 23 დეკემბერს ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის
თანამდებობა დატოვა.
მასალის გამოყენების პირობები