გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში სამეზობლო დავაზე ძიება
მიმდინარეობს. საქმე სსკ-ის 125-ე მუხლით არის აღძრული, რაც ცემას
გულისხმობს.
ახალგაზრდა გოგონამ
მეზობელი ქალბატონი დაკბინა. speqtri.ge-მ
აღნიშნული ფაქტი 20 ივლისს გააშუქა და საზოგადოების დიდი ინტერესი
მოჰყვა. კონფლიქტში მონაწილე მეორე ქალბატონმა (ვინც უკბინა)
ჩვენთან საუბარი არ ისურვა. მომხდარი ქმრის ბებიამ
გაიხსენა, რომლის მიზეზითაც დაიწყო კონფლიქტი.
„მაგ ქალს ფსიქიური პრობლემები აქვს. ჯერ ისევ
ბნელოდა, დაახლოებით დილის 4 საათი იქნებოდა, როცა ხმაური
გავიგე. გამეღვიძა, დავინახე, ოთახში ჩემგან მოშორებით იდგა.
ვუთხარი, ამ დროს აქ რა გინდა-მეთქი, როგორ თუ რა
მინდა, პური გამოვაცხოთო. სახლში
მარტო მე, რძალი და პატარა ბავშვი ვიყავით. მწოლიარეს მომვარდა
და გადმომაგდო. ვუთხარი
წადი-მეთქი. ჯოხი იდო
პატარა, იმით მცემა. თრევით გადამიყვანა და გარეთ
ქვიშაზე დამაგდო. ამ დროს, ხმაურზე პატარძალიც გამოვარდა, უთხრა რა
გინდა, ბავშვს ბნედა უნდა დასცეო?! მეგონა, სახლში წავიდა, თურმე
კარებთან ყოფილა დამალული. ამასობაში გათენდა
კიდეც. გავედი ძროხა ავუშვი. კარები გავაღე, მომვარდა და
პირქვე წამაქცია. ხმაურზე რძალი გამოვიდა, ვეღარ ამგლიჯა, მეტი რა
გზაღა ჰქონდა, ადგა და კბილები მოუჭირა, იქნება ასე მაინც შეეშვასო.
ლამის მომკლა და აბა როგორ უნდა მოქცეულიყო?!“-
ამბობს ნარგიზი ყაჭიური.
აღნიშნულ საქმეზე
გამოძიება ბელა იასეშვილის შეტყობინების საფუძველზე
დაიწყო და ორივე ოჯახის წევრები უკვე დაკითხეს.
სსკ-ის 115-ე მუხლი - ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც
დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ
კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი,-(ჯანმრთელობის
განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო
შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია) ისჯება
ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას
ოთხმოც საათამდე ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თხუთმეტ
თვემდე.
მასალის გამოყენების პირობები