საზოგადოება
სიგარეტის უკანონო რეალიზაცია უნებართვო დოლურებით
სათამაშო დოლურები, რომლის მეშვეობითაც სიგარეტის რეალიზაცია კანონდარღვევით ხდება, ქალაქ გურჯაანში უნებართვოდაა განთავსებული.
საქართველოში კი არ არსებობს სტრუქტურა, რომელიც ამ დარღვევას დაარეგულირებს. ქალაქ გურჯაანში დაახლოებით ერთი წელია მუნიციპალიტეტის კუთვნილ ტერიტორიაზე განთავსებულია სათამაშო დოლურები, რომლის მეშვეობითაც ელექტრონულად ხდება სიგარეტის რეალიზაცია. აღნიშნული ქმედება საქართველოს კანონით "თამბაქოს კონტროლის შესახებ" დარღვევად ითვლება. როგორც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისის ხელმძღვანელი მარეხ მგალობლიშვილი ჩვენთან საუბარში განმარტავს, `თამბაქოს რეალიზაციის კონტროლის შესახებ~ კანონის მე-5 მუხლში არის ერთ-ერთი პუნქტი, რომლის მიხედვითაც აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია ელექტრონული, ან მექანიკური მანქანის საშუალებებით. თუმცა აღნიშნავს, რომ ეს დარღვევა არაკონტროლირებადია.

„საქართველოს კანონის სამართალდარღვევათა კოდექსში არსად არ არის მითითებული თამბაქოს პროდუქციასთან დაკავშირებული მუხლების განსჯადობა. იქ არის ჩამოთვლილი ორგანოები და ყველას აქვს თავისი განკუთვნილი მუხლები, რომლებზეც უფლებამოსილნი არიან შეადგინონ სამართალდარღვევათა ოქმი და თვითონვე გამოიყენონ ჯარიმა ან გადასცენ სასამართლოს. ეს მუხლები არც ერთ ჩამონათვალში არ არის, ანუ არ არის დასახელებული ორგანო, რომელიც აღნიშნულ დარღვევებზე რეაგირებას მოახდენს“.

მისივე თქმით, თამბაქოს რეალიზაციის კონტროლზე არსებობდა სამი სხვადასხვა კანონი, რომელიც გააერთიანეს და ახალი კანონი მიიღეს. „ახალი კანონი, წესით, უფრო მარტივად გამოსაყენებელი უნდა ყოფილიყო, იმ კუთხით, რომ რეგულაციები და კონტროლი ეფექტურად განხორციელებულიყო, მაგრამ ასე არ მოხდა“.

ინფორმაციის დასაზუსტებლად შინაგან საქმეთა სამინისტროში დავრეკეთ, სადაც განგვიცხადეს, რომ ამ საკითხის რეგულირება მათი კომპეტენცია არ არის და ფინანსთა სამინისტროში გადაგვამისამართეს. ფინანსთა სამინისტროდან იგივე პასუხი მივიღეთ, რომლებმაც თავის მხრივ შემოსავლების სამსახურისკენ მიგვითითეს. შემოსავლების სამსახურშიც განმარტეს, რომ ეს საკითხი მათ უწყებას არ ეხება და გვირჩიეს სიტუაცია ადგილობრივ თვითმმართველობაში გაგვერკვია, კერძოდ გამგეობის ზედამხედველობის სამსახურში.

„სპექტრი“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს დურმიშხან ამისულაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ საქმის კურსში არ არის, რადგან ამ თანამდებობაზე ახლადდანიშნულია, თუმცა ინფორმაცია მის წინამორბედთან და სამსახურის სპეციალისტებთან გადაამოწმა.

„გამოდის, რომ ჩემს გარდა ყველამ ყველაფერი იცოდა და სამწუხაროდ, არავინ გამაფრთხილა ამის შესახებ. არ ვიცი ეს დოლურები რა კანონს არღვევს და არც ის ვიცი, რამდენად კანონიერად დგას. რთულია ყველაფრის რევიზია და შემოწმება დამოუკიდებლად გამეკეთებინა. საკითხში გავერკვევი და მეპატრონეს აუცილებლად დავაჯარიმებ“.

ცნობისათვის, „სპექტრი“ ამ საკითხს არაერთხელ შეეხო, თუმცა ზედამხედველობის სპეციალისტებმა, რომლებიც დურმიშხან ამისულაშვილის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით საქმის კურსში იყვნენ, კომენტარი არც უწინ და არც ახლა გააკეთეს. როგორც ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა წინამორბედისგან (თორნიკე წინწალაშვილი) მოგვიანებით, ტელეფონით შეიტყო (სატელეფონო საუბარს „სპექტრის“ ჟურნალისტი ესწრებოდა), დოლურების დადგმაზე ნებართვა ოფიციალურად არ გაცემულა. ამის პრეროგატივა აქვს ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურს. მსგავსი სახის ობიექტების განლაგება კი მხოლოდ მას შემდეგ ხდება, რაც შესაბამისი სამსახური პროექტს განიხილავს. ხოლო ის ფაქტი, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დოლურების დადგმის ნებართვა ოფიციალურად არ გაცემულა (სტატია: გარევაჭრობა სათამაშო ბიზნესში და მოზარდებისთვის ხელმისაწვდომი სიგარეტი) ამავე სამსახურის სპეციალისტმა ჟუჟუნა არევაძემ გასულ წელს დაგვიდასტურა.

"არ ვიცი, არც მსმენია ამ დოლურების შესახებ, არც თვალი მომიკრავს, მაგრამ რამდენად კანონიერად დგას, ვერ გეტყვით. ჩვენ ამის შესახებ ნებართვა არ გაგვიცია და არც არავის მოუმართავს. შესაძლოა, ეს დოლურებიც ისეთივე პრინციპით დგას, როგორც გარემოვაჭრეები დგანან ქუჩაში უკანონოდ“, – განაცხადა არევაძემ.

სათამაშო დოლურების მეპატრონე თელაველი ვინმე ბექაა. იგი ჩვენთან სატელეფონო საუბარში განმარტავს, რომ გამგეობის შესაბამისი სამსახურისთვის ნებართვის თაობაზე არ მიუმართავს, თუმცა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურთან სიტყვიერი შეთანხმება (არაოფოციალური გარიგება) ჰქონდა. მისივე თქმით, იგი მოსაკრებელს ჩვეულებრივ იხდიდა და ამის შესახებ გამგეობა საქმის კურსში იყო. თელაველი ბექა, ამ საკითხზე ვრცლად ინფორმაციის მოწოდებას მოგვიანებით დაგვპირდა, თუმცა შემდეგ ჩვენს ზარებს აღარ უპასუხა. ასევე უშედეგოდ ვეცადეთ მისი გვარის დადგენა და ინფორმაციის
მიღება იმასთან დაკავშირებით, კონკრეტულად ვის გაურიგდა.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, 31
ივლისს ჩუმლაყსა და ყიტაანში 07:00 საათიდან 16:00 საათამდე ბუნებრივი
გაზის მიწოდება შეწყდება. ამის მიზეზი ჩუმლაყის გაზგამანაწილებელ
სადგურში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია.
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, 31 ივლისს ჩუმლაყსა და ყიტაანში 07:00 საათიდან 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეწყდება. ამის მიზეზი ჩუმლაყის გაზგამანაწილებელ სადგურში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია.
15:25 / 26.07.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26-28 ივლისს საქართველოში
მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი
და სეტყვა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26-28 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა.
14:23 / 26.07.2024
2019-2024 წლებში ევროკავშირის დაფინანსება საქართველოს
სამინისტროებისთვის 11-ჯერ აღემატება სამოქალაქო საზოგადოების
ორგანიზაციებისთვის გამოყოფილ თანხებს.
2019-2024 წლებში ევროკავშირის დაფინანსება საქართველოს სამინისტროებისთვის 11-ჯერ აღემატება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის გამოყოფილ თანხებს.
14:57 / 16.07.2024
დასრულდა საქართველოს პარლამენტის 26 ოქტომბრის არჩევნებში
მონაწილეობის უფლების მისაღებად იმ პოლიტიკური პარტიების
სარეგისტრაციო განაცხადების მიღება, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის
დროისთვის არ ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები.
დასრულდა საქართველოს პარლამენტის 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად იმ პოლიტიკური პარტიების სარეგისტრაციო განაცხადების მიღება, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის დროისთვის არ ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები.
13:41 / 16.07.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 6 / 19 °C
img
საგარეჯო 6 / 17 °C
img
დ.წყარო 4 / 15 °C
img
სიღნაღი 5 / 21 °C
img
ლაგოდეხი 8 / 14 °C
img
ყვარელი 6 / 19 °C
img
თელავი 6 / 18 °C
img
ახმეტა 6 / 18 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.