საზოგადოება
უიმედოდ დარჩენილი ერისიმედი
მაია ყალაბეგაშვილი სპექტრი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მასში შემავალ ყველა `მეგობარ~ ქვეყანას ერთი საერთო პრობლემა შეექმნა _ დაუდგენელი საზღვრები. ამის გამო, ქვეყანათაშორის რამდენიმეწლიან დავას ზოგიერთ რეგიონში კი ომს, მნიშვნელოვანი მსხვერპლი მოჰყვა. სამწუხაროდ, მათ სიაში საქართველოც აღმოჩნდა.

რამდენიმე კვირაა, რაც სოფელ ერისიმედის მოსახლეობასთან დაკავშირებას ვცდილობთ. ახლობელმა მირჩია, მათი ნახვა კვირასაა შესაძლებელი, ადგილობრივი მაცხოვრებლები იკრიბებიან, ფულს აგროვებენ, საწვავს ასხამენ და სამარშრუტი ტაქსით ბოდბისხევის ბაზარში მოდიანო. ბაზარში ერისიმედელებს ბევრი საქმე აქვთ, სოფელში არც სავაჭრო ობიექტია, არც აფთიაქი და არც ესოდენ გავრცელებული მინიმარკეტი. ამიტომ ოჯახისთვის საჭირო ნივთებს ბოდბისხევის ბაზარში ყიდულობენ, ამასთან ერთად, სოფელში მოყვანილი სხვადასხვა პროდუქტი და ზოგჯერ თუთუნიც ამოაქვთ გასაყიდად. თუმცა როგორც ჩანს, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა მკვეთრად აისახება საქართველო-აზერბაიჯანის მოსაზღვრე ამ პატარა სოფელზე, რომელიც დაბა წნორიდან 40-45 კილომეტრითაა დაშორებული. ერისიმედელებს გაზაფხულის დასაწყისში უკვე აღარაფერი აქვთ გასაყიდი და თავისთავად აუცილებელი შემთხვევის გარდა ბაზარში აღარ მოდიან. ამიტომ ჩვენი პირველი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, მეორე კვირას შუახანს მიღწეულ რამდენიმე მამაკაცსა და ერთ ახალგაზრდას გავესაუბრეთ.

ჩვენდა სამწუხაროდ, კახეთის რეგიონში ხშირია ისეთი სოფლები, რომლის მოსახლეობას ნაკლებად აქვს კონტაქტი სხვა დასახლებულ პუნქტებთან და თავისთავად, საზოგადოებასთან კომუნიკაციის პრობლემებიც გააჩნიათ. ამიტომ ვცდილობთ, რაც შეიძლება ზოგად საკითხებზე ვესაუბროთ, თუმცა საკმაოდ გასაგებად მიგვანიშნეს, რომ თუკი სოფლის ყოფა-ცხოვრება გვაინტერესებდა, თავად უნდა ვყოფილიყავით მათი სტუმრები და არა ისინი ჩვენი. ჩემს ახლობელთან ერთად, რომელიც მეგზურობასაც მიწევს, სოფელ ერისიმედისკენ მივემგზავრები. უკვე განწყობილი ვარ, რომ გზა, როგორც იაქაურები ამბობენ, "ნაკარტოფილარია" და 22 კილომეტრის გავლას სამი საათი უნდა დასჭირდეს. რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა. შარაგზის დასასრულს ნერვებმა მიმტყუნა, თუმცა სოფლის სასაფლაოს მივუახლოვდით და დაღლილობამ ერთბაშად გამიარა. როგორც ამბობენ, "სასაფლაოსა და ბაზრის ნახვის შემდეგ დაახლოებით უნდა იცოდე რა მდგომარებაშია ხალხი ეკონომიურადო". სასაფლაოს შესახებ შევეცდები ფოტოებით შეგიქმნათ წარმოდგენა, იმის გამო, რომ შესაბამისი სიტყვები ვერ ვიპოვე. რაც შეეხება ბაზარს, მათ არც სავაჭრო ობიექტი აქვთ და არც აფთიაქი. ასე რომ, უკიდურესად მძიმე ინფორმაციის მოსასმენად აბსოლუტურად მზად ვარ.როგორც ჩემმა მეგზურმა ამიხსნა, მდინარე ალაზანზე "დაკიდულ ხიდს" მივუახლოვდით, რომლის იქითაც სასაზღვრო პუნქტია, ამიტომ პირადობის მოწმობები უნდა მოვამზადოთ.

მესაზღვრემ გულდასმით გამოგვკითხა სოფელში სტუმრობის მიზეზი, პირადობის მოწმობები და მანქანის ტექნიკური პასპორტი შეამოწმა, დაახლოებით ათი წუთი გვალოდინა და საჩუქრად გადაცემულ გაზეთებზეც უარი განაცხადა იმ მიზეზით, რომ შესაძლებელია მასში რაღაც საეჭვო იყო მოთავსებული. აკაციის ტყეს მივუყვებით, უფრო სწორად, როგორც მიხსნიან, ყოფილი ტყის მასივს, რადგან განუკითხავობის წლებში ასწლოვანი ხეები სამასალედ გაჩეხეს. პირველი ერისიმედელიც გამოჩნდა, დროს არ ვკარგავთ და მიუხედავად იმისა, რომ სადღაც მიეჩქარება, რამდენიმე საკითხზე კომენტარს ვთხოვთ:
"ჩვენთან ისეთი ოჯახებია, ტირილი მოგინდება, არანაირი დახმარება არანაირი თანადგომა... მე თვითონ ცხინვალის ომი მაქვს მოვლილი და დღემდე უმუშევარი ვარ. ვიღას არ მივმართე, მაგრამ უშედეგოდ. ამიტომ თურქეთში წავედი, ნაომარი კაცი სხვის მიწაზე მონად ვმუშაობდი. საქართველოში დაბრუნებულს არც სოციალური დახმარება მომცეს და არც ჯანმრთელობის პოლისი, არადა მრავალშვილიანი ოჯახის წევრი ვარ. განცხადება ალბათ ათჯერ მაინც დავწერე, მაგრამ მითხრეს მაღალი ქულები მოვიდაო. სოციალურ სააგენტოში მიზეზად ის დაასახელეს, რომ თურქული ფული გადაახურდავეთ, კომპიუტერმა ამოაგდო და დახმარება მაგის გამო არ გეკუთვნითო. იმას თუ უყურებენ მთელი წლის განმავლობაში რა შემოსავალი მქონდა?! სოფელში ბოლო წელებია განსაკუთრებით იგრძნობა გაჭირვება, სახელმწიფო სამსახურში დაახლოებით ათი კაცია დასაქმებული, რომლებიც შედარებით უკეთესად არიან, დანარჩენები კი გაძლებაზე ვართ," _ გვიყვება მანუჩარ თავართქილაძე.

სოფლის დასაწყისში დაბურღულ წყალზე მოსახლეობა სხვადასხვა საჭიროების გამო ხშირად იკრიბება, ზოგს სარეცხი მოაქვს გასარეცხად, ზოგი დასალევ წყალს ავსებს, ზოგსაც საქონელი გამოუყვანია დასარწყლულებლად. "წყალს 200 მეტრიდან ვეზიდებით, ნორმალურად მოდის, ვსვამთ კიდეც, მაგრამ არ  ვიცი ვარგისიანობაზე ლაბორატორიულად შეამოწმეს თუ არა," _ ამბობს სკოლის პედაგოგი ინეზა თავართქილაძე და იქვე აღნიშნავს: "ჩვენი ძირითადი პრობლემა ისაა, რომ სოფელი რაიონული ცენტრიდან საკმაოდ მოშორებულია, გზა კი _ მნიშვნელოვნად დაზიანებული". ერისიმედელების უიმედობას სწორედ ის ფაქტი იწვევს, რომ მათი პრობლემების მოსაგვარებლად ადგილობრივი ხელისუფლება არავითარ ზომებს არ მიმართავს: "არანაირი საზოგადოებრივი ტანსპორტი ჩვენი სოფლის მიმართულებით არ დადის. რამდენიმე კაცი თუ შეიკრიბება და თანასოფლელს რაღაც თანხის ფასად სთხოვს რაიონში წაყვანას. ასე ვახერხებთ ასვლას წნორამდე ან ბოდბისხევამდე ბაზრობის დღეს. ერთი ადამიანისათვის არავინ წავა. ვითხოვდით, რომ კვირაში ერთხელ მაინც მუნიციპალიტეტიდან დანიშნულიყო რამე, მაგრამ უშედეგოდ,"_ ამბობს ნოდარ სურმანიძე. სოფლისთვის გადაუჭრელია, ასევე საზღვრის პრობლემაც.

აზერბაიჯანი საქართველოსგან განსხვავებით საკმაოდ სერიოზულად ეკიდება ამ საკითხს და მათი მხარე არც არასდროს ზარალდება, რადგან მკაცრად აკონტროლებს საზღვარს."პრობლემა ისაა, რომ მათი მხრიდან საზღვარი ისეა გამაგრებული, არაფერი გამოეპარებათ. გადავა საქონელი და მაშინვე იჭერენ. უკან რომ დაიბრუნო, დროულად უნდა მიაკითხო, ამის საშუალება ჩვენებს არ აქვთ. ლაგოდეხზე მოუარეთო გვეუბნებიან, ასე როგორ იქნება, ან ვისა აქვს ამის საშუალება და ან რისთვის უნდა ჩავიდეთ, ასე დაგვიანებით იქ რაღა დაგხვდება?!" _ ამბობს ჟუჟუნა ბერიძე.

ასეთი გაურკვევლობის შედეგად მოსახლეობა, რომლის ერთადერთი საარსებო საშუალება საქონელია, შესაძლოა, ფინანსურად დაზარალდეს. უფრო მეტიც, იყო შემთხვევები, როცა  ამის გამო არასრულწლოვანი სიცოცხლეს გამოასალმეს. "ჩვენი სოფლის მოსახლეობას იმის ნებართვა რომ ჰქონდეს, საზღვარი გადაკვეთოს და ამის გამო არ დაისაჯოს, გაცილებით კარგი მდგომარეობა იქნებოდა. შარშან მეთორმეტე კლასის მოსწავლე აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა იმის გამო მოკლეს, რომ საზღვარზე გადასული საქონლის გადმორეკვას ცდილობდა. ამ ეტაპზე იძულებულები ვართ, ლაგოდეხის საბაჟოს გავლით მოვუაროთ და ისე გადავიდეთ ჩვენგან ორიოდე მეტრით დაშორებულ ტერიტორიაზე.ასეთი შემთხვევებიც იყო, რომ ჩვენმა თანასოფლელმა თორმეტი სული საქონელი დაკარგა. გაარკვია, რომ პირუტყვი ნამდვილად აზერბაიჯანის მხარეს იყო, მაგრამ მხოლოდ ხუთი სულის კომპენსაცია გადაუხადეს,"_ გვითხრა ინეზა თავართქილაძემ.მოსაღამოვდა კიდეც.

ჩვენი სტუმრობა სოფელ ერისიმედში მრავალფეროვანი ინფორმაციის მოპოვების თვალსაზრისით ნაყოფიერი აღმოჩნდა. დანაშაულის გრძნობა დამეუფლა, თითქოს მეც მიმიძღვოდა ბრალი აქაურების ასეთი მძიმე ყოფის გამო. სიტყვებს თავი ვერ მუვუყარე და რაღაც გაურკვეველი, დამშვიდობების მსგავსი წავიდუდუნე.მოვუყვებოდით ოღრო-ჩოღრო გზას და უიმედოდ დარჩენილი ერისიმედელების ნაღვლიანი თვალები გვაცილებდა.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, 31
ივლისს ჩუმლაყსა და ყიტაანში 07:00 საათიდან 16:00 საათამდე ბუნებრივი
გაზის მიწოდება შეწყდება. ამის მიზეზი ჩუმლაყის გაზგამანაწილებელ
სადგურში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია.
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, 31 ივლისს ჩუმლაყსა და ყიტაანში 07:00 საათიდან 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეწყდება. ამის მიზეზი ჩუმლაყის გაზგამანაწილებელ სადგურში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია.
15:25 / 26.07.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26-28 ივლისს საქართველოში
მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი
და სეტყვა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26-28 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა.
14:23 / 26.07.2024
2019-2024 წლებში ევროკავშირის დაფინანსება საქართველოს
სამინისტროებისთვის 11-ჯერ აღემატება სამოქალაქო საზოგადოების
ორგანიზაციებისთვის გამოყოფილ თანხებს.
2019-2024 წლებში ევროკავშირის დაფინანსება საქართველოს სამინისტროებისთვის 11-ჯერ აღემატება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის გამოყოფილ თანხებს.
14:57 / 16.07.2024
დასრულდა საქართველოს პარლამენტის 26 ოქტომბრის არჩევნებში
მონაწილეობის უფლების მისაღებად იმ პოლიტიკური პარტიების
სარეგისტრაციო განაცხადების მიღება, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის
დროისთვის არ ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები.
დასრულდა საქართველოს პარლამენტის 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად იმ პოლიტიკური პარტიების სარეგისტრაციო განაცხადების მიღება, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის დროისთვის არ ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები.
13:41 / 16.07.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 6 / 19 °C
img
საგარეჯო 6 / 17 °C
img
დ.წყარო 4 / 15 °C
img
სიღნაღი 5 / 21 °C
img
ლაგოდეხი 8 / 14 °C
img
ყვარელი 6 / 19 °C
img
თელავი 6 / 18 °C
img
ახმეტა 6 / 18 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.