საზოგადოება
"ასეთი გმირები არასდროს კვდებიან"
რომანტიზმითა და პატრიოტიზმით გაჟღენთილი სტრიქონები, აქტიური ცხოვრება და ბოლოს, სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად შეწყვეტილი საკუთარი სიცოცხლე. 29 ივლისს, 21 წლის ოთო გურგენიშვილი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. მან სიკვდილს მცირეწლოვანი ბავშვი გადაარჩინა, თვითონ კი დაიღუპა. მისმა გარდაცვალებამ მთელი საზოგადოება და ინტერნეტსივრცე მოიცვა. არაერთმა მედიასაშუალებამ გაახმაურა მისი გმირობის ამბავი. ჩვენთან ხომ ადამიანებს სიკვდილის შემდეგ ვაფასებთ. მეც სულ ახლახანს შევიტყვე, თუ როგორი ნიჭიერი, კაცთმოყვარე და სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი დააკლდა ჩვენს ქვეყანას. ლექსებს რვა წლიდან წერდა, მისი სტრიქონებიდან ნათლად ჩანს პოეტური სული. თუმცა აი, რას ამბობდა - ""მე ჩემ თავს ისეთი პოეტების ქვეყანაში, როგორებიც: ვაჟა, აკაკი, გრანელი, ლადო, ალექსანდრე აბაშელი, გრიგოლ აბაშიძე, ტიციანი, გალაკტიონი და სხვანი იყვნენ, გამიჭირდება პოეტი ვუწოდო, მაგრამ ჩემი აზრით, იყო პოეტი, ეს დიდ ბედნიერებასთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაა! პასუხისმგებლობა შენი მსმენელის წინაშე და რაც მთავარია, იყო პოეტი, არ ნიშნავს წერო მხოლოდ კარგი ლექსები, კარგი პოეტი, საზოგადოებაში აუცილებლად უნდა გამოირჩეოდეს მისი პოეტური ცხოვრებით." როგორც ოთო ამბობდა, ყველა პოეტის ლექსში ახალს პოულობს ადამიანი, შესაბამისად, ყველა პოეტის ცხოვრება სხვადასხვაგვარია. - "პოეტური ცხოვრება, პირველ რიგში, უბრალოებას გულისხმობს, სიყვარულის გაცემას, ადამიანებთან აქტიურად საუბარს, საზოგადოების სატკივარის გაზიარებას და არა მხოლოდ კარგი ლექსის დაწერას, რომლის გამოქვეყნების შემდეგ პოეტი მარტო საკუთარ თავზე, ნაყროვანებაზე, გაძღომასა და დროსტარებაზე იფიქრებს. პოეზია, იგივეა, რაც სიკეთე, ეს პასუხისმგებლობაა – ქვეყნის, ერისა და უფლის წინაშე, შესაბამისად - იყო პოეტი, მხოლოდ სურვილი და ნიჭი არ არის - იყო პოეტი, ეს მადლი და დიდი ბედნიერებაა." როგორც ამბობენ, ოთო თავისი ლექსების კრებულზე ოცნებობდა. მეგობრები სურვილს გარდაცვალების შემდეგ აუსრულებენ. ოთომ ცხოვრების მიზანი ერთ-ერთ ინტერვიუში გაამხილა. - "მინდა ვიყო შემდგარი, სრულფასოვანი, წარმატებული, სიყვარულის უნარით დაჯილდოვებული ადამიანი. დავტოვო შვილები, შვილიშვილები, შვილთაშვილები და უდიდესი რაოდენობის თანამოაზრე გარდაცვალების შემდეგ."- აქედან მხოლოდ ერთის ასრულება არ აცალა სიკვდილმა. შემოდგომა მენატრებაო - წერდა facebook-ის გვერდზე, ვინ იცის რისთვის და რატომ?! როგორც ოთოს მეგობრები ამბობენ, მისგან "სხვას არც ელოდნენ". აი, რას წერს მისი მეგობარი ნუცა ბასილაშვილი - "არ მახსოვს დანაპირები არ შეგესრულებინოს... ერთნაირად შოკირებული და გაბრაზებული ვარ იმიტომ, რომ აღარ მეყოლები და იმიტომ, რომ პირობა დაარღვიე- წახვედი! მეშინია ჩვენი შეტყობინებების გადაკითხვის... ამ რამდენიმე საათში ათასჯერ შემოვედი შენს თაიმლაინზე და ორიათასჯერ ვცადე მეპოვა შენი არარსებობის სულ მცირე ფაქტიც კი... ჯერ ისევ მგონია, რომ ცუდ სიზმარში ვარ, რომ მალე გამეღვიძება და აუცილებლად დამხვდება შენი შეტყობინება... რა დამიტოვე.. დაცარიელებული, მოწყენილი, ატირებული ნუცა... არ გეპატიება, ცუდი საქციელია... რამდენიმე საათის წინ იყო აღფრთოვანებული რომ მიყვებოდი შენს გეგმებზე და ახლა უცებ ყველაფერი უაზროდ შემატოვე ხელში... მეცამეტე თვე ჩვენი თვე იქნება! სადღაც მაინც დადგება ეს მეცამეტე თვე." ჩვენთან საუბარში ოთოს დიდი სიყვარულითა და ამავდროულად ტკივილით იხსენებს ნათია უტიაშვილი, მისი ბავშვობის მეგობრის დედა, თუმცა წარსულში საუბარი უჭირს. "მე და დედამისი გურჯაანში ერთ უბანში ვცხოვრობდით. მახსოვს, როგორი "გიჟი დედა" იყო. ოთო ჩვენთან იზრდებოდა რვა წლამდე. ძალიან ვღელავ და ცრემლების დაფარვა მიჭირს. "შავტუხას" ვეძახდით, ძალიან "ბოცოცო" და საყვარელი ბავშვი იყო. ყველა ოჯახის შვილი იყო, ყველას ძალიან გვიყვარდა. ჩემს შვილთან ერთად იზრდებოდა, არ მახსოვს ამხანაგებთან ეჩხხუბა. ერთი შოკოლადიც რომ ჰქონოდა, სხვებს გაუყოფდა." "ვინ ვიქნებოდი მე რომ არ ვიყო ალბათ მეორე ჩემი პატენტი" ოთოს ლექსში დასმულ ამ კითხვას უკვე გაეცა პასუხი. აღარ არის, მაგრამ ის უკვე გმირია. და ბოლოს, მინდა ჩემი მონოლოგი ოთოს მეგობრის, თეონა ზალიკიანის ლექსით დავასრულო: "მარტივი გათვლებით გაშორდი სათვალავს ფეხდაფეხ მოგყვება ლექსების არმია ახლა ხარ შიშველი სუდარის ამარა ზეცად კი გმირობის ჯავშანი გაცვია. შენს სახელს დროდადრო "დაღეჭავს" დროება გაგიცნობს... შეგიცნობს პატარა მოჰიკანს ყოველდღე ლექსებით სიკვდილს და გოდებას ერთხელაც გმირულად სიკვდილი ჯობია. ცოტაც და... უფალთან წარსდგები მართალი (რაოდენ შემშურდი შენ ეს ხომ არ იცი...) ახლა შენ მოგტირის ათასი ლაჩარი მათსავით მეც მწუხრს და ტკივილებს განვიცდი. ...გაცურე კი არა, შენ ნაპირს გადასცდი იმ ადგილს გადასწვდი, სადაც რომ ღმერთია, სიკვდილო, შეხედე! რა მწარედ დამარცხდი! ასეთი გმირები არასდროს კვდებიან! თამარ კაპანაძე
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, 31
ივლისს ჩუმლაყსა და ყიტაანში 07:00 საათიდან 16:00 საათამდე ბუნებრივი
გაზის მიწოდება შეწყდება. ამის მიზეზი ჩუმლაყის გაზგამანაწილებელ
სადგურში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია.
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, 31 ივლისს ჩუმლაყსა და ყიტაანში 07:00 საათიდან 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეწყდება. ამის მიზეზი ჩუმლაყის გაზგამანაწილებელ სადგურში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია.
15:25 / 26.07.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26-28 ივლისს საქართველოში
მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი
და სეტყვა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26-28 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა.
14:23 / 26.07.2024
2019-2024 წლებში ევროკავშირის დაფინანსება საქართველოს
სამინისტროებისთვის 11-ჯერ აღემატება სამოქალაქო საზოგადოების
ორგანიზაციებისთვის გამოყოფილ თანხებს.
2019-2024 წლებში ევროკავშირის დაფინანსება საქართველოს სამინისტროებისთვის 11-ჯერ აღემატება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის გამოყოფილ თანხებს.
14:57 / 16.07.2024
დასრულდა საქართველოს პარლამენტის 26 ოქტომბრის არჩევნებში
მონაწილეობის უფლების მისაღებად იმ პოლიტიკური პარტიების
სარეგისტრაციო განაცხადების მიღება, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის
დროისთვის არ ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები.
დასრულდა საქართველოს პარლამენტის 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად იმ პოლიტიკური პარტიების სარეგისტრაციო განაცხადების მიღება, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის დროისთვის არ ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები.
13:41 / 16.07.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 3 / 7 °C
img
საგარეჯო 2 / 4 °C
img
დ.წყარო 1 / 6 °C
img
სიღნაღი 3 / 8 °C
img
ლაგოდეხი 2 / 7 °C
img
ყვარელი 3 / 7 °C
img
თელავი 2 / 6 °C
img
ახმეტა 2 / 5 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.