სამართალი
დაზარალებული ნიკოლოზ თოფაძე სასამართლომ დამნაშავედ სცნო
სოფელ მელაანში მცხოვრებ ნიკოლოზ თოფაძეს, მეზობელმა გიორგი ნათიძემ პროკურატურაში ფიზიკური შეურაცხყოფის გამო უჩივლა. სასამართლო პროცესი, რომელიც რამდენიმე თვე გრძელდებოდა, გიორგი ნათიძის სასარგებლოდ დამთავრდა. ნიკოლოზ თოფაძე საქმის გასაჩივრებას უმაღლეს სასამართლოში აპირებს. დავა, რომელიც უკვე დიდი ხანია გრძელდება, 2010 წელს დაიწყო. ნიკოლოზ თოფაძემ თბილისში ბინა გაყიდა და საცხოვრებლად სოფელ მელაანში გადმოვიდა. - "გარკვეული სამუშაოების ჩასატარებლად სხვისი დახმარება დამჭირდა. სწორედ ამ დროს გამოჩნდა ნათიძე, რომელმაც თავისი სურვილით რამდენჯერმე დახმარება შემომთავაზა. მეც უარი არ მითქვამს, თუმცა დაწყებული საქმე ბოლომდე არ მიიყვანა. ამის შემდეგ არ გასულა ცოტა ხანი, რომ ფულის სასესხებლად კიდევ მოვიდა ჩემთან." როგორც თვითონ ყვება, ფულის სასესხებლად მეზობელი მასიურად აკითხავდა. იმ პერიოდისთვის ბანკში ანაბარზე გარკვეული თანხა ჰქონდა, რომლის შესახებაც ნათიძემაც იცოდა. - "2012 წლის ივლისის თვეში მოვიდა და მითხრა, შვილი რომ ციხიდან გამოვიყვანო, 1500 ლარი მჭირდებაო, შემეცოდა და მივეცი. რამდენიმე დღეში წავიდა და მანქანა იყიდა. ამის შემდეგ შემომთავაზა, რომ მანქანების ბიზნესის დასაწყებად ფული კიდევ მესესხებინა, მე კი ყოველთვიურად 200 დოლარს გადამიხდიდა. ბევრი ფიქრის შემდეგ დავთანხმდი, წავიდა და მეორე მანქანაც იყიდა." როგორც ნიკოლოზ თოფაძე ამბობს, ამის შემდეგ მეზობელს მისთვის არანაირი თანხა აღარ მიუცია. გამოუვალ მდგომარეობაში მყოფმა ნათიძეს თავისი კუთვნილი თანხის დაბრუნება რამდენჯერმე მოსთხოვა, მაგრამ უშედეგოდ. - "როდესაც ფულს ვთხოვდი, ყოველთვის რაღაც მიზეზებს იგონებდა. ერთხელ მომცა-100, ხოლო მეორეთ 50 დოლარი. სახლში ქათმები მყავდა, მათთვის თვეში ერთხელ ორი `მეშოკი~ ქატო მოჰქონდა. სულ ეს იყო. ამ ყველაფერს მე ვიწერდი, იმიტომ, რომ მერე რამე გაუგებრობა არ ყოფილიყო. მაგრამ, როგორც ჩანს, მას დიდი ხანია ჩაფიქრებული ჰქონდა, რომ ჩემთვის ფული არ დაებრუნებინა."-გვიყვება ნიკოლოზ თოფაძე. თანხის დაბრუნების თხოვნით მეზობელს რამდენჯერმე სახლშიც მიაკითხა. ნათიძის მეუღლემ უთხრა, რომ ვალი გასტუმრებული ჰქონდათ და მათთან თანხის სათხოვნელად აღარ მისულიყო. ინციდენტი კი, რომელიც სასამართლომდე მივიდა, 2014 წლის 23 იანვარს მოხდა. - "ერთ დღესაც დავურეკე და ვუთხარი ვალი დამიბრუნე-მეთქი. ამის გაგონებაზე გინება დამიწყო. გადავწყვიტე. სახლში მიმეკითხებინა. ქუჩის კარები სულ ჩაკეტილი ჰქონდათ, ამიტომ ჩაქუჩი ავიღე, რომ კარზე დამებრახუნებინა. ჩემდა გასაოცრად იქ მისულს, კარები ღია დამხვდა. ნათიძემ რომ დამინახა, ცული აიღო, წამოვიდა ჩემსკენ და ყუიდან რამდენჯერმე დამარტყა, წავიქეცი. მომდგა და სახეში ფეხით დამიწყო ცემა. მას ცოლიც მიეხმარა,"-იხსენებს დაზარალებული. ნიკოლოზი ეზოდან გარეთ გამოიყვანეს და გზაზე დატოვეს. გაუსაძლისი ტკივილების გამო მან გონი დაკარგა, მაგრამ მდგომარეობიდან მალევე გამოვიდა და სახლში წავიდა. ცოტა ხნის შემდეგ სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის გურჯაანის ჯეოსჰოსპიტალსის საავადმყოფოში გადაიყვანა, რის შემდეგაც კაჭრეთის პოლიციის გამომძიებლის გია ნიჟარაძის ინიციატივით, ექსპერტიზა ჩაუტარდა. - "გია ნიჟარაძემ ექსპერტთან წამიყვანა, რომელმაც ცნობა დამიწერა საავადმყოფოს მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე. როცა მივედით, გიამ მითხრა შენ არ გადმოხვიდე, რაც საჭირო იქნება, ყველაფერს მე გავაკეთებო. მეც ვენდე. ამის შემდეგ ჩვენება გურჯაანის პოლიციაში მივეცი,"- ყვება ნიკოლოზი. ამის შემდეგ გიორგი ნათიძემ ცემის ფაქტზე, პროკურატურაში საჩივარი შეიტანა. პროცესი რამდენჯერმე გაიმართა, დაიკითხნენ მოწმეები, ბოლოს კი სასამართლომ თოფაძე დამნაშავედ სცნო და ჯარიმაც დააკისრა. - "მთელმა სოფელმა იცის, რომ ამ პიროვნებას ჩემი 5 ათას დოლარზე მეტი ვალი აქვს. იმის მაგივრად, რომ ნელ-ნელა დაებრუნებინა, აქეთ თვითონ მიჩივლა, რომ სახლში მივუვარდი და ვცემე. არც ექსპერტიზის დასკვნა და არც მოწმეების ჩვენება არ არის სწორი, მაგრამ ჩემი სიმართლე ვერ დავამტკიცე. ისე მცემეს, რომ სიკვდილს ძლივს გადავურჩი, დაზარალებულად კი ნათიძე სცნეს. ერთი თვის ვადაში 500 ლარის გადახდა დამაკისრეს. ვიცი, რომ დამნაშავე არ ვარ, ამიტომ არ დავნებდები. საქმის გასაჩივრებას უმაღლეს სასამართლოში და შინაგან საქმეთა სამინისტროში ვაპირებ,"-აღნიშნა მან. როგორც ჩვენთან საუბარში გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა სანდრო გიორგაშვილმა განმარტა, პროკურატურამ ნიკოლოზ თოფაძე სამართლებრივად დამნაშავედ სცნო. - "თანასოფლელს თავში ორჯერ ჩაქუჩის ჩარტყმით მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიაყენა. მას ბრალი 125-ე მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს.Mმან დანაშაული არ აღიარა, მაგრამ გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ სცნო და 500 ლარის ოდენობით დააჯარიმა. საქმეში არის ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დასტურდება, რომ ნათიძეს კეფა და ტუჩი აქვს დაზიანებული. ასევე არის მოწმე მესხიშვილი, რომელიც იმ დროს იქ იმყოფებოდა და რომ არა მისი აქტიური ჩარევა, ყველაფერი მსხვერპლით დამთავრდებოდა."- აღნიშნა მან. პროკურორის განმარტებით, დანაშაულის ჩადენის დროს თოფაძე ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. - "როგორც მოწმეებმა აღნიშნეს, ნათიძე უკვე გასისხლიანებული იყო, მაგრამ ნიკოლოზ თოფაძე მაინც აგრძელებდა ძალადობრივ ქმედებებს, იგინებოდა და კიდევ იწევდა დასარტყმელად. ის ამ დროს ნასვამ მდგომარეობაში იყო. დაზიანებები თოფაძესაც აღენიშნებოდა, მაგრამ ამ დროს გიორგი ნათიძის ქმედება იყო მართლზომიერი, ის თავს იცავდა. ამ დროს შეიძლება მოკლა კიდეც ადამიანი და ეს დანაშაულად არ ითვლება,"-აღნიშნა მან. სანდრო გიორგაშვილის განმარტებით, გიორგი ნათიძეს ნიკოლოზ თოფაძის ვალი მართლაც ჰქონდა, მაგრამ მცირე ოდენობით. - "კონფლიქტი ფულმა გამოიწვია. როგორც საქმიდან ირკვევა, ნიკოლოზ თოფაძემ ნათიძეს სულ 1500 ლარი ასესხა, რომელიც დაზარალებულმა, პროცენტთან ერთად, უკან დაუბრუნა. თოფაძე ამ ფაქტს უარყოფს და იძახის რომ 5000 ლარზეა საუბარი, მაგრამ ამისი არანაირი დამადასტურებელი დოკუმენტი არ არსებობს. თუნდაც ასე ყოფილიყო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩაქუჩის ჩარტყმით გაარკვიოს სამართალი. როდესაც მეზობელთან სახლში მივიდა, ფული საერთოდ არ უხსენებია და პირდაპირ თავდასხმაზე გადავიდა." პროკურორის თქმით, ნიკოლოზ თოფაძემ თანხა ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა გადაიხადოს და მას ასევე აქვს უფლება საქმე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს. მარინა პეტრიაშვილი
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ
ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, 
მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26.07.2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე,
არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა
სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11.07.2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს
და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17.04.2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, საპროტესტო
აქციის, „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ 14 მონაწილეა დაკავებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, საპროტესტო აქციის, „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ 14 მონაწილეა დაკავებული.
00:24 / 16.04.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 1 / 8 °C
img
საგარეჯო 5 / 6 °C
img
დ.წყარო 0 / 4 °C
img
სიღნაღი 1 / 9 °C
img
ლაგოდეხი 1 / 6 °C
img
ყვარელი 1 / 8 °C
img
თელავი 6 / 7 °C
img
ახმეტა 7 / 7 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.