კახეთში 25 წლის მამაკაცი არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს
კახეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში 25 წლის მამაკაცი 13 წლის გოგოზე
სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის
სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 16 წლის ასაკს
მიუღწეველ პირთან სექსუალურ კავშირს გულისხმობს.
„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, 25 წლის მამაკაცი არასრულწლოვანის
შორეული ნათესავია და ამავე ოჯახში ქირით ცხოვრობდა.
როგორც ცნობილია, გოგონაზე სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ
ოჯახმა მას შემდეგ შეიტყო, რაც 13 წლის მოზარდი და მათი ნათესავი
გაუჩინარდნენ. გოგოს ბებიამ პოლიციას მიმართა. რამდენიმედღიანი ძებნის
შემდეგ მამაკაცი დააკავეს და მას 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა
შეუფარდეს. გოგო ოჯახში უკვე დააბრუნეს.
მასალის გამოყენების პირობები