როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა,
საგარეჯოში თავდამსხმელი ყოფილი სამხედროა, რომელიც ავღანეთის
მისიაშიც მონაწილეობდა.
“როგორც ვიცით, მოქმედი სამხედროა. 2006 წლიდან მუშაობდა. პირველადი
ინფორმაციით, როგორც გვითხრეს, 2021 წელს დატოვა სამხედრო სამსახური.
მანამდე მუშაობდა. ავღანეთის მისიაშიც ნამყოფია, როგორც
დაგვიდასტურეს. რა მოხდა არავინ იცის ჯერჯერობით”, – აცხადებს
გომელაური.
შეგახსენებთ, რომ საგარეჯოში შეიარაღებულმა პირმა საცხოვრებელი
კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც
დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის 1 პოლიციელი და დაიჭრა
5 ადამიანი. შინაგან საქმეთა სამინისტროს
ინფორმაციით, თავდამსხმელმა თავი მოიკლა.
მასალის გამოყენების პირობები