იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით თელავში ერთი პირი დააკავეს
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს
თანამშრომლებმა 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ტ.,
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო
შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, თელავის მუნიციპალიტეტში დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ ბრალდებულის პირადი
ჩხრეკისას 3 ცეცხლსასროლი იარაღი და 23 ვაზნა ამოიღო.
უწყების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული
და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო
მასალა კახეთის გარდა, ამოიღეს თბილისში, სამეგრელოსა და
იმერეთშიც. სულ დაკავებულია 6 პირი.
როგორც შსს-ში განმარტავენ, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტებზე გამოძიება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4
ნაწილებით მიმდინარეობს.
დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები