სამართალი
ახალი დეტალები ბარბარე რაფალიანცის საქმეში
მარინა პეტრიაშვილი
DSCN155930 სექტემბერს სოფელ კოლაგში, მექერიშვილების ოჯახში ტრაგედია დატრიალდა. 10 თვის ბარბარე რაფალიანცი, რომელიც დეიდასთან სტუმრად იმყოფებოდა, ნახევარი საათის ძებნის შემდეგ ოჯახის წევრებმა, საძინებელი ოთახის გვერდით მარანში წყლით სავსე ქვევრში გარდაცვლილი იპოვეს. როგორც ექსპერტიზამ დაასკვნა, ბავშვი ქვევრში ცოცხალი ჩააგდეს და მისი სიკვდილი წყალმა გამოიწვია. გარდაცვლილი გოგონას ახლობლები ამ ფაქტს არჩევნებს უკავშირებდნენ. როგორც ბავშვის დეიდა დალი მექერიშვილი ამბობდა, მკვლელობამდე მისი ოჯახის მიმართ რამდენჯერმე მუქარაც განხორციელდა, რადგან ის `ქართული ოცნების~ წარმომადგენელი იყო. ოჯახის წევრები დანაშაულს `ნაციონალური მოძრაობის~ მხრიდან ანგარიშსწორებას უკავშირებდნენ და ყოფილ გუბერნატორს, ამჟამად დეპუტატს გიორგი ღვინიაშვილს სდებდნენ ბრალს. რამდენიმე დღის წინ კი, გააჟღერეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იმ დღეებში გიორგი ღვინიაშვილმა დუმილის ფასად, მათი მოქრთამვა სცადა. "როდესაც ეს უბედურება დაგვატყდა, ჩემ სიძესთან მივიდა ვიღაც პიროვნება, რომელმაც უთხრა, რომ გამგებლის მოადგილე იყო და 3000 ლარი გადასცა. იმ პიროვნებამ ასე უთხრა: ეს თანხა გიორგი ღვინიაშვილმა დაკრძალვის თანხების გასასტუმრებლად გამოგიგზავნათ და დამაბარა, რომ ბრალს ტყუილად მდებთ, დანაშაული მე არ ჩამიდენიაო. ეს მოხდა ბავშვის დასაფლავებამდე," _ გვითხრა ბავშვის ბებიამ თინა მექერიშვილმა და იქვე დასძინა: "ასეთი რამ სად ხდება, რომ დაკრძალვის ხარჯებს ამდენს უგზავნიან ოჯახს? ჩემი სიძე, გამოუცდელი ბიჭია და თანხა გამოართვა. რა ეგონათ, ფულს თუ მოგვცემდნენ გავჩუმდებოდით? იმ დროს მე არ ვიყავი სახლში, თორემ კი არ გამოვართმევდი, სათითაოს თავზე დავაფხრეწავდი. მართალია, გვიჭირს, მაგრამ მათხოვრებად არასოდეს ვქცეულვართ."
როგორც ბავშვის ბებია ამბობს, დიდი სურვილი აქვს, რომ გამოძიება დროულად დასრულდეს და იმ ბრალდებებს რაც მათი ოჯახის მისამართით ისმოდა, ფარდა აეხადოს. მათ ახალი მთავრობის დიდი იმედი აქვთ და ფიქრობენ, რომ სიმართლე ეხლა მაინც გაირკვევა და მკვლელები სათანადოდ დაისჯებიან. "ბოლოს და ბოლოს, წერტილი დაესმება იმ ცილისწამებას, რაც ჩვენი ოჯახის მისამართით ისმოდა, რომ თითქოს ბავშვი დეიდამ მოკლა. ბარბარე დღენაკლული დაიბადა და დალიმ როგორც საკუთარი შვილი, ისე გაზარდა, რომელი ადამიანი მოკლავს თავის დისშვილს?" _ გვითხრა მან.
გაზეთი `სპექტრი~ ორი დღის განმავლობაში ცდილობდა გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატთან გიორგი ღვინიაშვილთან დაკავშირებას, მაგრამ ტელეფონი ხან გამორთული ჰქონდა, ხან კი არ გვპასუხობდა. სხვადასხვა ტელევიზიებით გავრცელებულ სიუჟეტებში კი განაცხადა, რომ ეს მხოლოდ დაკრძალვის ხარჯი იყო და გუბერნია მსგავს დახმარებას ყველა გაჭირვებულს უწევს. როგორც ოჯახის მეზობელი ეთერ მუჯიშვილი ამბობს, ცოტა ხნის წინ დედა დაეღუპა, ერთჯერადი დახმარება მასაც აღმოუჩინეს, მაგრამ არა ამ ოდენობის თანხით. "დედაჩემი რომ დაიღუპა, გამგეობაში მეც ვითხოვე დახმარება, ძალიან გაჭირვებული ოჯახი მაქვს, მაგრამ მარტო ასი ლარით დამეხმარნენ. თუ დახმარებაა, მე მგონი ყველაზე ერთნაირად უნდა ყოფილიყო. დამნაშავეები იყვნენ და უნდოდათ, რომ ეს ოჯახი გაეჩუმებინათ. ტყუილი რომ იყოს, ასე მოიქცეოდნენ?" _ აღნიშნა მან `სპექტრთან~ საუბარში.
ბარბარე რაფალიანცის მკვლელობა ამ დრომდე არ არის გახსნილი. საქმეს შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო იძიებს. შინაგან საქმეთა ახალმა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეს საქმე პირად კონტროლზე აიყვანა. მისი თქმით, გარდაცვალების მიზეზის დასადგენად მაქსიმალურად ყველა რესურსი იქნება გამოყენებული.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ
ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, 
მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26.07.2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე,
არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა
სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11.07.2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს
და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17.04.2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, საპროტესტო
აქციის, „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ 14 მონაწილეა დაკავებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, საპროტესტო აქციის, „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ 14 მონაწილეა დაკავებული.
00:24 / 16.04.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 1 / 8 °C
img
საგარეჯო 5 / 6 °C
img
დ.წყარო 0 / 4 °C
img
სიღნაღი 1 / 9 °C
img
ლაგოდეხი 1 / 6 °C
img
ყვარელი 1 / 8 °C
img
თელავი 6 / 7 °C
img
ახმეტა 7 / 7 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.