სამართალი
ათასლარიანი ჯარიმა ქარისგან მოტეხილი ხის გამო
ლანა გულოშვილი
[caption id="attachment_3679" align="alignright" width="255"] გიორგი ქარსალაძის თქმით, ქარისგან მოტეხილ ხეს ტოტები ჩამოაჭრა და სახლში წაიღო, რის გამოც ათასლარიანი ჯარიმა დაუწერეს[/caption]
კახეთში იაფი გათბობის საშუალებად კვლავ შეშა ითვლება. ბევრი ოჯახი მაღალი ტარიფის გამო ვერ ახერხებს ბუნებრივი აირის მოხმარებას. ამას ემატება ისიც, რომ სოფლების უმრავლესობა ჯერ კიდევ არ არის გაზიფიცირებული. სწორედ ამიტომ, ზამთრის მოახლოებასთან ერთად მატულობს ტყის გაჩეხვისა, თუ ხის უკანონოდ მოჭრის პრეცედენტები. `სპექტრი~ კომპეტენტური პირების დახმარებით შეეცადა მოსახლეობისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია: რა მიიჩნევა კანონდარღვევად, რა სახის ჯარიმაა გათვალისწინებული ამ შემთხვევაში, რა სახის სანქციები არსებობს თანხის გადაუხდელობისას და რა არის "გარემოსთვის მიყენებული ზიანი"? ენერგეტიკის სამინისტრო, ბუნებრივი რესურსების სააგენტო, ტყისა და ველური ბუნების მართვის დეპარტამენტი, _ ეს არის ერთი მთლიანი სტრუქტურა, რომელიც საბოლოო ჯამში გარემოს დაცვას ემსახურება. ამის მიუხედავად, ბოლო წლებში განსაკუთრებით გახშირდა ხე-ტყის უკანონოდ ჭრა.
ზოგ შემთხვევაში მოქალაქის მხრიდან კანონდაუმორჩილებლობა ინფორმაციის უქონლობითაც აიხსნება. აღნიშნულ საკითხში უკეთ გარკვევის მიზნით `სპექტრის~ რედაქციას არაერთი მოქალაქე დაუკავშირდა. მათ შორის არიან ისეთებიც, ვინც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე დააჯარიმეს. თუმცა მათ დაკისრებული ჯარიმის სამართლიანობაში ეჭვი შეაქვთ. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში მცხოვრებმა გიორგი ქარსალაძემ კახეთის სააღსრულებო ბიუროდან შეტყობინება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ 2012 წლის 11 მაისს განმეორებით მიიღო. დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე დაკისრებული აქვს ჯარიმის (ან საურავის) სახით 1000 ლარის გადახდა. ასევე "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-6 პრიმა პუნქტის თანახმად აღსრულების საფასურია 70 ლარი, რაც ჯამში შეადგენს 1070 ლარს. `სპექტრთან~ საუბარში გიორგი ქარსალაძე იხსენებს: "ჩემი ნაკვეთის გვერდით ეგდო წაქცეული ხე. ტოტები მოვაჭერი და სახლში წამოვიღე. ამის შემდეგ ძალიან მალე მოვიდნენ ჩემთან ოჯახში, როდესაც შეშა აღმოაჩინეს, დამიბარეს თელავის პოლიციის რაიონულ განყოფილებაში. როგორც ამიხსნეს, დამაჯარიმეს ბუნებისთვის მიყენებული ზიანისა და შეშის ტრანსპორტირებისთვის. ეს ხე მე არ მომიჭრია, მეხი დაეცა და წააქცია. არ მესმის ასეთი რა კანონდარღვევა ჩავიდინე?! ნამდვილად არ მაქვს საშუალება ამხელა თანხა გადავიხადო. კი მითხრეს, ნაწილ-ნაწილ შეგიძლია დაფაროო, მაგრამ მაინც გამიჭირდება. იმედი მაქვს, ახალი ხელისუფლების პირობებში ეს საქმე გადაიხედება და რამე მეშველება," _ ამბობს გიორგი ქარსალაძე.
ბუნებრივი რესურსების სააგენტოს კახეთის სამმართველოს უფროსმა ირაკლი დობორჯგინიძემ კი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თელავის რაიონული პროკურატურის (29.07.2011-ის) დადგენილება გაგვაცნო. "მასალების თანახმად ირკვევა, რომ გიორგი ქარსალაძემ 2011 წლის ივლისის თვეში, სოფელ აკურის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ჭალაში, ქარისგან მოტეხილ მუხის ჯიშის ხეს მოაჭრა ტოტები სულ 1,5 კუბური მეტრის ოდენობით და ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე, მოახდინა მისი ტრანსპორტირება და გადაიტანა სახლში. რაზედაც პოლიციამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე. 2011 წლის 29 ივლისს თელავის რაიონულმა პროკურატურამ სისხლის სამართლის ქმედების არარსებობის გამო შეწყვიტა აღნიშნული საქმე და დადგენილების ასლი შემდგომი რეაგირებისათვის ჩვენს სამსახურში გადმოაგზავნა," _ განმარტა ირაკლი დობორჯგინიძემ და აქვე დასძინა: "ასეთ შემთხვევაში ჩვენს მიერ დგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ა.ს.კ.-ის 66 მუხლის პირველი ნაწილით (ხე-ტყის უკანონო ჭრა), ხოლო თუ სამართალდარღვევა პიროვნებას ჩადენილი აქვს განმეორებით, მაშინ ა.ს.კ.-ის 66 მუხლის მეორე ნაწილითაც, ასევე უკანონო ტრანსპორტირებისთვის 1282 IV ნაწილით იგზავნება სასამართლოში. ვინაიდან გიორგი ქარსალაძეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვის საინფორმაციო ბანკის მონაცემებით ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევა განმეორებითაც ჰქონდა ჩადენილი, ასევე აწარმოებდა უკანონო ტრანსპორტირებას, სასამართლომ მას დააკისრა გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება და 1000 ლარი ჯარიმის გადახდა,"-გვითხრა ირაკლი დობორჯგინიძემ.
მისივე თქმით, ხე-ტყის უკანონო ჭრისთვის კანონდამრღვევი პირველ ჯერზე ამჟამად უკვე მხოლოდ გაფრთხილებას იღებს, ფულადი ჯარიმა კი დანაშაულის განმეორების შემთხვევაში ეკისრება. "ამჯერად სამართალდარღვევის პირველ შემთხვევაში დგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გაფრთხილების მუხლით (ა.ს.კ.-ის 66 მუხლის 21 ნაწილით), რის შედეგადაც სასამართლო, კანონდამრღვევს აკისრებს, მხოლოდ გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ხოლო გამეორებისას ავალდებულებს გარემოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურებას და ადმინისტრაციულ ჯარიმას 500 ლარის ოდენობით," _ განმარტავს ირაკლი დობორჯგინიძე.
შეგახსენებთ, რომ კანონით გათვალისწინებული ნორმების თანახმად, მოქალაქეს ტყიდან შეშა გამოაქვს შემდეგი პროცედურების დაცვით: გადის კონსულტაციას მეტყევესთან, იღებს ტყე-კაფის კოდს, შემდეგ ბანკში მოითხოვს ხე-ტყის დამზადების ბილეთს, რის საფუძველზეც გამოაქვს შეშა. გარდა ამისა, თუკი პიროვნება საკუთარი ნაკვეთიდან ხეს (შეშას) იმ მიზნით გამოიტანს, რომ მოახდინოს ტრანსპორტირება სხვა მუნიციპალიტეტში, ქალაქსა თუ სოფელში, აუცილებელია ჰქონდეს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ გაცემული ადგილწარმოშობის ცნობა, რათა არ მოხდეს მისი დაჯარიმება ტრანსპორტირებისთვის.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ
ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, 
მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26.07.2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე,
არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა
სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11.07.2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს
და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17.04.2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, საპროტესტო
აქციის, „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ 14 მონაწილეა დაკავებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, საპროტესტო აქციის, „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ 14 მონაწილეა დაკავებული.
00:24 / 16.04.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 1 / 8 °C
img
საგარეჯო 5 / 6 °C
img
დ.წყარო 0 / 4 °C
img
სიღნაღი 1 / 9 °C
img
ლაგოდეხი 1 / 6 °C
img
ყვარელი 1 / 8 °C
img
თელავი 6 / 7 °C
img
ახმეტა 7 / 7 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.