სამართალი
"გადავადებული" ვალები და მოტყუებული კარდენახელები

ლანა გულოშვილი

11 სექტემბერს გურჯაანის რაინულ სასამართლოში, კოალიცია `ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების~ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, მანანა ბერიკაშვილის სარჩელი განიხილეს. მოსარჩელე მხარე `ერთიანი ნაციონალური მოძრაობის~ დეპუტატობის კანდიდატ გიორგი ღვინიაშვილისთვის რეგისტრაციის გაუქმებას ითხოვდა. მიზეზად კი ამომრჩევლის მოსყიდვას ასახელებდა.

მოსარჩელე მხარის მტკიცებით, წინასაარჩევნო პერიოდში, სოფელ კარდენახში მცხოვრებმა ასამდე მოქალაქემ, კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელს გიორგი სიბაშვილს იმ სესხის გადავადება სთხოვა, რომელიც ბანკებიდან სოფლის-მეურნეობის განვითარებისათვის ჰქონდა აღებული."გიორგი სიბაშვილი დაპირდათ, რომ ბანკის ვალს გადაუვადებდნენ, როგორც ეს მოხდა 2012 წლის 19 ივლისს სტიქიისგან დაზარალებულების შემთხვევაში. თუმცა გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა სანაცვლოდ მოითხოვა, რომ კარდენახელებს პირადად და ოჯახის წევრებსაც ხმა მიეცათ `ნაციონალური მოძრაობისთვის.~ როგორც ცნობილია, კარდენახი სტიქიური უბედურების ზონაში არ შედიოდა," _ ამბობს მანანა ბერიკაშვილი.

სასამართლო პროცესზე ბერიკაშვილის მოთხოვნით, მოწმის სტატუსით დაიკითხნენ კარდენახელი გლეხები. "გიორგი სიბაშვილმა ჩვენგან მოითხოვა, რომ `ნაციონალური მოძრაობისთვის~ მიგვეცა ხმა და ხუთიანი შემოვხაზეთ კიდეც, აქციებზეც დავდიოდით და გვერდში ვედექით. მართლაც აგვისტო და სექტემბერი ისე გავიდა, რომ სესხის დაუყონებლივ დაფარვა არავის მოუთხოვია. 2 ოქტომბერს, ანუ არჩევნების მეორე დრეს კი, ბანკიდან დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ სესხის და პროცენტის გადაუხდელობის გამო საურავი გვქონდა დარიცხული. სიბაშვილს ვეღარ დავუკავშირდით. ამიტომ გიორგი ღვინიაშვილს მივმართეთ, რომელმაც ამ საკითხის გარკვევა მისი შტაბის უფროსს ზაქარია იაგანაშვილს დაავალა. საბოლოოდ კი, პასუხი აღარ გაგვცეს და დავრჩით ასე მოტყუებულები." (კახეთის საინფორმაციო ცენტრი). _ განაცხადა სასამართლო პროცესზე ერთ-ერთმა კარდენახელმა გოჩა შაკიაშვილმა.

მოწმის სტატუსით დაიკითხა კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი სიბაშვილიც. მისი თქმით, სესხების გადავადების სანაცვლოდ გლეხებს არაფერს დაპირებია. "გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ მოსარჩელე მხარის სარჩელი არ დააკმაყოფილა და უარი თქვა რეგისტრაციის გაუქმებაზე. მიმაჩნია, რომ სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.~ გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ მოწმეებს ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები აქვთ. `პაექრობაში მოსარჩელე მხარე დაჟინებით ამტკიცებს, რომ კარდენახი არ არის სტიქიური უბედურების ზონა. არ დაზიანებულა და ეს დაპირება არ უნდა შემდგარიყო. ჩემთვის გაურკვეველია, მე ამოვიღებ საოქმო ჩანაწერს, გავეცნობი და შესაძლოა, მართლაც დავეთანხმოთ სასამართლოს, რომ კარდენახი არ არის სტიქიური უბედურების ზონა. გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ უნდა მოვითხოვო სასამართლო სხდომის ოქმი, რადგან მოწმეთა ჩვენებები არის ურთიერთსაწინააღმდეგო. იმის მიუხედავად, რომ მათ ახსნა-განმარტებებზე ხელი აქვთ მოწერილი, თითქოს სიბაშვილი `ხუთიანის~ შემოხაზვის სანაცვლოდ კრედიტების გადავადებას დაპირდათ, დაკითხული ხუთი მოწმიდან სამმა საერთოდ უარყო ჩემსა და მათ შორის პოლიტიკაზე საუბარი, ორმა დაადასტურა, რომ `გვერდში დგომის სანაცვლოდ~ თქვა სიბაშვილმაო. ვფიქრობ, რომ ასეთ ურთუიერთგამომრიცხავ ჩვენებებზე უნდა ვიმსჯელოთ," _ განაცხადა გიორგი სიბაშვილმა.

მოსარჩელე მხარის ადვოკატმა ლოლა ტუსაშვილმა სასამართლო პროცესს არაობიექტური უწოდა. "მოსამართლემ ისე მიიღო გადაწყვეტილება, სათათბირო ოთახში არც გასულა. ჩვენი ვარაუდი, რომ სასამართლო მიკერძოებული იქნებოდა, ახდა." სასამართლო პროცესზე არ იმყოფებოდა მოპასუხე მხარე გიორგი ღვინიაშვილი, თუმცა პროცესს ესწრებოდნენ მისი წარმომადგენლები: ზაქარია იაგანაშვილი და ირმა ონაშვილი. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე მხარის ადვოკატებს ჯერ არ მიუღიათ გადაწყვეტილება გაასაჩივრებენ თუ არა გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, გიორგი ღვინიაშვილისთვის რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებით, კახეთის რეგიონის საოლქო საარჩევნო კომისიებმა შემაჯამებელი ოქმები უკვე გამოაქვეყნეს. ამ დროისთვის მხოლოდ სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ვინაობაა უცნობი, რაც 14 ოქტომბერს ვაქირის #5 საარჩევნო უბანზე განმეორებითი კენჭისყრის შედეგად გაირკვევა.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ
ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, 
მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26.07.2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე,
არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა
სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11.07.2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს
და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17.04.2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, საპროტესტო
აქციის, „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ 14 მონაწილეა დაკავებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, საპროტესტო აქციის, „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ 14 მონაწილეა დაკავებული.
00:24 / 16.04.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 1 / 8 °C
img
საგარეჯო 5 / 6 °C
img
დ.წყარო 0 / 4 °C
img
სიღნაღი 1 / 9 °C
img
ლაგოდეხი 1 / 6 °C
img
ყვარელი 1 / 8 °C
img
თელავი 6 / 7 °C
img
ახმეტა 7 / 7 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.