სამართალი
საზოგადოება ბარბარა რაფალიანცის სიკვდილის მიზეზების გამოძიებას ითხოვს

მარინა პეტრიაშვილი

30 სექტემბერს დაახლოებით საღამოს 8 საათზე სოფელ კოლაგში, სტუმრად მყოფი 10 თვის ბარბარე რაფალიანცი, დეიდის საცხოვრებელი სახლიდან დაიკარგა. დაახლოებით ერთი საათის ძებნის შემდეგ, ჩვილი საძინებელი ოთახის გვერდით მდებარე მარანში, წყლით სავსე ქვევრში იპოვეს. ბავშვი პატრულმა საავადმყოფოში გადაიყვანა, მაგრამ მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. მომხდარს ახლობლები და ოჯახის წევრები `ქართული ოცნების~ მიმართ მხარდაჭერის გამო ანგარიშსწორებად მიიჩნევენ.

მშობლებმა და ოჯახის წევრებმა ბარბარეს ძებნა მას შემდეგ დაიწყეს, რაც დედას მძინარე შვილი საწოლში აღარ დახვდა. როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, დედამ ბავშვს აჭამა და დააძინა, თვითონ კი სავახშმოდ მეორე სართულზე ავიდა. ცოტა ხნის შემდეგ ძაღლის ყეფა გაიგეს. "მეორე სართულზე ვვახშმობდით. ბავშვს პირველ სართულზე ოთახში ეძინა. დაახლოებით 5 წუთი დავტოვეთ. ძაღლის ყეფა რომ მოგვესმა, ჩამოვედით და ბავშვი საწოლში უკვე აღარ იყო,"_ ყვებიან ოჯახის წევრები.

ბარბარეს საძებნელად მთელი სოფელი გამოვიდა. გამოიძახეს საპატრულო პოლიცია, რომელიც 40 წუთში მოვიდა. ერთსაათიანი უშედეგო ძებნის შემდეგ, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ჩვილი წყლითYსავსე ქვევრში იპოვეს, რომელსაც ე.წ. ფიქალის ქვა ჰქონდა დაფარებული. პატარა ბარბარე საპატრულო პოლიციის მანქანით გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, როგორც ექიმებმა აღნიშნეს, ის უკვე ნახევარი საათის გარდაცვლილი იყო. ოჯახის ახლობლების თქმით, ბავშვის დეიდა დალი მექერიშვილი `ქართული ოცნების~ კოორდინატორია და მისი მისამართით რამდენჯერმე მუქარაც განხორციელდა, ამიტომ ეს ფაქტი იმ წუთებშივე შეფასდა როგორც შურისძიება პოლიტიკური ნიშნით. პოლიციამ სამძებრო სამუშაოები ბარბარე რაფალიანცის დაღუპვისთანავე დაიწყო, თუმცა ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ. ამ ხნის მანძილზე საზოგადოებაში უამრავი ვერსია გავრცელდა. მის სიკვდილს ჯერ _ დედას, შემდეგ _ მამას და ბოლოს კი დეიდას აბრალებდნენ.

ბავშვის დედა თათია მექერიშვილი ობიქტურ გამოძიებას ითხოვს. როგორც მან მედიასაშუალებებთან საუბრისას განაცხადა, პოლიცია შეგნებულად არ იძიებს მკვლელობის საქმეს. მისი თქმით, ეჭვმიტანილები, რომელიც მან დაასახელა, ჯერ დაკითხულებიც არ ჰყავთ, რადგან ნამდვილი დამნაშევეების დასჯას ერიდებიან და სურთ, რომ ხალხის ყურადღება სხვებზე გადაიტანონ. "ჩემი ყურით გავიგონე ილიკო მექერიშვილი რომ იძახოდა, ვაი, მაგ საცოდავს, ხვალ ნახოს რა დილა გაუთენდებაო. ამ დროს ზურა მექერიშვილმა დამინახა და ანიშნა გაჩუმდიო. სხვას ვის აბრალებენ, მე ჩემი ყურით გავიგონე ყველაფერი. როგორ შეიძლება ოჯახის წევრებს ასეთი რამე დააბრალო. ჯერ მამა დაადანაშაულეს, მერე დედა, მერე დეიდა. ამ ადამიანებს გული არ აქვთ?! ეს შინაურის გაკეთებული არ არის. რატომ ნამდვილ დამნაშავეს არ ეძებენ. უკვე ამდენი დღე გავიდა და ექსპერტიზის დასკვნასაც არ გვაძლევენ, უნდათ, რომ საქმე უფრო ჩახლართონ," _ ამბობს თათია მექერიშვილი და იმასაც იხსენებს, როცა ბავშვს ყველგან უშედეგოდ ეძებდნენ, ხალხიდან ვიღაცამ დაიძახა მარანში მოძებნეთო: "ბავშვს ყველგან ეძებდნენ, მაგრამ არსად იყო. იმ დროს გაბრუებული ვიყავი და იქვე საწოლზე წამომაწვინეს. უცებ ხალხიდან ვიღაც ბიჭმა დაიძახა: გარეთ კი ნუ ეძებთ, მარანში ქვევრში ნახეთო. ეს ყველაფერი პოლიციას შემდეგ მოვუყევი და სახელი და გვარებიც დავასახელე, მაგრამ ასეთი პასუხი გამცეს: ჯერ დასკვნა არ არის და ხელს ვერავის დავადებთო."

ამ ფაქტთან დაკავშირებით შსს-ს გურჯაანის რაიონულ განყოფილებაში დაკითხეს გარდაცვლილის დეიდა და მეზობლები. "მთელი ამ ხნის განმავლობაში მე ისევ შიში მაქვს, ჩემს შვილებსაც ვინმემ რამე არ დაუშავოს. მთელი დღის განმავლობაში გვიან საღამომდე საარჩევნო უბანზე ვიყავი და უამრავი მოწმეც მყავს. ხმაურზე და კივილზე გარეთ გამოვედით, გვეგონა ავარია მოხდა. დავინახე, რომ ჩვენს სახლთან ხალხი ტრიალებდა და მაშინვე გამოვიქეცი. მოვითხოვ ობიექტურ გამოძიებას, რომ მე ჩირქი ჩამომერეცხოს. ურჩევნიათ, ჭორებს თავი დაანებონ და ყველაფერი კარგად გამოიძიონ. ყველა, ვისგანაც მესმის ჩვენზე ჭორი, `ნაციონალური მოძრაობის~ წევრია. ამას შურისძიების მიზნით აკეთებენ," _ ამბობს დალი მექერიშვილი და იქვე აღნიშნავს, რადგან ის `ქართული ოცნების~ წევრი იყო, მთელი ამ ხნის განმავლობაში მის დაშინებას და დაშანტაჟებას ყველნაირად ცდილობდნენ. "ჩემი აზრით, რომ ვეღარაფერი გააწყვეს, იფიქრეს ბავშვს მოვიტაცებთ, წავიყვანთ და ამით დავაშანტაჟებთო. ალბათ არც უნდოდათ მოკვლა, მაგრამ შემოაკვდათ. იმიტომ, რომ მალევე დაიწყეს ბავშვის ძებნა და იმ პიროვნებამ ეტყობა ვერ მოასწრო სახლიდან გაყვანა. ტირილის ხმა რომ არ გაეგოთ, ბავშვს პირზე ხელი დააფარა და მოიგუდა. შემდეგ ქვევრში ჩააგდო და ხალხს შეერია. ეს ვერსია გვაქვს," _ ამბობს დალი მექერიშვილი.

როგორც `სპექტრისთვის~ გახდა ცნობილი, ამ დღეებში რამდენიმე ადამიანი დაკითხეს, რომლებთანაც ბავშვის დეიდა დალი მექერიშვილი ტრაგედიის დროს იმყოფებოდა. "დღეს დამიბარეს და მოწმის სტატუსით დამკითხეს. იმ საღამოს, როდესაც ეს ტრაგედია დატრიალდა, ბავშვის დეიდა დალი მექერიშვილი და მე ერთად ვიყავით. სწორედ ამ დროს საარჩევნო უბანზე გავედით, გვაინტერესებდა როგორ იყო მოწყობილი. თვითონაც `ქართული ოცნების~ წევრი ვარ და არჩევნებისთვის ვემზადებოდი. დაახლოებით საღამოს რვა საათი იყო, ეს უბედურება რომ მოხდა. ხმაურზე დალი საარჩევნო უბნიდან სახლში გამოიქცა," _ გვითხრა მარიამ მექერიშვილმა და იქვე დასძინა: "ყველაფერს დალის აბრალებენ, მაგრამ ეს ჭორი და აბსურდია. ყველაზე შეიძლება მიიტანო ეჭვი, მაგრამ როგორ შეიძლება, დეიდამ თავის დისშვილს ასეთი რამ გაუკეთოს?! როგორც საკუთარი შვილი ისე უყვარდა. თავიანთი კვალი რომ დაფარონ, სხვას აბრალებენ. პოლიტიკას შესწირეს ბავშვის სიცოცხლე."

როგორც `სპექტრს~ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წარმომადგენელმა და ადვოკატმა კობა კობახიძემ განუცხადა, 4 ოქტომბერს მოწმეების დაკითხვისას ახალი დეტალი გამოიკვეთა. "ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს დანაშაული ბავშვის დეიდამ ჩაიდინა. ამიტომ დაიკითხა ორი მოწმე, რომლებიც დანაშაულის დროს ქალბატონ დალისთან ერთად იმყოფებოდნენ. გარდა ამისა, მოწმე მარიამ მექერიშვილმა, იმ დროს როდესაც ბავშვს ეძებდნენ, დაინახა, რომ თონესთან, ეზოს უკანა მხარეს, ვიღაც კაცი ღობეზე გადახტა და გაიქცა. მან მაშინვე დაიწყო ყვირილი და საშველად ხალხს მოუხმო, მაგრამ ვეღარ იპოვეს."

ადვოკატის განმარტებით, პოლიციამ მაშინვე არ გამოიჩინა ოპერატიულობა და ცხელ კვალს არ გაჰყვა. "პოლიციამ ამ დროს არც ძაღლი გამოიყენა, რომ დასდევნებოდნენ და არც სხვა ღონისძიებას მიმართა, რათა ოდოლოგიური ესქპერტიზა ჩაეტარებინათ. ამ დროისათვის არც დაკავებულია ვინმე და სავარაუდოდ, როგორც ჩანს, ეჭვიც არავისზე აქვთ. მოხდა საშინელი რამ, ბავშვის განზრახ მკვლელობა და ეს საქმე აუცილებლად უნდა გაიხსნას."

მომხდარმა ფაქტმა საზოგადოება შოკში ჩააგდო. განსაკუთრებით შემაშფოთებელი აღმოჩნდა გავრცელებული ინფორმაცია პოლიტიკური მოტივით ჩადენილი დანაშაულის შესახებ. 10 თვის ბარბარე რაფალიანცის ტრაგიკული სიკვდილის წინასაარჩევნო პროცესებთან დაკავშირებამ საზოგადოება ორ საპირისპირო ჯგუფად გაყო. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ამ ფაქტის დროულად და ობიექტურად გამოძიება.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ
ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, 
მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26.07.2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე,
არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა
სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11.07.2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს
და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17.04.2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, საპროტესტო
აქციის, „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ 14 მონაწილეა დაკავებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, საპროტესტო აქციის, „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ 14 მონაწილეა დაკავებული.
00:24 / 16.04.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 1 / 8 °C
img
საგარეჯო 5 / 6 °C
img
დ.წყარო 0 / 4 °C
img
სიღნაღი 1 / 9 °C
img
ლაგოდეხი 1 / 6 °C
img
ყვარელი 1 / 8 °C
img
თელავი 6 / 7 °C
img
ახმეტა 7 / 7 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.