მოგერიების მიზნით ვიხმარე დანა - რას ამბობს ორი ადამიანის დაჭრაში ბრალდებული დეპუტატი
სიღნაღის რაიონულ სასამართლოს გადაწყვეტილებით, დედოფლისწყაროს
საკრებულოს წევრი "ქართული ოცნებიდან", გიორგი ჭინჭარაული,
პატიმრობაში რჩება.
სასამართლო სხდომა თითქმის 3 საათის განმავლობაში მიმდიანარეობდა.
დაცვის მხარე 5000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, ხოლო ბრალდების
მხარე პატიმრობას.
პროკურორი ბრალდებულის მიმალვის, მტკიცებულებების განადგურების და
ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეზე საუბრობდა. მოსამართლემ
პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ჭინჭარაული პატიმრობაში
დატოვა.
სხდომაზე მომხდარის შესახებ ისაუბრა ბრალდებულმა. გიორგი ჭინჭარაულის
თქმით, ის მაღაზიაში, საკუთარ არასრულწლოვან დისშვილთან ერთად
იმყოფებოდა, რა დროსაც მასთან თანასოფლელი მივიდა და სიტყვიერი
შეურაცხყოფა მიაყენა.
-" ჩემს დისშვილთან ერთად ვიყავი მაღაზიაში. ამ ბიჭებთან სულ კარგი
ურთიერთობა მქონდა. შემოვიდა ერთ- ერთი ძმა, გაგა ჭინჭარაული და
მომმართა ძალიან აგრესიულად. გვარი დამისახელა სოფელში, ბიჭების. რას
დადიხარ იმათთანო. ვუთხარი, საჯარო მოხელე ვარ და საკრებულოს წევრი,
ყველასთან ვალდებული ვარ, ვიურთიერთო მეთქი. ისეთი აგრესიული იყო,
ბავშვი სახლში გავუშვი. მისი ძმა გადმოვიდა მანქანიდან, თავიდან
აჩერებდა, მაგრამ, მერე ორივე შარზე იყო და არ ვიცი, რატომ. მეორემაც
შემაგინა და წავიდა ხელჩართული ბრძოლა. მე დანის ხმარება რომ
მდომებოდა, მაშინვე დავჭრიდი. მცემეს, გამიგდეს წიხლქვეშ. ამის მერე
სახლში წავედი და მეორე დღეს სხდომა უნდა გვქონოდა საკრებულოში. ამის
გამო გავედი სახლიდან, დავით ალუღიშვილთან უნდა მივსულიყავი,
საკითხების გასავლელად. გზაში შემხვდნენ ისევ და ჩვენს შორის ჩხუბი
10- 15 წუთი გაგრძელდა. თავდაცვისა და მოგერიების მიზნით ვიხმარე
დანა"- თქვა ჭინჭარაულმა.
პროკურატურა ჭინჭარაულს განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება. ბრალის
დამტკიცების შემთხვევაში მას 16 დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა
ემუქრება.
მასალის გამოყენების პირობები