სამართალი
გატაცება თუ დადგმული სცენარი?!
ლანა გულოშვილი
29 აგვისტოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლოპოტას ხეობაში, საქართველო-რუსეთის საზღვართან, დაღესტნის მონაკვეთზე შეიარაღებული დაჯგუფების მიმართ დევნის ოპერაცია განახორციელა (ლაფანყური საზღვრიდან 20-25 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს). ოფიციალური ინფორმაციით, დაღუპულია სპეცდანიშნულების რაზმის სამი თანამშრომელი და დაჭრილია _ ხუთი. აღნიშნულ სპეცოპერაციას ადგილობრივი მოსახლეობა ეჭვის თვალით უყურებს და მიიჩნევს, რომ ეს ხელისუფლების მიერ დადგმული სცენარია.
უკვე რამდენიმე დღეა, რაც თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი ლაფანყური ქართული საზოგადოებისა და მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. 26 აგვისტოს ლაფანყურის ტყიდან ხუთი ახალგაზრდა გაუჩინარდა. ლევან ხუცურაულს, ლერი გარაშვილს, ბესიკ მიჯახკაშვილს, ტატო აღულიშვილს და თამაზ გამიერაშვილს სამი დღის მანძილზე ეძებდნენ. ამის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ საზღვართან, საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი იყო შეიარაღებული დაჯგუფება, რომლის დევნის მიზნითაც 29 აგვისტოს გამთენიისას სპეცოპერაცია დაიწყო. მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალგაზრდების გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. თუმცა იმის გამო, რომ ისინი სახლში დროულად არ დაბრუნდნენ, ლაფანყურის მოსახლეობა გზის გადაკეტვით იმუქრებოდა. 29 აგვისტოს დღის მეორე ნახევარში შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვიდეომასალა გაავრცელა, რომელშიც გატაცებული ახალგაზრდები ტყვეობის შესახებ საუბრობენ. ამ დღის განმავლობაში ლოპოტას ხეობაში, მოვლენები უსწრაფესად იცვლებოდა. შეიქმნა კრიზისების მართვის შტაბი, რომელიც შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და თავდაცვის სამინისტროების წარმომადგენლებისგანაა დაკომპლექტებული, ხელმძღვანელობას კი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი უწევს. დაღესტნის საზღვრიდან 25 კილომეტრის მოშორებით, მდებარე სოფელ ლაფანყურში ძალოვანმა უწყებებმა ჯარისკაცებით სავსე რამდენიმე ათეული სატვირთო მანქანა და პოლიციის პიკაპები შეიყვანეს.
როგორც უშიშროების საბჭოს მდივანმა, გიგა ბოკერიამ განმარტა, დივერსანტებს მძევლებად აყვანილი ჰყავდათ მხოლოდ 5 ახალგაზრდა. შემდეგ, როდესაც საქმეში სასაზღვრო პატრული ჩაერია, ბიჭების გათავისუფლების სანაცვლოდ დივერსანტებმა მესაზღვრეები აიყვანეს. მესამე ჯგუფი კი უკვე შსს-ოფიცრები იყვნენ, რომლებმაც მესაზღვრეები ჩაანაცვლეს. ლოპოტას ხეობაში მიმდინარე სპეცოპერაციის დროს, ქართველ სამართალდამცველთა და დივერსანტთა შორის ორმხრივი სროლა გაიმართა.
მედიასაშუალებების ინფორმაციით, ქართულმა მხარემ ორმხრივი ცეცხლის გახსნამდე ტერორისტებს დანებება შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად დაღუპულია სპეცდანიშნულების სამი თანამშრომელი. შინაგან საქმეთა სამინისტროდან _ სოლომონ წიკლაური და არჩილ ჩოხელი, ხოლო თავდაცვის სამინისტროდან _ კაპრალი, სამხედრო ექიმი ვლადიმერ ხვედელიძე. ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაიჭრა 5 სამხედრო პირი. უკვე ცნობილია, რომ ორმხრივი შეტაკების შედეგად დივერსანტთა დაჯგუფებიდან 11 ადამიანი დაიღუპა, 6 კი, ამ დრომდე ალყაშია. ამ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა მიხელ სააკაშვილმა საგანგებო განცხადება გააკეთა და საზოგადოებას სიმშვიდისაკენ მოუწოდა. მისი თქმით, საქართველოში 90-იანი წლები და იმდროისათვის არსებული განუკითხაობა აღარასოდეს განმეორდება. `სპექტრის~ ჟურნალისტთა ჯგუფი სოფელ ლაფანყურში იმყოფებოდა. ჩვენთან საუბრისას ადგილობრივმა მოსახლეობამ დაწვრილებით გაიხსენა ბოლო დღეებში შექმნილი ვითარება, ზოგიერთ მათგანს ინციდენტთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები გაუჩნდა. თამაზ თანდილაშვილი ერთ-ერთია იმ თანასოფლელთა შორის, რომელიც დატყვევებული ახალგაზრდების ძებნაში თავად იღებდა მონაწილეობას. როგორც ბატონი თამაზი ამბობს, ბიჭების გატაცების შესახებ ეჭვი იმიტომ გაუჩნდათ, რომ ტყეში უცხო ადამიანები წინა დღეებში მეზობელი სოფლის მოსახლეობასაც შეუნიშნავს. ახალგაზრდების გაუჩინარების მიზეზი კი შემდეგნაირად ახსნა: "ამ ბიჭებიდან ერთ-ერთს დაუნახავს რა გზითაც მიდიოდნენ ის სამხედროები, ალბათ, დივერსანტებს არ აწყობდათ, რომ ამის შესახებ ვინმეს გაეგო და ამიტომ დაიჭირეს," _ ამბობს იგი და 26 აგვისტოს მომხდარ ამბებს ქრონოლოგიურად იხსენებს. "კვირას ბიჭები, სოფლიდან დაახლოებით 2-კმ-ის მოშორებით, საქეიფოდ ტყეში გავიდნენ. ოთხი საათის შემდეგ მათთან კონტაქტი გაწყდა და ტელეფონზე აღარ პასუხობდნენ. ერთ-ერთი მათგანი სოფელში სიგარეტისთვის ჩამოვიდა. როდესაც ტყეში დაბრუნდა, იქ აღარავინ დახვდა. იმ ღამით უშედეგოდ ვეძებეთ, მეორე დღესაც გავაგრძელეთ ძებნა და კვალს მივადექით. სამხედრო ფორმაში გამოწყობილ სამ მამაკაცს მოვკარით თვალი, რომლებიც ზემოთ, საზღვრის მიმართულებით მიდიოდნენ. არსებული მდგომარეობის შესახებ მესაზღვრეებს შევატყობინეთ. დაახლოებით ნახევარ საათში დაგვირეკეს და გვითხრეს, ყველაფერი რიგზეაო. შემდეგ რა მოხდა, ჩემთვის უცნობია. მერე მოვიდნენ სპეცნაზისა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები, რაც ამის შემდეგ მოხდა, ჩვენც უკვე ტელევიზიით ვიგებთ," _ გვითხრა თამაზ თანდილაშვილმა და ერთ გარემოებაზე გაამახვილა ყურადღება.
"როდესაც კვალს მივაგენით, ჩურჩხელის ნარჩენები, `სნიკერსისა~ და `ბარამბოს~ კანფეტის ქაღალდები ეყარა. მე არაფერს ვამტკიცებ და არც ჩემს ვარაუდს გამოვთქვამ, დასკვნა ყველამ თავად გააკეთოს. მე ვამბობ იმას, რაც ვნახე." მისივე თქმით, გამტაცებლებს მძევლები კარგ პირობებში ჰყავდათ. "ბიჭები ამბობენ, რომ ცუდად არ ექცეოდნენ, პირიქით იხსენებენ, წყალს რომ მოიტანდნენ, ჯერ ჩვენ გვასმევდნენ და მერე თავად სვამდნენო." 
სოფლის მცხოვრებთა გარკვეული ნაწილი შექმნილ ვითარებას არარეალურს და ხელისუფლების მიერ დადგმულ სცენარს უწოდებს. ამავე მოსაზრებას გამოთქვამს კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბრისას ადამიანის უფლებადამცველი უჩა ნანუაშვილი. „მე ვფიქრობ, რომ ლოპოტას ხეობაში ახალგაზრდების გატაცება საერთოდ არ მომხდარა და ე.წ. ,,ბოევიკები‘‘ საქართველოს ტერიტორიაზე მინიმუმ რამდენიმე კვირის წინ არიან გადმოსულები. მათ შემთხვევით გადააწყდნენ ახალგაზრდები და ამის გამო გადაწყვიტეს ე.წ. „ბოევიკების“ თავიდან მოშორება. სავარაუდოდ, ხელისუფლებას მათი გამოყენება სხვა მიზნით უნდოდა“, _ აღნიშნავს იგი და სხვა უამრავ კითხვას სვამს ხელისუფლების მისამართით, რომელზეც პასუხი არ მიუღია.
ლაფანყურელების თქმით, ამ ინციდენტამდე მსგავს ფაქტებს ადგილი არ ჰქონია და მათი სიმშვიდის დასარღვევად დაღესტნიდანაც არავინ გადმოსულა. ადგილობრივებს უჩნდებათ კითხვა, როგორ მოახერხეს დივერსანტებმა ლაფანყურის ტყეში შემოსვლა, როდესაც საზღვარს სამხედროები იცავენ? რეალურ ვითარებაში უკეთ გასარკვევად `სპექტრი~ შეეცადა გათავისუფლებული ახალგაზრდებისათვის მოესმინა, თუმცა ეს შეუძლებელი აღმოჩნდა არც ერთი მათგანი სოფელში ამ დრომდე არ იმყოფება. ერთ-ერთ მათგანს ლევან ხუცურაულს სახლში მივაკითხეთ, მაგრამ როგორც მისმა მამიდამ, ასმათ ხუცურაულმა გვითხრა, ლევანი `სადღაც გასულიყო~ და ვერ დავუკავშირდებოდით. მისივე თქმით, მძევლები ოჯახებში უვნებლები დაბრუნდნენ. "ღმერთის მადლით, საღ-სალამათები დაგვიბრუნდნენ, არაფერი სჭირთ. ლევანი არ მინახავს, ეხლა მოვედი სანახავად თუმცა არ დამხვდა, გასულია. 28-ში როდესაც ბიჭები გაათავისუფლეს სოფელში გაატარეს და მაშინ წამიერად ვნახე ჩემი ძმისშვილი, სიცილით შემხვდა, ეტყობოდა, რომ კარგად იყო, მაგრამ დალაპარაკება ვერ მოვასწარი," _ გვითხრა ასმათ ხუცურაულმა.
შექმნილი ვითარების შეფასება ექსპერტს უსაფრთხოების პოლიტიკაში ირაკლი სესიაშვილს ვთხოვეთ. "პირველ რიგში, მწუხარება მინდა გამოვთქვა გარდაცვლილი ჯარისკაცების გამო. მართლაც რთული სიტუაცია შეიქმნა. ბევრი ბუნდოვანებაა, რამაც საზოგადოებაში კითხვები გააჩინა. ჯერ კიდევ თავს ვიკავებ, რომ მთლიანობაში ეს მოვლენა შევაფასო, რადგან მსურს თავად გავერკვე, კონკრტულად რა სახის ინციდენტთან გვქონდა საქმე. თუმცა ერთი რამ ფაქტია, რომ 17 ,,ბოევიკის‘‘ წინააღმდეგ ხელისუფლებამ რამდენიმეათასიანი სამხედრო ძალა გამოიყენა, მობილიზებული იყო დიდი რაოდენობით ტექნიკა, ეს სპეცოპერაცია მილიონები დაჯდა და ყველაზე ტრაგიკული ის არის, რომ ჩვენი თანამემამულე, სამი ჯარისკაცი ემსხვერპლა. როდესაც ძალებში უპირატესობა გაქვს და მოწინააღმდეგე ჩიხში გყავს მოქცეული, ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ შენი დანაკარგი იყოს ნული," _ განმარტა ირაკლი სესიაშვილმა.
30 აგვისტოს, შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით ლოპოტას ხეობაში მიმდინარე სპეცოპერაციის ძირითადი ფაზა დასრულებულია. სპეცოპერაციის დეტალებზე თელავში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე შსს-ს მინისტრის მოადგილემ შოთა ხიზანიშვილმა ისაუბრა. ამ დროისათვის სოფელ ლაფანყურში სიმშვიდეა. მოსახლეობაში პანიკა არ არის. ამბობენ, რომ 29-ში ღამით რამდენჯერმე გაიგეს სროლის ხმა, თუმცა დიდხანას არ გაგრძელებულა. ერთ-ერთი ლაფანყურელის თქმით, ახალგაზრდები, რომლებმაც გაზაფხულზე "ნებაყოფლობით რეზერვში" სამხედრო წვრთნები გაიარეს, ხელისუფლებას იარაღის დარიგებას სთხოვენ, რათა საჭიროების შემთხვევაში სოფლის დაცვა თავადაც შეძლებოდათ.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ
ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, 
მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26.07.2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე,
არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა
სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11.07.2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს
და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17.04.2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, საპროტესტო
აქციის, „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ 14 მონაწილეა დაკავებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, საპროტესტო აქციის, „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ 14 მონაწილეა დაკავებული.
00:24 / 16.04.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 1 / 8 °C
img
საგარეჯო 5 / 6 °C
img
დ.წყარო 0 / 4 °C
img
სიღნაღი 1 / 9 °C
img
ლაგოდეხი 1 / 6 °C
img
ყვარელი 1 / 8 °C
img
თელავი 6 / 7 °C
img
ახმეტა 7 / 7 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.